აქციას სათავეში საქართველოს ნაკრების წევრი დიდოსტატი ლევან ფანცულაია და პარმენ გელაზონია ედგნენ
20 ნოემბერს ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ვერის ბაღში ჭადრაკის სასახლესთან აქცია მოაწყო ჭადრაკის ფედერაციის მესვეურთა გადადგომისა და რიგგარეშე ყრილობის ჩატარების მოთხოვნით.

აქციას სათავეში ედგნენ საქართველოს ნაკრების წევრი დიდოსტატი ლევან ფანცულაია და პარმენ გელაზონია.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, დიდოსტატ გია გიორგაძეს:

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრ ლევან ყიფიანის ფედერაციების მესვეურებთან შეხვედრის შემდეგ 6 ნოემბერს ჩვენი ფედერაციის გამგეობის სხდომა მოვიწვიეთ, სადაც თავად დავაყენე რიგგარეშე ყრილობის მოწვევისა და არჩევნების ჩატარების საკითხი.

ამასთან დაკავშირებით გამგეობამ იმსჯელა და 14-მა წევრმა (ოთხი წევრი საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა) ერთხმად გადაწყვიტა, რომ რიგგარეშე ყრილობის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს და იგი, ფედერაციის წესდების თანახმად, 2014 წელს საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ გაიმართება.

სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შევთავაზეთ, გამოეყოთ სამკაციანი ჯგუფი, რომელთანაც გასაუბრებით შეგვეძლო გაგვეგო მათი რეალური მოთხოვნები, მაგრამ ახალგაზრდებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს...

- ბატონო გიორგი, ახლახან მარიბორში 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა გაიმართა. ამ შეჯიბრების შესახებ რას იტყვით?

- სლოვენიაში ჩვენი 19 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პირველობაზე გამგზავრების წინ განსაკუთრებით ნიჭიერ მოზარდებს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - დიდოსტატ ლაშა ჯანჯავას ხელმძღვანელობით ქუთაისში საჭადრაკო აკადემიის ბაზაზე 10-დღიანი საწვრთნელი შეკრება ჩაუტარდათ.

ვითვალისწინებდით რა ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, მსოფლიოს პირველობაზე ერთ მედალს ვგეგმავდით.

უპირველესად, ცხადია, 18-წლიანებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი მერი არაბიძე გვეიმედებოდა. თუმცა, არ იყო გამორიცხული, რომ წლევანდელი ევროპის პირველობის პრიზიორები - ნიკოლოზ კაჭარავა და გიორგი სიბაშვილი, ასევე, ნინო ხომერიკი, ნატო იმნაძე და ირაკლი ბერაძეც ასულიყვნენ კვარცხლბეკზე.

სლოვენიაში რუსებს 106-კაციანი დელეგაცია ჰყავდათ. ამერიკელებს 90, ინდოელებს - 55, ყაზახებს - 39, ჩინელებს - 34. აღარაფერს ვამბობ სხვა ქვეყნებზე. ცხადია, 18 გოგო-ბიჭით მათთან გამკლავება იოლი არ იყო. ჩვენმა რამდენიმე მოჭადრაკემ მაინც გაუძლო მძაფრ კონკურენციას. განსაკუთრებით, ნინო ხომერიკი მინდა გამოვყო.

მან 5 რუს მეტოქეს 4,5 ქულა აართვა, 11-დან 9 ქულა მოაგროვა და მხოლოდ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით დაუთმო ოქრო ინდოელ მაჰალაქშმის, თავად ვერცხლის მედალს დასჯერდა. სიბაშვილმა 8 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა, ტურნირის სამ რეიტინგფავორიტს აჯობა და საკუთარი მაჩვენებელი 42 პუნქტით გაიმდიდრა.

მოულოდნელი იყო ჩვენთვის მერი არაბიძის წარუმატებლობა. 20-წლიანთა მსოფლიოს პირველობაზე იგი I-IV ადგილებზე გასულთ მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა და მე-5 ადგილი დაიკავა, თანატოლებთან პაექრობაში კი მობილიზება ვერ შეძლო და კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

ყოველივეს მიუხედავად, უკმაყოფილო არ ვარ, რადგან გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებთანაც სისტემატური და ნაყოფიერი მუშაობით მაღალი შედეგების მიღწევა შეიძლება.

ზემოთ ფედერაციის გამგეობის სხდომა ვახსენე. სწორედ იქ დაევალა ლაშა ჯანჯღავას ჩვენთან ბავშვთა ჭადრაკის განვითარების კონცეფციის შემუშავება. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მომავალ წელს მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე ბევრად უკეთესი შედეგები გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"