გიორგი არაბიძე ესპანურ კლუბში თბილისის "დინამოს" აკადემიის ყოფილი დირექტორის, ანდრეს კარასკოს მიწვევით მოხვდა
კარგად მახსოვს, 2009 წლის 18 ივნისი იყო, 35-ე სკოლა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს მასპინძლობდა. თბილისის "ლოკომოტივმა" 10:0 მოიგო და მთავარ პრიზს დაეუფლა.

11 წლის გიორგი არაბიძე იმ დღეს გავიცანი. 11 წლის ბავშვი იყო, მაგრამ მოედანზე დიდი კაცივით გამოიყურებოდა, მისი ბატონ-პატრონი იყო; რასაც მოისურვებდა, ყველაფერს აკეთებდა და "ლოკომოტივის" 10 გოლიდან ექვსი თავად გაიტანა, დანარჩენი ოთხიც მისი გადაცემით გავიდა.

თამაშს ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, მერაბ ჟორდანია, ძმები არველაძეები უყურებდნენ და გიორგის თამაშმა ეს მრავლისმნახველი ხალხი აღაფრთოვანა.

"პატარა მესი" მართლაც საოცრებებს სჩადიოდა - "მიწებებული" ბურთით მცველებს იოლად უსწორდებოდა, არაბავშვურად თავდაჯერებული, სადად თამაშობდა, გასაოცარ გადაცემებს აკეთებდა და გოლებიც იოლად გაჰქონდა.

მაშინ გაგვიმხილა, ყიფიანივით მაგარი ფეხბურთელი მინდა გავხდეო.

გიორგი არაბიძე წარმოშობით ვანელია, მაგრამ 2005 წლიდან თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა. 2012 წლის დასაწყისში თბილისის "დინამოს" აკადემიაში ანდრეს კარასკომ გადაიყვანა, მაგრამ გიორგის დედამ, ქალბატონმა ლელამ გვითხრა, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება არ ვისურვეთო და ბავშვი "ლოკომოტივს" დაუბრუნდა.

გიორგი მარტში 15 წლის გახდება, სისტემატურად თამაშობდა საქართველოს 13, 14 და 15-წლამდელთა ნაკრებებში. ესპანეთში ორიოდე დღის წინ ცნობილმა მენეჯერმა ბესო აბაშიძემ თბილისის "დინამოს" აკადემიის ყოფილი დირექტორის, ანდრეს კარასკოს მიწვევით წაიყვანა, რომელიც ამჟამად "მალაგას" კოორდინატორი და 16-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია.

გიორგი სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

"ესპანეთში რომ ქართულ ნიჭს დაანახვებ, მაინც სხვა კმაყოფილების გრძნობაა. ჯერ ივარჯიშა ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ანდრეს კარასკოს 1997-წლიანების გუნდში, მერე კი 17-წლამდელებში.

22 ნოემბერს ამხანაგური თამაში იქნება, სადაც გიორგის "მალაგას" სპორტული და აკადემიის დირექტორები დააკვირდებიან.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ "მალაგას" აქვს არაევროკავშირელი და 18 წელს მიუღწეველი ფეხბურთელების დატოვების პრაქტიკა. კარასკოს დიდი იმედი აქვს, რომ არაბიძე თავის მაქსიმალურ შესაძლებლობებს გამოავლენს. შესაბამისად, შანსი დიდია, თუ გიორგი ამას მოახერხებს, რომ დატოვონ და გუნდს ზამთარში შეუერთდეს.

შეიძლება ითქვას, რომ კარასკო შეყვარებულია ჩვენს ფეხბურთელებზე და დიდი იმედი აქვს, რომ გიორგი არ იქნება პირველი და უკანასკნელი ქართველი "მალაგაში".

თავიდან ბოლომდე კარასკოს დამსახურებაა, რონ ჩვენ აქ ვართ და არაბიძეს მიეცა საშუალება დაამტკიცოს, რომ ბევრ ესპანელს ჯობია. აქ 27 ნოემბრამდე ვრჩებით და იმედია, სასიხარულო ინფორმაციით დავბრუნდებით", - ამბობს ბესო აბაშიძე.

კომენტარი კარასკოსაც ჩამოვართვით:

"მე არაბიძეს საქართველოდან ვიცნობდი და შემიძლია გითხრათ, რომ ის დიდი ტალანტია. მაშინვე შევპირდი, რომ ესპანეთში წავიყვანდი და ასეც გავაკეთე, რადგან რასაც ვამბობ, ვასრულებ.

საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ბავშვები გყავთ და ყველას მივცემ შანსს, ვინც ამას იმსახურებს".

სხვათა შორის, კარასკომ უკვე მესამედ სცადა არაბიძის ჩაყვანა. სავიზო საკითხების მოგვარება მხოლოდ ახლა მოხერხდა და გიორგი "მალაგაში" ერთი კვირა ივარჯიშებს. იმასაც გეტყვით, რომ არაბიძე უკვე მეოთხე კლუბშია სტაჟირებაზე: 11 წლისამ "ბარსელონას" სკოლაში ორი კვირა ივარჯიშა, წლეულს კი გერმანულ "ჰოფენჰაიმსა" და დანიურ "ორჰუსშიც" დააკვირდნენ.

გიორგი არაბიძე თვითნაბადი ტალანტია. იმედია, ასაკისთვის უჩვეულო ყურადღება თავში არ აუვარდება და მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეს კარასკო: საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები

warmatebebi qarTvel robens.
მწვრტნელები არ გვყავსო რო ვწუწუნებთ და ფედერაციისგანაც და კჯურნალისტებისგანაც სულ ბავშვთა ფეხბურთის განვიტარებაზე და მწვრთნელთა გადამზადებაზეა ლაპარაკი, იქნებ იკადროთ და გაარკვიოთ ვის ხელშია გაზრდილი ეს ბავშვი ან სხვა ტალანტები. განა რა იქნება ამხელა სტატიაში მათი სახელიც რომ ახსენოთ? ეს ხომ სტიმული იქნებოდა მათთვის, ხალხისთვის ვისაც პროფესიონალიზმის დონეს ვუწუნებთ და ხელფასს კიდევ მიზერულს ვუხდით!!! მე ვიცი ვინც ავარჯიშებდა ამ ბავშვს წლების განმავლობაში , მაგრამ სახელს არ დავწერ იმიტომ რომ მისგან ნებართვა არ მაქვს. ისე კი ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ტიპია როგორც მითხრეს და .... წარმატებები ლოკომოტივს, ბავშვთა ფეხბურთის განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნამდვილად საუკეთესოები არიან ამ კუთხით საქართველოში. ამის მაგალითია ნიკა წანტურია , არაბიძე და ყენიაა !
b
გიორგი წარმატებებს გისურვებ...
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა