მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩის შედეგით დიდად კმაყოფილი არ დაჩენილა
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დიდად კმაყოფილი არ დაჩენილა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩის შედეგით, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტი პლეი-ოფში გასვლამ მაინც გაახარა.

"ჩემმა ბიჭებმა ბევრი იშრომეს და კარგი მატჩი ჩაატარეს. რაც მთავარია, მანჩესტერში ფრემ პლეი-ოფში გაგვიყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამოცანა-მინიმუმი ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე შევასრულეთ.

წინა ორ შემთხვევაში, როდესაც ჩემმა გაწვრთნილმა გუნდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. "პორტუში" მუშაობისას მეორე ადგილი დავიკავეთ "რეალის" შემდეგ, "ინტერში" ყოფნისას კი ჯგუფში "ბარსელონას" ჩამოვრჩით. ორივე სეზონში საბოლოოდ ევროპის ჩემპიონთა თასს დავეუფლეთ.

სამაგიეროდ, სხვა სეზონებში, როდესაც ჩემი გუნდები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდნენ, ჩემპიონთა ლიგას ვეღარ ვიგებდით. ასე რომ, ჩემს შემთხვევაში, ჯგუფში მეორე ადგილი ბევრს არაფერს ნიშნავს.

როგორც წესი, ისინი, ვინც ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ, 1/8-ფინალში შედარებით სუსტი მეტოქის მოლოდინში არიან, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მათ "რეალთან" შეხვედრა გაახარებთ", - თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რობერტო მანჩინის შეგირდებთან დაპირისპირებაში მის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციაში მოისუსტეს.

"ვფიქრობ, დღეს ჩვენ გამარჯვება შეგვეძლო. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა საიმისოდ, რომ მეორე გოლიც შეგვეგდო. ეს რომ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაგვეკეთებინა, ინტრიგა მოკვდებოდა.

ეგაა, რომ ჩვენ უყურადღებოდ ვმოქმედებდით და "მანჩესტერ სიტიმ" ამით ისარგებლა.

მათ პენალტი გამოიმუშავეს, ჩვენ კი ათნი დავრჩით. ასეთ პირობებში ფრეზე უნდა გვეთამაშა, რომელიც 1/8-ფინალში გაგვიყვანდა", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა