მოვლენების ეპიცენტრში ამჯერად ვან ბომელია

არიენ რობენის შემდეგ, "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირების მიზეზი მიუნხენური კლუბის კაპიტანი მარკ ვან ბომელი გახდა და დიდი შანსია, რომ დაპირისპირება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ შვედეთთან მატჩის წინ, "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა, რომელსაც მთავარი ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ხელმძღვანელობს, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ვან ბომელის მიუნხენში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ბავარიელების მტკიცებით, მარკს ტრავმა აწუხებდა და შვედეთთან მისი თამაში არ შეიძლებოდა. ჰოლანდიელებმა რეკორდმაისტერს ვან ბომელის დაბრუნებაზე უარი უთხრეს, რადგან მათი დასკვნით, ფეხბურთელის ტრავმა იმდენად არასერიოზული იყო, რომ მარკს თამაშის შემთხვევაში არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. შესაბამისად, ვან ბომელმა შვედეთთან ითამაშა - "ნარინჯისფრების" მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა, რომელიც ამავდროულად ვან ბომელის სიმამრია, მარკი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და მხოლოდ 72-ე წუთზე შეცვალა.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ არიენ რობენის გარშემო ატეხილი დავი-დარაბა ჯერ არ დამთავრებულა. როგორც იცით, "ბაიერნი" რობენის ტრავმაში (არიენი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს) ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ადანაშაულებს - მუნდიალზე ტრავმირებული წაიყვანეს და გამაყუჩებლებით ათამაშეს, რის გამოც ტრავმა იმდენად გაუმიზეზდა, რომ საოპერაციო გახდაო. ამ ყველაფრის გამო, "ბაიერნი" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას კომპენსაციას სთხოვს. მიუნხენელთა თქმით, რობენის შემთხვევაც "საკმარისია", ჩვენ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის უაზრობების გამო მეორე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვას არ ვაპირებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა