საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლუბით უკმაყოფილოა და "მეტალურგ-კუზბასიდან" წამოსვლა სურს
19 და 20 ნოემბერს რუსეთის ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (პირველი ლიგა) საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასმა" ბოლო შეხვედრაც უფერულად ჩაატარა, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან" 0:1 დამარცხდა და 21 შეხვედრაში დაგროვილი 18 ქულით 17-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.

ეს მატჩი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ გამოტოვა. როგორც ნოვოკუზნეცკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 26 წლის ქართველმა მცველმა ხაბაროვსკელებთან ოჯახური გარემოებების გამო ვერ ითამაშა.

ჩვენთვის კი ცნობილია, რომ გიორგი კლუბით უკმაყოფილოა და "მეტალურგ-კუზბასიდან" წამოსვლა სურს.

ნავალოვსკიმ "ლელოსთან" საუბარში არ დამალა, რომ ნოვოკუზნეცკში გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა, არც კლუბი მოსწონს, არც მისი ფინანსური მდგომარეობა და შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვაგან გადასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ ნავალოვსკის უთამაშია თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", მახაჭყალის "ანჟიში", ბაქოს "ინტერში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და "ხიმკიში", 2-ჯერ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია ლევან გვაზავას "ხიმკიც". გუნდმა რუსეთის პირველი ლიგის საშემოდგომო ეტაპი 17 ქულითა და ბოლო ადგილზე დაასრულა.

თუმცა ამას მოთამაშეებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მოსკოვის რეგიონის ბავშვებთან ტრადიციული მასტერ-კლასი ჩაეტარებინათ. ამჯერად მასწავლებლის როლში, სერგეი კოტოვთან ერთად, სწორედ გვაზავა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად