"დალას მავერიქსის" ლიდერი აგრძელებს აღდგენას მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ
"დალას მავერიქსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი აგრძელებს აღდგენას მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

გერმანელს ქირურგიული ჩარევა ოქტომბრის შუა რიცხვებში დასჭირდა. მიმდინარე სეზონში მას არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ვარაუდობენ, რომ ნოვიცკი დეკემბრის შუაში დაბრუნდება მოედანზე.

"ყოველი ახალი ვარჯიშისას ის სულ უფრო მეტად მონდომებულია, - აღნიშნა "დალასის" დამრიგებელმა რიკ კარლაილმა. - მე მომწონს მისი საქმისადმი მიდგომა, კერძოდ, ტრენაჟორებთან მუშაობა. დირკი დადებით შედეგებს გვიჩვენებს და ეს გვაიმედებს".

"სან ანტონიო სპურსს" გამოაკლდა მცველი სტივენ ჯექსონი, რომელმაც ტრავმა "კლიპერსთან" მატჩში მიიღო, - წერს ESPN. ვეტერან კალათბურთელს თითის მოტეხილობა დაუდგინეს. ექიმების ვარაუდით, ჯექსონს აღდგენისთვის ოთხი-ექვსი კვირა დასჭირდება.

წლევანდელ სეზონში კალათბურთელი საშუალოდ 7.7 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებს.

სერიოზული დანაკლისი განიცადა "კლივლენდ კავალიერზმა". ამ გუნდის წამყვანი გამთამაშებელი კაირი ირვინგი მინიმუმ ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან.

მიზეზი მარცხენა ხელის ტრავმაა, - იტყობინება სააგენტო AP. თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს იყო მცირე დაზიანება, მაგრამ განმეორებითმა სამედიცინო გამოკვლევამ მოტეხილობა გამოაჩინა.

გასული სეზონის საუკეთესო ახალბედამ ტრავმა "დალასთან" მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო, რომელშიც მან 34 ქულა დააგროვა. ირვინგი მოედანს კვირას, "ფილადელფიასთან" მატჩში დაუბრუნდა, რომელშიც მხოლოდ 9 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად