რა საკითხები წყდება პრემიერლიგის დაფუძნებამდე? ფეხბურთის ფედერაციაში "12-თა საბჭოს" მორიგი შეხვედრა გაიმართა
20 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციაში "12-თა საბჭოს" მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც გვითხრეს, შეხვედრაზე პრემიერლიგის (პროფლიგის) დაფუძნებაზე არ ულაპარაკიათ.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან მხოლოდ ზოგადი განცხადებები გაკეთდა, მერე კი კლუბები თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე შეიკრიბნენ და ლიგის დაფუძნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კონკრეტული არაფერი ითქვა. თუმცა, კულუარებში ლაპარაკობენ ფედერაციასა და პრემიერლიგის ინიციატორებს შორის არსებულ იმ მოსაგვარებელ საკითხებზე. მაგალითად, სახელმწიფოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფინანსება ეკრძალება. ფედერაციაში აინტერესებთ, როგორ ჩაურიცხავენ პრემიერლიგას თანხას ბიუჯეტიდან, ასეთი სურვილი რომც იყოს? პრემიერლიგა ხომ, სავარაუდოდ, სწორედ შპს-ს ფორმით ჩამოყალიბდება.

"მიმაჩნია, რომ ფეხბურთი კერძო სექტორში უფრო წარმატებულია. რაც მეტი კერძო კლუბი გვეყოლება, ინიციატივები კი ბიზნესიდან წამოვა, ეს სახელმწიფოსთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენი ფეხბურთისთვის; მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, გარდამავალ ეტაპზე ბევრი რამ არის შესაძლებელი. მაგრამ პრემიერლიგის იდეა რომ კარგია, ამაზე დიდი ხანია, სწორედ მე ვლაპარაკობ", - გვითხა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ.

კლუბებისგან მოწოდებული ინფორმაციით, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მთავარია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და პროფლიგის დამფუძნებლებს შორის დასრულდეს "ჭიდაობა" იმ თანხაზე, რაც სახელმწიფომ ფეხბურთს უნდა მოახმაროს.

ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლის თქმით, ფედერაციამ სახელმწიფოსგან 2013 წლისთვის 7-8 მილიონი ლარი მოითხოვა - ასე ხდება ბოლო წლებში და ეს თანხა ნაკრები გუნდების შეკრებებს, თამაშებსა და ა.შ. ხმარდებოდა.

ამ დროს ამტკიცებენ, თითქოს ამ თანხიდან პრემიერლიგაზე მხოლოდ 500 ათასი ლარის გაცემას აპირებენ. კლუბებს ეს არ აწყობთ და ვარაუდობენ, რომ უმაღლესი ლიგის მცირე საპრიზო ფონდი დაბალ ადგილზე გასულ კლუბებს სტიმულს მოუსპობს.

მათ სურთ, რომ საპრიზო ფონდის ოდენობა 5 მილიონი ლარი მაინც იყოს, თითოეულ ადგილს ფასი რომ დაედოს; თანხა სამეულში მოხვედრილი კლუბების, თასის მფლობელისა და ფინალისტის გარდა, სხვებმაც რომ მიიღონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოლნისის "სიონი": პრემიერლიგის ჩამოყალიბებას მეტი დაფიქრება სჭირდება

პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?

პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა

domenti :))))))))))))
რეზი ვაზელინი მაინ წაისვი
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე