მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონით ამაყობს, მაგრამ 24 წლის ესპანელი ჩოგბურთელის თქმით, ერთ სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება არარეალურად მიაჩნია.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონით ამაყობს, მაგრამ 24 წლის ესპანელი ჩოგბურთელის თქმით, ერთ სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება არარეალურად მიაჩნია.

არადა, ამ მიზნამდე რაფას წელს სულ ცოტა დააკლდა - მან ავსტრალიის ღია პირველობის წაგების შემდეგ ზედიზედ მოიგო როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა, რითაც კარიერული სლემი მოიპოვა. ამას ემატება თიხნარზე მოგებული ყველა მასტერსი - მონტე კარლო, რომი და მადრიდი. სულ მიმდინარე სეზონში ნადალის ანგარიშზე ყველაზე მეტი - შვიდი ტიტული მოდის, რომელთაგანაც ბოლო გასულ კვირას ტოკიოში მოიპოვა.

მაგრამ ნადალი სულაც არ აპირებს ტემპის დაგდებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება სურს და ამისთვის კიდევ ერთი-ორი ტურნირის მოგება სჭირდება.

"რა თქმა უნდა, მუდმივად გამარჯვებების მოპოვება ძალიან რთულია. აუცილებელია სიამოვნება მიიღო ტრიუმფით, რადგან არ იცი როდის დამთავრდება ეს. შევეცდები გამარჯვებათა სერია შანხაის მასტერსსა და ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე გავაგრძელო, რომელიც ჩემთვის ყველაზე რთულ ჩემპიონატად მიიჩნევა", - აღნიშნა რაფამ შანხაის მასტერსის წინ.

"დიდი სლემის" მოპოვებაზე ნადალმა ასეთი რამ განაცხადა: "ჩემთვის არარეალურია ერთ სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება. რა თქმა უნდა, შევეცდები ისევე კარგად ვითამაშო მომავალ სეზონში, როგორც ეს წელს გავაკეთე და ოთხივე ჩემპიონატის მოსაგებადაც ვიბრძოლებ, მაგრამ ყველგან ტრიუმფი წარმოუდგენლად მიმაჩნია".

"დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის ჩემპიონმა ვადაზე ადრე გაინაღდა 2010 წლის სეზონის შედეგების მიხედვით პირველი ჩოგანის სტატუსი: "ჩვეულებრივზე მეტად ვგრძნობ დაღლილობას, როგორც ჩანს, ეს იმის ბრალია, რომ სხვებზე მეტი მატჩი ვითამაშე".

ესპანელი, რომელიც აგვისტოს ბოლოს პროფესიონალ ჩოგბურთელთა საბჭოს (Tennis Player’s Council) ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს, იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ATP-ში დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება მოთამაშეთა ახალ თაობაზე. მისი აზრით, სისტემის ძირეული შეცვლაა საჭირო. აუცილებელია კალენდრის შემცირება, მაგრამ ამასთან, ჩოგბურთელებს უნდა მიეცეთ ქულების შენარჩუნების შანსი.

"კარგი კალენდარი ის არის, როცა თავად შეარჩევ როდის და სად ითამაშო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და მას ყველა შესანიშნავად იცნობს. ყოველთვის ვლაპარაკობდი ამის შესახებ საბჭოს სხდომებზე: "ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ჩოგბურთელებმა ორი, მაქსიმუმ სამი ტურნირი უნდა ითამაშონ და იქ დაასრულონ სეზონი".

დღევანდელი სისტემით, ჩოგბურთელებს სეზონის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთთვიანი დასვენება აქვთ. უმრავლესობის აზრით, ეს ძალიან ცოტაა და ის მუდმივ ტრავმებს უწყობს ხელს. თანაც, ასეთ მცირე დროში შეუძლებელია ძალების ნორმალურად აღდგენა.

"მე, ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და საბჭოს სხვა წევრები აქტიურად ვმუშაობთ. ამას არა ჩვენთვის, არამედ მოთამაშეთა მომავალი თაობისთვის ვაკეთებთ. შესაძლოა, ცვლილებები ისე სწრაფად არ მოხდეს, როგორც გვსურს. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს. მაგრამ თუ მომავალი თაობისთვის დადებითი ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ, ამით მხოლოდ ბედნიერი ვიქნები", - დაამატა რაფამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში