"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი შეაქო - სქოთის თქმით "იუნაიტედს" სეზონის დასაწყისში სწორედ ბერბატოვმა დაატყო ხელი, რაც ჩემპიონატის დაწყებამდე მასთან გასაუბრების შედეგი იყო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი შეაქო - სქოთის თქმით "იუნაიტედს" სეზონის დასაწყისში სწორედ ბერბატოვმა დაატყო ხელი, რაც ჩემპიონატის დაწყებამდე მასთან გასაუბრების შედეგი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ბერბატოვმა მანჩესტერში ორი საკმაოდ უსახური წელიწადი გაატარა - მისგან ბევრს ელოდნენ ის კი მოლოდინს ვერ ამართლებდა. ბულგარელი პრემიერლიგის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს 2008 წელს შეუერთდა, თუმცა ისეთი შედეგი, ახლა რომ აქვს, ადრე არ უჩვენებია: შვიდ ტურში 6 გოლი შეაგდო!

ფერგიუსონი ამბობს, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილ ფორვარდს აქამდე საკუთარი თავისა არ სწამდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა:

"სეზონის დაწყებამდე დიმიტარს ველაპარაკე. მე მას ვუთხარი, რომ ჩაკეტილი წრის გარღვევა მხოლოდ მას შეეძლო. საკუთარ კარიერას და თამაშს მის გარდა ვერავინ ვერასდროს გააკონტროლებდა. ვუთხარი, რომ ფანტასტიკური შესაძლებლობების ფეხბურთელია, მაგრამ ამ შესაძლებობებს ვერ ამჟღავნებს. ჩვენ მისი ქომაგობა შეგვიძლია და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ამ ლაპარაკის შემდეგ თქვენ ნახეთ, როგორ შეიცვალა ის. სულ სხვანაირად ათამაშდა. არადა, მე "მანჩესტერ იუნატედის" თავკაცი ვარ, აქ კი ფეხბურთელი რომ მოგყავს ყველას ჰგონია, რომ იმავე დღეს საოცრად უნდა ათამაშდეს.

მგონი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პირდაპირ კარგად დაიწყო თამაში ანტონიო ვალენსია იყო. სხვებს დრო დასჭირდათ. დიმიტარის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგვიტანია, თუმცა მის ასეთ ათამაშებას ერთი ხანი ველოდით.

ბერბატოვი თავდამსხმელია, თავდამსხმელები კი ძალიან არიან საკუთარი თავის რწმენაზე დამოკიდებულნი. ამწუთას ბერბატოვს ეს ნამდვილად არ აკლია"

ილია ბაბუნაშვილი

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე