სიცილიური დერბი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საფეხბურთო დაპირისპირებაა
სიცილიური დერბი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საფეხბურთო დაპირისპირებაა, რომელიც ტრადიციულად ნერვულ ვითარებაში მიმდინარეობს და ეს ემოციური ფონი თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე იგრძნობა.

ასეა ამჯერადაც - შაბათს, "პალერმო" "კატანიას" უმასპინძლებს და მხარეები უკვე აქტიურ პოლემიკაში არიან ჩაბმულნი. "პალერმოს" სპორტული დირექტორი პიეტრო ლო მონაკო თავის დროზე სწორედ "კატანიაში" მუშაობდა და იქიდან სკანდალით წამოვიდა - ამიტომ მისთვის ამ დერბის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"კატანიას" აღმასვლა და ქვედა ლიგებიდან ელიტაში აღზევება სწორედ ლო მონაკოს უკავშირდება, თუმცა შემდეგ მას კლუბის პრეზიდენტთან მოუწია დაპირისპირება, რასაც მისი "პალერმოში" გადაბარგება მოჰყვა. ლო მონაკო სიცილიური დერბის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა და ისედაც დაძაბული ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა:

"აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან "პალერმო" "კატანიაზე" ძლიერი გუნდია. ჩვენთან "ბარსელონა" არ ჩამოდის. ამიტომ მხოლოდ სამ ქულაზე უნდა ვიფიქროთ. ვარ თუ არა რევანშისტულად განწყობილი? - არა, რადგან "კატანიადან" წამოსვლით მე არაფერი დამკლებია.

როდესაც იქ ვმუშაობდი, გუნდი პროგრესირებდა; წამოვედი თუ არა, სტაგნაციის პერიოდი დაიწყო. ეს ჩემი პრობლემა აღარაა. მე "პალერმოში" ვარ, გუნდში, რომელიც "კატანიას" აუცილებლად დაამარცხებს".

ლო მონაკოს განცხადებას "კატანიას" პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი გამოეხმაურა: "ლო მანოკოს სატურნირო ცხრილში არ ჩაუხედავს, თორემ ნამდვილად არ იტყოდა, რომ "პალერმო" "კატანიაზე" ძლიერი გუნდია.

მან რვა წელი იმუშავა ჩვენთან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის, მაგრამ თუ ასეთი განცხადებების კეთებას გააგრძელებს, მის მიმართ ჩვენი პატივისცემა გაქრება. ვიცი, რომ "კატანიას" ტოფოზები ლო მონაკოს მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი და კარგი იქნება, თუ ცეცხლზე ნავთს არ დავასხამთ.

ყველას კარგად გვახსოვს 2007 წელი, როდესაც დაძაბულ ფონს ტიფოზებისა და კარაბინიერების დაპირისპირება მოჰყვა. ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა