ფლორენტინო პერესის კუთვნილი კომპანიის პროექტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყოფიანი მოხიბლა
ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნდა და დამაჯერებლად ვერ თამაშობს. 15 ტურის შემდეგ დაგროვებული 9 ქულით გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.

მართალია, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გურულმა როდესაც "ლელოსთან", სხვა ხელისშემშლელ პრობლემებთან ერთად, საკუთარი სტადიონის არქონაც დაასახელა - "დინამო" მეტოქეებს ქობულეთის სტადიონზე მასპინძლობს.

ბათუმი და ქობულეთი ვინ გაყო, მაგრამ საკუთარ ქალაქში გუნდს გაცილებით მეტი მაყურებელი რომ ეყოლება, ეს ცხადია.

სამწუხაროა, ბათუმში ახალი სტადიონის წამოჭიმვა ლამის სურამის ციხის მშენებლობასავით რომ გაიწელა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საფეხბურთო რეგიონი შესაბამისი არენის გარეშეა დარჩენილი.

ასე გრძელდება 6 წელიწადი. ასლან აბაშიძის აშენებული სტადიონი ერთი ხანობა საქართველოში უეფას მოთხოვნების შესაფერისი ერთადერთი საფეხბურთო არენა იყო, მაგრამ დასავლეთ ტრიბუნიდან გასახდელებში წყალი ჩავიდა, მერე სტადიონი დაანგრიეს, მაგრამ აბაშიძემ მისი განახლება ვეღარ მოახერხა.

2006 წელს კი არენა მთლიანად დაანგრიეს და მის ხარჯზე ბულვარი დააგრძელეს, მაგრამ ისე, რომ სანაცვლოდ კლუბს არათუ არაფერი მიუღია, მალე "დინამო" სავარჯიშო მოედნის (ე.წ. ბე-ენ-ზეს სტადიონი) გარეშე დარჩა, აჭარის გუნდები კი ანგისას, ადელისა და ქობულეთის სტადიონების ამარა, რომლებიც ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ფაქტობრივად, ბათუმის "დინამო" გაიწირა - უსტადიონო გუნდი არც უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და არც ინვესტორს აინტერესებდა. ეს საკითხი გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგაც ვერ მოგვარდა.

უამრავი დაპირების მიუხედავად, 2006 წლიდან ბათუმის სტადიონის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.

ფუჭი გამოდგა ლაპარაკი ჰოლანდიელების თუ ყველა სხვათა პროექტებზე, ისევე, როგორც დაპირება ანგისასა და ბათუმში სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე - პროექტი ჯერ ღირებულების გამო (40 მილიონი დოლარი) დაიწუნეს, მერე კი იაფიანი მოიწონეს და არ ააშენეს.

ამ საკითხზე მნიშვნელოვანი სიახლე გაგვანდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

"სიმართლე გითხრათ, ბათუმის სტადიონის თემა იყო ერთ-ერთი პირველი, რომლითაც მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემდეგ დავინტერესდი.

ქართული ფეხბურთისთვის აჭარაში ინფრასტრუქტურის აშენება და რეგიონის პოტენციალის ათვისება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. იქ კი უდავოდ დიდი რესურსია. ამაზე ფაქტები მეტყველებს: აჭარაში ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა, მათ შორის, რევაზ ჩელებაძე, ვახტანგ ქორიძე, მალხაზ მახარაძე, გელა შეყილაძე, შალვა აფხაზავა, ჯანო ანანიძე.

საცოდაობაა, ბათუმი სტადიონის გარეშე რომ დარჩა.

სიახლე კი ისაა, რომ მცირე ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ ესპანური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩემთან შეხვედრა ითხოვეს. როგორც მითხრეს, მათი კომპანია მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შეადგინა ბათუმის სტადიონის პროექტი, რომელიც მაჩვენეს და ძალიან მომეწონა.

ლაპარაკია 30-ათასიანი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე თავისი სათადარიგო მოედნით, სპორტული კომპლექსითა და დიდი დასასვენებელი პარკით.

ეს არის კერძო შემოთავაზება, ესპანელებს დავაკვალიანებ და დავაკავშირებ იმ ხალხს, ვის კომპეტენციაშიც შედის სტადიონის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ ბათუმში სტადიონი რომ უნდა აშენდეს და ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არის", - ამბობს ყიფიანი.

"ვიკიპედიაში" ფლორენტინო პერესის ბიოგრაფიაში მართლაც წერია: მადრიდული გრანდის ხელმძღვანელი 1991 წელს ფრანგული სამშენებლო კომპანია AES-ის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი გახდა, 1993 წლიდან სამშენებლო კომპანია ОСР-ის პრეზიდენტია, 1997 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა სამშენებლო კომპანია ACS-ს.

პერესი "რეალის" თავკაცი 2000 წელს გახდა, 2004 წელს "სამეფო კლუბის" არჩევნებში ხელმეორედ გაიმარჯვა, 2009 წელს კი ისე გაიმარჯვა, კონკურენტი არ ჰყოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურის მწვრთნელი გია გურული: ამას ასე არ დავტოვებ!

ramo
ოცდაათი ათასი ცოტაა, ბარემ ასი ათასიანი ააშენეთ. 2 ათასი კაცი არ დადის თამაშზე და ეს ამხელა სტადიონი რად გინდათ?
roma
მართალია პერესს მართლა აქვს სამშენებლო კომპანია მაგრამ ეხლა ჩამოცილებულია საქმიანობას რეალის პრეზიდენტობა არ აძლევს უფლებას ორგან იმუშაოს თავის ხალხი მართავს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა