ესეც "სიკვდილის ჯგუფი"! 18 საათზე აღმოსავლეთ კონცხის პროვინცია "სიკვდილის ჯგუფად" მონათლულ G ჯგუფის პირველ და, შესაძლოა, გადამწყვეტ შეხვედრას მასპინძლობს.

G ჯგუფი

15 ივნისი. პორტ ელიზაბეთი. ნელსონ მანდელა ბეი. 18:00

კოტ დივუარი-პორტუგალია

სავარაუდო შემადგენლობები

კოტ დივუარი (4-2-3-1): ბარი - კ. ტურე, ებუე, ბოკა, ტიენე - ი. ტურე, ზოკორა - ჟერვინიო, რომარიკი, ტიოტე - დროგბა.

პორტუგალია (4-2-3-1): ედუარდო - მიგელი, კარვალიო, ალვეში, დუდა - მეირელეში, ველოზო - რონალდო, დეკუ, სიმაო - ალმეიდა.

არბიტრი: ხ. ლარიონდა (ურუგვაი)

პორტუგალია სკანდალით იწყებს

ესეც "სიკვდილის ჯგუფი"! 18 საათზე აღმოსავლეთ კონცხის პროვინცია "სიკვდილის ჯგუფად" მონათლულ G ჯგუფის პირველ და, შესაძლოა, გადამწყვეტ შეხვედრას მასპინძლობს. ამ ჯგუფში უდავო ფავორიტად პენტაკამპეონე ბრაზილიას მიიჩნევენ, ამიტომაც, ცხადია, კარლუშ კეირუშის პორტუგალიის ნაკრებისა და სვენ გორან ერიქსონის კოტ დივუარის გუნდის დაპირისპირებას ბევრი მეორე ადგილისთვის ბრძოლად მიიჩნევს.

შეიძლება ითქვას, "ნელსონ მანდელა ბეის" სტადიონზე ეს გუნდები დღეს ურთიერთშეხვედრების ისტორიის პირველ თავს დაწერენ. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს არსად გადაყრიან. "სპილოები" მუნდიალზე მეორედ ითამაშებენ. მათი დებიუტი 4 წლის წინათ, გერმანიაში შედგა. დიდიე დროგბამ და კომპანიამ მაშინ ჯგუფში ერთი თამაში მოიგო და ორი დათმო არგენტინასა და ჰოლანდიასთან.

პორტუგალიელებმა მუნდიალზე უკვე ოთხჯერ ითამაშეს, აქედან პირველად და ბოლოს ძალზე წარმატებულად, 1966 წელს ეუსებიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პორტუგალიის ნაკრები კი მე-3 ადგილზე გავიდა. 1986 და 2002 წლებში პორტუგალია ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2006 წელს გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა.

კოტ დივუარელთა წარმატება დიდად არის დამოკიდებული შეძლებს თუ არა გუნდის კაპიტანი დიდიე დროგბა თამაშს. 4 ივნისს იაპონიის ნაკრებთან სპარინგში "ჩელსის" ფოვარდმა ხელი მოიტეხა. ახლა კი ლამის ნახევარი დასავლეთი აფრიკა დროგბას ხელს შეჰყირებს. საინტერესოა, როგორ ათამაშებს მუნდიალზე აფრიკულ გუნდს შვედი სპეციალისტი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ ჩაუდგა სათავეში "სპილოებს".

წინა მუნდიალზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ პორტუგალიას კინაღამ ჩაუვარდა საკვალიფიკაციო ეტაპი, კეირუშის გუნდმა პლეი ოფში ბოსნიის ნაკრების დამარცხებით მოიპოვა სამხრეთი აფრიკის საგზური, თუმცა ბოლო ამხანაგური მატჩები გვანახებს, რომ პორტუგალია ნელნელა იბრუნებს ფორმას. სამუნდიალე მზადება კი ნანის ტრავმამ შეაფერხა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი დღეს უკვე პორტუგალიაშია, მისი თამაში მუნდიალზე გამოირიცხა. ისევე როგორც კოტ დივუარის ნაკრებს, პორტუგალიასაც ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომლის თამაშზეც დიდად არის დამოკიდებული ნაკრების წარმატებად - კრიშტიანო რონალდო. რონალდო და დროგბა მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ბუნებრივია, რომ არცთუ ფავორიტ ნაკრებებში ისინი გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

2002 და 2006 წლების ჩემპიონატებში ერიქსონმა თავისი გუნდები მეოთხედფინალში გაიყვანა, ბუნებრივია ამის გაკეთება კოტ დივუართან ერთად ძალიან ძნელი იქნება. მით უმეტეს, რომ შვედი სულ რაღაც 74 დღეა აფრიკელთა მწვრთნელი.

რომელ ფეხბურთელებზე გვმართებს ყურადღების გამახვილება? ბუნებრივია, დროგბასა და რონადლოზე. თუმცა ერთია, დროგბამ შეიძლება ვერ ითამაშოს. ამ შემთხვევაში აფრიკული გუნდიდან გირჩევთ კოლო ტურეს თამაშს დააკვირდეთ. დროგბას არყოფნაში მას კაპიტნის სამკლავური ანდეს, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალურ მცველს დიდი ჯაფა დაადგება, მისი ერთ-ერთი მისია კრიშტიანო რონალდოს განეიტრალებაც იქნება. იყო დრო, ინგლისურ პრემიერლიგაში ტურესა და რონალდოს დუელი ბევრჯერ შემდგარა.

დავუბრუნდეთ დიდიე დროგბას ტრავმას. ჯერჯერობით ოფიციალურად არც ის უთქვამთ, რომ დროგბას თამაში გამოირიცხა და არც ის, რომ მან შეძლო გამომჯობინება. ერიქსონმა კი უკვე განაცხადა, რომ დაიწყო ეგრეთ წოდებული B გეგმის შემუშავება - დროგბას გარეშე. დროგბას გამოჩენა დიდი ფსიქოლოგიური პლუსი იქნება აფრიკული გუნდისთვის.

პორტუგალიის ნაკრებში კი სკანდალია - ლისაბონში ჩასულმა ნანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ... ის მომავალი კვირისთვის უკვე მზად იქნებოდა სათამაშოდ. პორტუგალიაში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ნანის სამშობლოში გაბრუნების უკან რაღაც იმალება. ნანიმ ცეცხლზე ნავთი იმითაც დაასხა, რომ განაცხადა დეკუც ტრავმირებულია და მისი თამაშიც პირველ მატჩში გამორიცხულიაო, მაგრამ დეკუ არავის ამოუგდია ნაკრებიდანო. ვნახოთ, თუ ეს მართალია (ამას დღესვე გავიგებთ, როცა გუნდები ჰიმნების მოსასმენად გავლენ), მაშინ მართლაც "რაღაც" ხდება პორტუგალიის ნაკრებში.

ამბობენ, რომ პორტუგალიის ნაკრების მარცხენაფლანგელი სიმაო გამოფიტულია, თუმცა ის მაინც შეძლებს თამაშს თავის ფლანგზე, მარჯვნივ კი ჩვეულებრივად კრიშტიანო რონალდო ითამაშებს. უგო ალმეიდამ მოზამბიკის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, შესაძლოა ამით მან სასტარტოში ადგილი მოინადირა.

კარლუშ კეირუში: "ხვალ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვთამაშობთ. რა დროს ნანის ტრავმაა. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ვაჯობოთ მეტოქეს. თუკი ნანი მართლაც ოთხ დღეში გამოჯანმრთელდება კარგი იქნება, თუმცა ახლა ნამდვილად არ არის ამის დრო, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია ნანიზე კი შემდეგ ვისაუბროთ".

დეკუ: "ჩვენ ვიცით, რომ ნანიმ მხარი დაიზიანა და მას კარგა ხანი დასჭირდება გამოსაჯანრთელებლად. ბუნებრივია, ფეხბურთელები ყველა ინფორმაციას ვერ ვფლობთ. ნანისი კარგად მესმის ის ძალზე გულდაწყვეტილია".

კრიშტიანო რონალდო: "ჩემი მიზანი ყოველთვის ერთია - ვიყო საუკეთესო. მინდა "ავფეთქდე" ამ მუნდიალზე. არა მგონია, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცება მჭირდებოდეს, როცა ვამბობ "ავფეთქდეს" ვგულისხმობ, ვითამაშო ისე კარგად როგორც შემიძლია და დავეხმარო გუნდს მოგებებში. ამბობენ, რომ ნაკრებში ნაკლებად გამაქვს გოლები, ამაზე არ ვწუხვარ, რადგან გოლები კეტჩუპივით არის, როცა ის ბოთლიდან გადმოდის, გადმოდის თითქმის მთლიანად, გოლებიც ასე მოვა ერთბაშად. ვიმედოვნებ, რომ კოტ დივუარის ნაკრებს გავუტან. ორ საწყის თამაშს თუ მოვიგებთ, ჯგუფური ეტაპიდან გავალთ. შემდეგ კი, როგორც ჩემი მეგობარი სკოლარი იტყვის ხოლმე "მატა მატაა", ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

რონალდოს სიტყვებს განვმარტავთ, მატა მატა ესპანურად ნიშნავს - მოკალი ან მოგკლავენს...

ნიკოლოზ ნეფარიძე

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"