ორი ქართველი დიდოსტატი და ერთი საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელსაც საბერძნეთი მასპინძლობს
ორი ქართველი დიდოსტატი და ერთი საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელსაც საბერძნეთი მასპინძლობს.

22 ნოემბერს შესანიშნავად ითამაშა თამარ ხმიადაშვილმა, რომელიც შავი ფიგურებით ნატალია ტიტორენკოს ხვდებოდა.

მე-13 ლგ4 სვლის შემდეგ თეთრებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ჩვენებურმა შეძლო ორთაბრძოლის ბედის შემოტრიალება და 83-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა.

37-ე სვლებზე დაზავდნენ ნონა გაფრინდაშვილი და მირა კიერზეკი (მაკედონია), ნინო მელაშვილი და ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი), ასევე, ქულა გაიყვეს გალინა სტრუტინსკაიამ (რუსეთი) და ელენა ანკუდინოვამ (ყაზახეთი).

ცხრა ტურის შემდეგ 6-6 ქულით ანკუდინოვა, სტრუტინსკაია და ხმიადაშვილი მეწინავეობენ. 5 მოჭადრაკეს, მათ შორის - გაფრინდაშვილსა და მელაშვილს, 5,5:5,5 ქულა აქვს.

23 ნოემბერს მე-10 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ანკუდინოვა-მელაშვილი, ხმიადაშვილი-ბელიაევა, საუნინა-სტრუტინსკაია, გაფრინდაშვილი-ფატალიბეკოვა, ბელცი-ტიტორენკო.

ნახევარფინალები 23 ნოემბერს დაიწყება

ხანტი-მანსიისკში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც ოთხი ქართველი დიდოსტატიც ჩაება, მაგრამ ისინი მე-3 ეტაპს ვერ გასცდნენ.

რაც შეეხებათ დანარჩენ მონაწილეებს, მეოთხედფინალში უკრაინელმა ანა უშენინამ რუსი ნადეჟდა კოსინცევა დაამარცხა - 1,5:0,5. სამ შეხვედრაში კი ნახევარფინალისტები 22 ნოემბერს ტაიბრეიკებმა გამოავლინა: ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი) 3:1, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-ჰუან ძიანი (ჩინეთი) 3,5:2,5, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი) 2,5:1,5.

ნახევარფინალში ითამაშებენ: სტეფანოვა-დრონავალი, უშენინა-ვენძიუნი. დღეს პირველი ორთაბრძოლები გაიმართება.

გურამიშვილი მეხიკოს უტევს

მექსიკის დედაქალაქში გრძელდება საჭადრაკო ფესტივალი UNAM 2012, რომლის უმნიშვნელოვანესი პაექრობა ოთხთა რაპიდი (სწრაფი ჭადრაკი) იქნება.

ნახევარფინალში 23 ნოემბერს მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და ბატისტა ლაზარო ბრუსონი (კუბა) შეხვდებიან, 24 ნოემბერს კი იუდით პოლგარი (უნგრეთი) და მანუელ ლეონ ოიოსი (მექსიკა) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კვირას ფინალური ორთაბრძოლა გაიმართება.

ფესტივალის პროგრამით ქალთა ტურნირში 3 ჯგუფის 18 მონაწილეს (9 დიდოსტატი) შორის გახლავთ თბილისელი სოფიკო გურამიშვილი, რომელმაც B ჯგუფში ივა ვიდენოვას (ბულგარეთი), ნაფისა მუმინოვას (უზბეკეთი) და ავრორა დე ლეონს (მექსიკა) აჯობა, ნარგიზ უმუდოვას (აზერბაიჯანი), ელენა პატრაცს (მოლდოვა) დაუზავდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

A ჯგუფში თანაბარი ქულებით პირველი-მეორე ადგილები ოლგა ალექსანდროვამ (ესპანეთი) და სულენის პინაია ვეგამ (კუბა) გაინაწილეს.

C ჯგუფში საუკეთესო იყო ვეგას თანამემამულე ლისანდრა ტერეზა ორდას ვალდესი (საფრანგეთში გათხოვილ ნინო მაისურაძეს ჯგუფში მე-3 ადგილი ხვდა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა). ნახევარფინალში სწორედ ეს ოთხი დიდოსტატი (გურამიშვილი, ალექსანდროვა, პინია ვეგა და ორდას ვალდესი) ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"