საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო სამბისტად მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ბაინდუროვი დაასახელა
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო სამბისტად მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ბაინდუროვი დაასახელა (90 კგ.).

სამეფო სოფელმა მუხრანმა (მცხეთა) სპორტშიც უნდა იამაყოს. მათ ახლახან სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გაუხდათ - 29 წლის გიორგი ბაინდუროვი, რომელიც საქართველოს სპორტის აკადემიის კურსდამთავრებულია.

შარშან 11 ნოემბერს ქართველი სამბისტებიდან ავთანდილ ცინცაძე (57 კგ) გახდა მსოფლიოს ჩემპიონი წლეულს 9 ნოემბერს კი თავი ისახელა გიორგი ბაინდუროვმა (90 კგ).

გიორგი მეცხრამეტე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია სამბოში. სულ კი 25 "ოქროს" მფლობელი 1973 წლიდან დღემდე.

ახალ მსოფლიოს ჩემპიონს ვაკეში სამბოს დარბაზში ვესაუბრეთ.

- ჭიდაობის ქომაგები გიცნობდნენ, როგორც ბაინდურაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე კი ბაინდუროვის გვარი დაფიქსირდა?

- ჩვენ წარმოშობით ფშაველები ვართ, ჩემი წინაპრები სამი საუკუნის წინათ ჩამოსახლებულან მუხრანში. ბაინდურაშვილებს მუხრანში დიდი მიწები ჰქონიათ.

მეფის რუსეთის დროს კი მათთვის მიწის დიდი გადასახადები დაუწესებიათ. ამიტომ იძულებული გამხდარან რუსული შესატყვისი გვარი ბაინდუროვი აერჩიათ. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჩემმა ბიძაშვილებმა ისევ ბაინდუროვის გვარი დაიბრუნეს და მეც ასე მოვიქეცი.

- ჭიდაობას, სად და როგორ ეზიარე?

- მუხრანის პირველი სკოლიდან ჩემი მეგობრები და მეზობლები დადიოდნენ სექციაში და მეც მათ ავყევი. თუმცა ჩემი ახლობლებიდან მოჭიდავე არავინ ყოფილა.

ჭიდაობა მასწავლეს და დღემდე ჩემი მწვრთნელები არიან მუხრანელები მამა- შვილი ვასილ და დავით ლაზრიშვილები. მათი დამსახურებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.

- ბედი დიდხანს არ გწყალობდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი წლეულს პირველად იჭიდავე და ჩემპიონიც გახდი...

- სამჯერ 2005-2009-2012 წლებში ევროპის ჩემპიონატში ვმონაწილეობდი, მაგრამ საპრიზო ადგილს ვერც ერთხელ მივაღწიე. მხოლოდ ჭაბუკებში და ახალგაზრდებში მქონდა შედეგები. 2003 წელს ჭაბუკთა შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.

2003 წელს სტუდენტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონიც ვიყავი. შემდეგ კი ძიუდოში ვცდიდი ბედს. ჩეხეთსა და რუსეთში მოვიგე მსოფლიოს თასი. მანამდე 2004 წელს კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოვიპოვე.

- სამბოში ევროპაზე დამარცხდი, მსოფლიოზე კი ტრიუმფით იასპარეზე. მაინც რა მოხდა მინსკში და მინსკამდე?

- ევროპის ჩემპიონატზე სულ ძიუდოს ჩავლებებს ვაკეთებდი. ამიტომაც არაფერი გამომივიდა. სამბოში ცალმხრივი ჩავლებები, დაბლიდან და მაჯებიდანაა მეტი ჭიდაობა საჭირო. ყველაფერი ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გავითვალისწინე და შედეგიც მოვიდა.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ სამბო ადვილი საქმეა. მაგრამ ეს ასე არ არის. სამბოს სტილზე უნდა მოერგო. მართალია, ძიუდო უფრო პოპულარულია, მაგრამ სამბოც უფრო და უფრო ვითარდება. მინსკში 60 ქვეყნის მოჭიდავეები გამოდიოდნენ...

- ყველაზე ძლიერი მეტოქე ვინ იყო?

- მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ძიუდოში მინსკელი ანდრე კაზისიონოკი, მაგრამ მას რუსეთელმა ედუარდ კურგანიანმა აჯობა და ჩემსავით ისიც ფინალში გავიდა. ფინალში 10:3 გავიმარჯვე კურგანიანთან...

- ჩემპიონი ახალ წონაში გახდი.

- დიახ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წონა ცოტა მოვიმატე. აღარ დავიკელი და თავი უფრო კარგად ვიგრძენი. საწვრთნელ შეკრებებზეც ნორმალურად მოვემზადე. 90 კგ-ში ადაპტაცია უმტკივნეულოდ გავიარე ნაკრების მწვრთნელების ავთანდილ ცინცაძის, ემინ რაშის და ივანე არაბულის აზრიც დაემთხვა ჩემსას - რომ უმჯობესი იყო 82-დან 90-ში მეჭიდავა.

- გუნდის სხვა წევრებზე რას იტყვი.

- აშკარად დაჩაგრეს მსაჯებმა ნიკო კუცია (82 კგ), აგრეთვე ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ). ნუკრი ბერაია (52 კგ) და ბესარიონ ბერულავა (74 კგ) კი პირველად ჭიდაობდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე და მათი ბრინჯაოს მედალი წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

- საქართველოს ფალავნობის პრიზიორი ხარ ქართულ ჭიდაობაში და ბევრი რამ გექნება გასახსენებელი.

- ქართული ჭიდაობა ყველა ჭიდაობას მირჩევნია. ნახერხმოყრილი საჭიდაო წრიდან დავიწყე, რომელ სოფელში არ მიჭიდავია ზურნისა და დოლის ხმაზე. მშობლიურ მუხრანში, ქსოვრისში, ძალისში, წილკანში, გალავანში, ხიზაბავრაში, ფხვენისში, სკრაში...

თუ კარგად იცი ქართული ჭიდაობა - მოგვერდი, სარმა, ბრუნი, გადავლება... შენი შემწეა სამბოშიც და ძიუდოშიც.

ეს ჩვენი კულტურაა. მეტი ყურადღება და დახმარება ჭირდება ქართულ ჭიდაობას, რადგან ამით გამოვირჩევით ჩვენ სხვებისგან. ზემოდან ჩვენებური გადავლება და მეტოქეთა პანიკაც იწყება...

სურათზე: მწვრთნელები მამა შვილი ვასილ (მარჯვნივ) და დავით ლაზრიშვილები შუაში გიორგი ბაინდუროვი

გაბრიელ ბარჯაძე

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა