სუზუკაზე გამართული რბოლის შემდეგ მარკ უებერმა 14 ქულამდე გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა. მართალია, ავსტრალიელმა თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან წააგო, მაგრამ კიდევ უფრო დაშორდა ფერნანდო ალონსოს ("ფერარი").

სუზუკაზე გამართული რბოლის შემდეგ მარკ უებერმა 14 ქულამდე გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა. მართალია, ავსტრალიელმა თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან წააგო, მაგრამ კიდევ უფრო დაშორდა ფერნანდო ალონსოს ("ფერარი"). ერთის მხრივ, 14-ქულიანი უპირატესობა ნაწილობრივ ამცირებს მარკზე ზეწოლას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანიის გრან-პრიის შემდეგ ლუის ჰემილტონი სწორედ 14-ქულიანი უპირატესობით იყო წინ, თუმცა სამი ეტაპის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

სეზონის დასრულებამდე კიდევ სამი რბოლაა დარჩენილი და უებერს მიაჩნია, რომ ტიტულის მოსაპოვებლად ეტაპის მოგება სჭირდება. ბოლო გრან-პრი ავსტრალიელმა აგვისტოს დასაწყისში - უნგრეთში მოიგო და ლიდერობას ფანტასტიკური სტაბილურობის ხარჯზე ინარჩუნებს. ის ყველა რბოლაში აგროვებს ქულებს, გამონაკლისია მხოლოდ ევროპის გრან-პრი, სადაც მარკი ავარიაში მოხვდა.

"დარჩენილ რბოლებში ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვო და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებ, მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, მათ შორის - საიმედოობა. ორი კვირის წინ ჩემი მთავარი კონკურენტი ლუისი იყო, ახლა ფერნანდო და სებასტიანი მებრძვიან. სიტუაცია ყოველი რბოლის შემდეგ იცვლება, თუმცა ჩემი უპირატესობა იზრდება და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. წინ სამი რბოლაა და მეტად კომფორტულ სიტუაციაში ვიმყოფები", - ამბობს საერთო ჩათვლის ლიდერი.

რედ ბული მაკლარენს ადანაშაულებს

"რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი "მაკლარენის" ხელმძღვანელობას იაპონიის გრან-პრის დროს გუნდური ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. ჰორნერის თქმით, ჯენსონ ბატონი განზრახ აფერხებდა "რედ ბულის" პილოტებსა და ფერნანდო ალონსოს, რათა ლუის ჰემილტონს ამ სამეულთან მიახლოების საშუალება ჰქონოდა. მაგრამ ჰემილტონის მანქანაზე გადაცემათა კოლოფის პრობლემებმა "მაკლარენს" გეგმები ჩაუშალა.

"გაოცებას ვერ ვმალავდით, როცა ბატონი შეგნებულად აგდებდა ტემპს, რათა ჰემილტონი ლიდერთა ჯგუფს დაწეოდა. მაგრამ ლუისის მანქანას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ამ ტაქტიკამ არ გაამართლა. უცნაური სანახაობა იყო და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს "მაკლარენმა" ჰემილტონის წარმატებისთვის ბატონის გაწირვა გადაწყვიტა", - ამბობს ჰორნერი "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

თავის მხრივ, "მაკლარენის" ბოსმა მარტინ უიტმარშმა აღიარა, რომ ბატონი მართლაც აფერხებდა სხვა პილოტების გადაადგილებას, მაგრამ ამის მიზეზი რბილ საბურავებზე გადასვლა იყო.

"არანაირი გუნდური სტრატეგია არ ყოფილა. დიახ, ეტაპის გარკვეულ მონაკვეთში ბატონმა ტემპი დააგდო, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ ის რბილ საბურავებზე გადავიდა, რომელთა გახურებას დრო სჭირდებოდა. ხაზს ვუსვამ: ჩვენ არანაირი თამაშებს არ ვაწარმოებთ, უბრალოდ ვცდილობთ ჩვენი პილოტები რაც შეიძლება კარგად გამოვიდნენ", - განაცხადა უიტმარშმა.

მაკლარენში პესიმიზმი მოეძალათ

ამასობაში, იაპონიის გრან-პრიზე განცდილი მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, "მაკლარენის" პილოტები აღიარებენ, რომ ტიტულზე მათი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

"დარჩენილ რბოლებში მხოლოდ პოდიუმზე მოხვედრა არ გვეყოფა ჩემპიონობის მოსაპოვებლად. შანსი მაშინ გაჩნდება, როცა სხვებს შეექმნებათ პრობლემები. დარჩენილ ეტაპებზე ქულათა ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, "რედ ბულს" პირველობა გარანტირებული ექნება", - ამბობს ჰემილტონი.

"იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ "რედ ბულის" პილოტები ავარიაში მოხვდებიან. ჩვენი ბოლიდი ისედაც კონკურენტუნარიანია. მაგრამ თუ "რედ ბული" ასეთივე ტემპში გააგრძელებს გამოსვლას, მათ ტიტულს ვერავინ წაართმევს", - მიაჩნია ბატონს.

შუმახერი პროგრესზე ალაპარაკდა

გერმანელი მიხაელ შუმახერი წარმატებით გამოვიდა იაპონიის გრან-პრიზე - გერმანელი კვალიფიკაციის ფინალში მოხვდა, კვირას კი მეექვსე მოვიდა ფინიშთან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ლეგენდარული პილოტი კომფორტულად გრძნობდა თავს "მერსედესის" საჭესთან, რაც ადრე არ მომხდარა.

გერმანულმა საჯინიბომ პროგრესს ჯერ კიდევ სინგაპურში მიაღწია, იაპონიაში კი წინსვლა გააგრძელა. ახლა მიხაელი ოპტიმიზმით უყურებს მომავალს...

"სიმართლე გითხრათ, სინგაპურში მანქანა პირველივე წრიდან სწრაფი იყო, მაგრამ გარკვეული მომენტის შემდეგ მისი ეფექტურობა დაეცა. ჩვენ გავაანალიზეთ სიტუაცია და დასკვნები გამოვიტანეთ.

დარწმუნებული არ ვარ, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით - ზოგიერთ ტრასაზე მაინც არის პრობლემები. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება", - ამბობს "წითელი ბარონი".

ნანდომ ლუისს გაასწრო

ტრადიციულად მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ Castrol-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ავტოსპორტის ყველა სახეობის პილოტები არიან გაერთიანებული.

სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა სუზუკაზე დუბლი გაიფორმეს და განიმტკიცეს კლასიფიკაციაში პირველი და მეორე ადგილები. მესამე ადგილზე დარჩა ფრანგი რალისტი სებასტიან ლოები. რაც შეეხება მეოთხე პოზიციას, რომელიც ადრე ლუის ჰემილტონს ეკავა, მას ესპანელი ფერნანდო ალონსო დაეპატრონა.

იაპონიის გრან-პრიზე წარუმატებელი გამოსვლა მხოლოდ ჰემილტონს არ დაუჯდა ძვირად - მე-12 პოზიცია დაკარგა "რენოს" პილოტმა რობერტ კუბიცამ, ორი ადგილით ქვემოთ დაეშვა ნიკო როსბერგი ("მერსედესი") და ახლა მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

პირველ ასეულში ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა იაპონელ კამუი კობაიაშის - საშინაო ტრასაზე ბრწყინვალე გამოსვლამ ეს პილოტი 66-დან 59-ე ადგილზე გადაიყვანა.

ახალი რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 24 243

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 23 139

3. ს. ლოები (რალი) 21 292

4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 505

5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 390

6. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 17 803

7. უ. პაუერი (IndyCar) 17 382

8. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 056

9. დ. ფრანკიტი (IndyCar) 15 474

10. კ. ჰარვიკი (NASCAR) 14 541

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"