ჩვენი ნაკრები ლატვიასთან დადებითი ბალანსით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ამიტომ, რიგაში მოგებისა ბევრს არც სჯეროდა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრები მებრძოლი გუნდია. ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასთან საუბარი სწორედ ლატვიური მატჩით დავიწყეთ...
ჩვენი ნაკრები ლატვიასთან დადებითი ბალანსით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ამიტომ, რიგაში მოგებისა ბევრს არც სჯეროდა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრები მებრძოლი გუნდია. ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასთან საუბარი სწორედ ლატვიური მატჩით დავიწყეთ....

- საუბარი ლატვიაში ჩატარებული მატჩით დავიწყოთ. როგორ აფასებთ ამ შეხვედრას?

- მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას წვიმდა და ქარი ქროდა, რამაც გუნდების თამაშზე გარკვეული გავლენა იქონია, საინტერესო, დაძაბული მატჩი იყო. ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მათ ამჯერადაც მაქსიმუმი გაიღეს მოგებისთვის, მაგრამ... საგოლე მომენტები შევქმენით, მეორე ტაიმში ბურთიც გავიტანეთ და თამაშს ვიგებდით, მაგრამ ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ. რათა თქმა უნდა, 91-ე წუთზე გოლის გაშვება გულდასაწყვეტია. სამწუხაროდ ასე მოხდა: როგორც ჩვენ დავსაჯეთ მალტა 91-ე წუთზე გატანილი გოლით, ასევე დავისაჯეთ ლატვიაში. დასანანია, ჩვენმა გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა და გოლიც ამიტომ მივიღეთ. თუმცა ეს უკვე წარსულია და ვერაფერს შევცვლით. ახლა მთავარია მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ.

- გუნდმა რიგაში უკეთ ითამაშა, ვიდრე თბილისში მალტასთან. როგორ შეძელით გუნდის გამოცოცხლება?

- ორივე მატჩი წვიმაში ჩატარდა, რამაც ფეხბურთელებისგან დიდი ენერგია მოითხოვა. რიგაშიც წვიმდა, მაგრამ მოედანი კარგ მდგომარეობაში იყო. ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ლატვიაა სწორედ კარგი მოედანი გვინდოდა. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ბურთის გაგორება და ტექნიკურად თამაში იციან.

- მალტელების წინააღმდეგ გოგიტა გოგუა ერთ-ერთი გამორჩეულთაგანი იყო. საერთოდაც, ნალჩიკის "სპარტაკის" ეს ნახევარმცველი ნაკრებში კარგად თამაშობს. შესაბამისად, ბევრს გაუკვირდა, როცა ლატვიასთან მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ. ზოგმა ისიც კი თქვა, გოგუამ ერთი გაფრთხილებაც რომ მიიღოს მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს. ნაკრების თავკაცი ამას მოერიდა და ამიტომაც შეცვლაზე შეიყვანაო...

- წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რიგის მატჩის სასტარტოში სხვა ფეხბურთელებიც არ იყვნენ. ასე რომ, გოგუას შეცვლაზე შეყვანა ჩვენი, მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო და სხვა არაფერი.

- რიგაში შესარჩევის წლევანდელი მატჩები დავასრულეთ. 4 თამაშში 6 ქულა გვაქვს. საინტერესოა, ნაკრების თავკაცი რამდენად კმაყოფილია გუნდის მონაგარით...

- ალბათ, ყველას კარგად ახსოვს რა შედეგები ჰქონდა ჩვენს ნაკრებს წინა შესარჩევ ციკლებში. ამის გათვლისწინებით, მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა საწყის 4 მატჩში 6 ქულას აიღებო, კმაყოფილი ვიქნებოდი. თუმცა, ჩატარებულმა ოთხმა ტურმა დაგვანახა, რომ მეტი ქულის დაგროვებაც შეგვეძლო. თუნდაც ისრაელთან და ლატვიასთან… ორივე თამაშის მოგება შეიძლებოდა. ასე რომ, უფრო მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ ფაქტია 6 ქულა გვაქვს და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

- ესტონეთთან თქვენი ნაკრების პირველი მატჩი და ლატვიაში სამშაბათის თამაში შევადაროთ. რა დახვეწა გუნდმა და კიდევ რაზე გვაქვს სამუშაო?

- მიხარია, რომ ჩვენი მუშაობის ნაყოფი ჩანს. თუმცა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. არც იმით უნდა დავიმშვიდოთ გული, რომ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. სასწავლი კიდევ ბევრია. ფაქტია, ამ გუნდს უკეთ შეუძლია თამაში და მომდევნო მატჩებში სწორედ უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ფეხბურთელები ყველა მატჩში მონდომებულები არიან და ბოლომდე იბრძვიან სასურველი შედეგის მისაღწევად. თითოეული ფეხბურთელი ყველანაირად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში. კარგ შედეგებს სწორედ ეს მონდომება, განაპირობებს. იღბალიც აუცილებელია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის არ გაგიმართლებს. ამიტომ, ყველა თამაშში ბოლომდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.

- ზოგი ამბობს, ქეცბაიას ნაკრებს "მეორე გუნდის" როლში თამაში უფრო კარგად გამოსდისო. იმედოვნებენ, რომ ჩვენი ეროვნული "პირველ გუნდის" როლსაც მალე მოირგებს...

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ლატვიაში "მეორე გუნდის" როლში ვიყავით. პირიქით, თამაში ჩვენ მიგვყავდა, მეტოქე დავჯაბნეთ, მასზე მეტი და მწვავე მომენტი შევქმენით. უბრალოდ, მატჩის მიწურულს კონცენტრაცია ვერ შევინარუნეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა და ორი ქულა სწორედ ამის გამო დავკარგეთ.

- 17 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად გვექნება ამხანაგური მატჩი...

- სლოვენიაში საგრძნობლად შეცვლილი შემადგენლობით ვითამაშებთ. ვინც ბოლო მატჩებში ითამაშა, მათგან ბევრი არ გვეყოლება. მინდა ის ფეხბურთელები ვნახო საქმეში, ჩვენი ნაკრების გაფართოებულ სიაში რომ არიან. ლეგიონერებიც და საქართელოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებიც. მათ შორის ბევრი ახალგარდაა. მინდა ამ მოთამაშეებზე მეტო წარმოდგენა მქონდეს. ახლა მათ მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი.

- ანუ იმ ფეხბურთელებსაც გულისხმობთ, რომლებსაც ადრე უთამაშიათ ნაკრებში - რატი ალექსიძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან მჭედლიძე, გურამ კაშია, ოთარ მარცვალაძე...

- გვარების დაკონკრეტება არ მინდა. სლოვენიასთან მატჩამდე სანაკრებო შემადგენლობას გამოქვეყნდება და ყველა გაიგებს... მანამდე კი ნაკრების გაფართოებულ სიაში მყოფ ფეხბურთელებზე კლუბებში დაკვირვებას გავაგრძელებთ და შემადგენლობას ამის მიხედვით შევაჩევთ.

- ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან გქონდათ საუბარი. ადრე განაცხადეთ, რომ ეროვნული სტადიონის ნიადაგი ცუდია და შესაცვლელია. რამე სიახლე ხომ არ არის?

- ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნაკრების მწვრთნელი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და ყველანაირად ვცდილობ გუნდი უკეთ ვათამაშო, კარგი შედეგები გვქონდეს. მოედანი მისახედია, მაგრამ ეს ჩემი სფერო არ არის. იმედი მაქვს, მოედნის საკითხი მომავალში პრობლემური აღარ იქნება.

- დაბოლოს, არის შანსი ზამთარში კვიპროსის ტურნირზე იასპარეზოს?

- კი, საამისო შანსი არის. ჩავალ კვიპროსზე და 7-10 დღეში ეს საკითხი გადაწყდება.

sasha
japaneze 101 % სულელი უნდა იყო ადამიანი შენი ნათქვამი რომ არ გაიგო! ქეცო მიაწვება როგორც წამს რამოდენიმეა ვინც არ გათახსირდა მაგენში,,
japaneze
მომავლის ნაკრები... არ მოგბეზრდათ ეს ძველი ქართული ზღაპარი, რომლის მიზანიც ნაკრებში სატრანსფერო ფეხბურთელების შეყრაა? რას ნიშნავს მომავლის ნაკრები? შვეიცარიელებმა 31 წლსი ასაკში პირველად მიიწვიეს მეკარე ცუბელბიულერი... გერმანელებმა მარიო ბასლერი 26 წლსი აიყვანეს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯან-პიერ პაპენმა საფრანგეთის ფორმა პპირველად 25 წლისამ მოირგო. გავაგრძელო? ნაკრები არის იმ დროისთვის საუკეთესოთა კრებული, შედეგი იმ დროისთვის გინდა, თორემ მუდმივად მომავალზე ზრუნვით აწმყო უპატრონო გრჩება და შედეგი მომავალშიც არ იქნება. ამ მომავლის ნაკრებემა დაღუპა საქართველო და ვერ ამჩნევთ, ქეცბაიამ ასეთ სისულელეზე უარი თქვა - ვენაცვალე ჯიგარში. "მომავალზე" გათვლა, სინამდვილეში საკუთარ ჯიბეზე გათვლაა და მეტი არაფერი, არავინ მოგატყუოთ.
Go Georgia
ამ კაცმა იცის თავისი საქმე, იმედია უფრო კარგ შედეგებსაც ვაჩვენებთ.
gio.kutaisi
სტატიის ავტორმა ”რატი ალქსიძე” საიდან მოთხარა? კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მომავლის ნაკრებს თუ ვაშენებთ ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, და არა ვეტერანებზე.
ilia
ქეცბა ჯიგარი ხარ, ვინც შენ გაკრიტიკებს დღეს,ქართული ფეხბურთის მტერია
fanebi
მოვიტმინოტ და ვაცალოტ ამ კაცს მუსაობა და სჰედეგიც ნელა ნელა მოვა
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს