ყოფილი ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და საფეხბურთო ექსპერტები საკუთარ აზრს გამოხატავენ

"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ გულწრფელად აღიარებს, რომ "ჩელსიში" მიღწეული ისტორიული წარმატებიდან 6 თვის თავზე გუნდიდან რობერტო დი მატეოს დათხოვნა მისთვის აბსოლუტური შოკი იყო.

"კაჭკაჭების" მთავარმა მწვრთნელმა ეს ამბავი ევროპის ლიგაზე "მარიტიმუსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.

იტალიელმა სპეციალისტმა ხომ "ჩელსის" თავკაცის პოსტზე მარტში შეცვალა ანდრე ვილაშ ბოაში და პირველივე მცდელობიდან მოახერხა ჯერ ასოციაციის თასის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ოფიციალური ვერსიით მას "იუვენტუსთან" 0:3 არ აპატიეს. მასალა "დეილი მეილზე" დაყრდნობით მომზადდა.

"ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად მყიფეა პრემიერლიგაში მწვრთნელების მდგომარეობა.

არ შეიძლება, რომ მას ისევე მივუდგეთ, როგორც რაღაც გარდაუვალს. ის გაოცება, რაც გულშემატკივრებმა და პრესამ გამოხატეს, რაღაცას აუცილებლად უნდა ნიშნავდეს კლუბის ბოსისთვის, რადგან მერვე თუ ვინ იცის, მერამდენე მწვრთნელი ასეთ მოკლე პერიოდში უკვე ძალიან დიდი უსამართლობაა.

რამდენად შემიძლია დასკვნის გაკეთება, დი მატეოს შეცდომა არ დაუშვია. მას ჰქონდა საკუთარი სათამაშო ფილოსოფია, რომელიც გუნდს უნდა აეთვისებინა, მაგრამ ეს არ ხდება ასე სწრაფად.

მან მოახერხა და წელიწადზე ნაკლებ დროში ორი ტიტული მოიგო. ასე რომ, მისი გათავისუფლება უფრო დაუჯერებელი ხდება," - აცხადებს პარდიუ.

აბრამოვიჩის გადაწყვეტილება არაერთმა ცნობილმა საფეხბურთო პერსონამ გააკრიტიკა, მაგალითად, რუუდ გულიტმა. მწვრთნელმა, ვინც დი მატეო 1996 წელს წაიყვანა "ჩელსიში", ტვიტერში დაწერა:

"ღმერთო ჩემო, მხოლოდ ახლა გავიგე, რომ დი მატეო დაითხოვეს. ძალიან ვწუხვარ. ეჭვი, რომ იტალიელის ალტერნატივას ეძებდნენ, წინა სეზონის დასრულების მომეტშიც მქონდა.

მგონი, ისინი არ ფიქრობდნენ, რომ რობი ლიგის მოგებას შეძლებდა და ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ მასთან ხელშეკრულების გაფორმება ასე გაიწელა".

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, 52 წლის გარი ლინეკერმა ასევე სოციალურ ქსელში გაახმოვანა თავისი პოზიცია:

"დი მატეო "ჩელსიდან" დაითხოვეს. იმპერატორის თითი ამჯერადაც ძირს აღმოჩნდა დაშვებული".

კლუბის მეპატრონის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ინგლისის კრიკეტის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ალექს სტიუარტი, ვინც "ჩელსის" დიდი გულშემატკივარია:

"სასაცილოა დი მატეოს დათხოვნა. მან ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი მოიგო. ამჟამად კი გუნდი ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. უკმაყოფილო ვარ".

თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმაც:

"ჩელსიმ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. გვიან გავიგე და მგონია, რომ სრული სისულელე ქნეს".

ტელეწამყვანმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა იმონ ჰოლმმა კი დაწერა:

"ჩელსის" პრობლემა მწვრთნელებში არ იმალება. პრობლემა აშკარად კლუბის მესაკუთრეშია".

"დეილი მეილის" გარდა, ამ თემაზე, ცხადია, სხვა წამყვანი გამოცემებიც მუშაობდნენ. მათ ანდრე ვილაშ ბოაშთან და ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირება მოახერხეს.

"ჩელსის" ყოფილი თავკაცები სხვებივით გაოგნებულები არიან.

"არასოდეს მახარებს მწვრთნელების გუნდიდან დათხოვნა, რადგან რაკი ეს სხვების თავს ხდება, ესე იგი, შეიძლება ერთ დღეს მეც იმავე დღეში ჩავვარდე.

მე დი მატეოზეც ვნერვიულობ და მის ოჯახზეც. ყველამ იცის, რომ ჩემი ყოფილი გუნდები ძალიან მიყვარს - "ჩელსიც", "ინტერიც", "პორტუც". მინდა, რომ ისინი იმარჯვებდნენ, მინდა, რომ მათ კარგი მწვრთნელები ჰყავდეთ.

სწორედ ამიტომ რაფა ბენიტესს წარმატებებს ვუსურვებ," - აცხადებს ჟოზე მოურინიო.

ვილაშ ბოაში კი ამბობს: "როგორც ვხედავ, "ჩელსიში" მწვრთნელის გათავისუფლება ჩვეულებრივი საქმეა. რობერტომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია დროის უმცირეს მონაკვეთში და შესაბამისად, მისი რეპუტაცია დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგია.

მას მძიმე დღეების გადატანა მოუხდა. მინდა, სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო. "ჩელსის" რაც შეეხება, გავიგე, კლუბში მიაჩნიათ, რომ წინსვლის შანსს იტოვებენ. რაკი ასეა, სხვა არაფერი მეთქმის".

გამოქვეყნდა რობერტო დი მატეოს პატარა წერილი, რომელიც ინგლისის მწვრთნელთა ასოციაციის საშუალებით გავრცელდა:

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, გავძღოლოდი გუნდს, სადაც ოდესღაც დიდი სიამაყით ვთამაშობდი და რომელიც ასე ახლოს იყო ჩემს გულთან. ვამაყობ იმ წარმატებებით, რასაც მივაღწიეთ და იმ ტიტულებით, რომლებიც ერთად მოვიგეთ.

მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება კლუბის ისტორიაში იყო უმაღლესი მიღწევა და, რა თქმა უნდა, ჩემი კარიერის პიკიც. ამ დღის მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" ერთგული ბოლომდე დავრჩები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვის გვერდითაც მომიხდა მუშაობა.

განსაკუთრებით - ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, ვის თანადგომასაც "სტემფორდ ბრიჯზე" მუშაობის პერიოდში მუდამ ვგრძნობდი. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ როგორც მიმდინარე სეზონში, ისე სამომავლოდაც".

"ჩელსის" ფანებმა სოციალურ ქსელებში 22 ნოემბერს დაიწყეს განხილვა დი მატეოს გათავისუფლების სენსაციურ მიზეზზე.

გულშემატკივართა მტკიცებით, ეს დაკავშირებულია არა იმდენად სპორტულ წარუმატებლობებთან, რამდენადაც ფერნანდო ტორესის ძირითადს მიღმა დატოვებასთან, რამაც კლუბის მესაკუთრის გაბრაზება გამოიწვია.

ამ ვერსიას იზიარებს ვებგვერდი eatsleepsport.com-იც და აღნიშნავს, რომ იტალიელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი, ძირითადი შემადგენლობის შერჩევაში შეცდომა არ დამიშვიაო.

თუკი ამ ვერსიას ვერწმუნებით, რომან აბრამოვიჩმა დი მატეოსგან "ელ ნინიოს" სასტარტოში დაყენება მოითხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო... შედეგი ყველასთვის ცნობილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...