22 ნოემბერს ელიტის მძიმეწონოსანთა პაექრობაში გაგამარუმ ვეტერან მიაბიამას იორიკირის ილეთით აჯობა

25 წლის თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, კარგად ასპარეზობს წლის უკანასკნელ ბაშოზე და კარგი შანსი აქვს, სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს და წელიწადი მე-7 მაეგაშირობაზე მაღალი რანგით დაამთავროს.

საამისოდ მან დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს. გაგამარუს ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ეს ძალზე სავარაუდოა.

22 ნოემბერს მან ვეტერან მიაბიამას იორიკირის ილეთით აჯობა ელიტის მძიმეწონოსანთა პაექრობაში (გაგამარუ 212 კილოგრამს იწონის, მიაბიამა კი - 183-ს). ჩვენებურს 7-5 ბალანსი გაუხდა და 23 ნოემბერს დოჰიოზე მე-11 მაეგაშირა ასაჰიშოს ელის.

2012 წელი გაგამარუსთვის ძალზე წარმატებული გამოდგა, იანვრის ბაშოზე დიდებული გამოსვლის შემდეგ ის კომუსუბი გახდა (კარიერაში პირველად). სხვათა შორის, მორიგი გამარჯვება ქართველის კარიერაში მე-100 იქნება უმაღლეს დივიზიონში.

22 ნოემბერს მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კომუსუბი ჰომაშოსთან წააგო და ბალანსი 3-9 გაუხდა.

ბაშოს კი 11 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს. უახლოეს მდევრებს მონღოლი სუმოისტი უკვე 2-2 მოგებით უსწრებს.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (შიტატენაგე),მიოგირიუ-ჰარუმაფუჯი (სუკუინაგე), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიკირი),ამინიშიკი-კაკურიუ (იორიკირი), კისენოსატო-მასუნოიამა (იორიტაოში), შოჰოზანი-გოეიდო (სუკუინაგე),ჰომაშო-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), კაისეი-ტაკეკაძე (იორიკირი), გაგამარუ-მიაბიამა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

9-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 1), კიოკუტენჰო (მ 6), ჩიოტაირიუ (მ 15)... 7-5: გაგამარუ (მ 7)... 3-9: ტოჩინოშინი (მ 3).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, მიოგირიუ-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-გოეიდო, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, ჰომაშო-ტაკეკაძე, ტოჩიოზანი-კიოკუტენჰო, შოჰოზანი-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-ასაჰიშო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა