"ლოკომოტივის" მეპატრონემ ქართული ფეხბურთის მომავლისა და ნიჭიერი თაობების გასაზრდელად იმდენი გაკეთდა, რაც ძალიან ბევრ გუნდს არ გაუკეთებია
"ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, "ლოკომოტივს" წარმატებები უნდა ვუსურვო.

ამ კუთხით საქართველოში საუკეთესოები არიან. ამის მაგალითად კლუბის გაზრდილთა გვარები გამოდგება - ნიკა ჭანტურია, გიორგი არაბიძე და ლევან ყენია" - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი მკითხველი წერილს, სადაც გიორგი არაბიძის "მალაგაში" სტაჟირებაზე გაუწყებდით და მოითხოვდა მისი ბავშვობის მწვრთნელის დასახელებას, თითქოს, ჩვენ ამას საგანგებოდ ვმალავდით.

გიორგი არაბიძე 5 წლიდან თბილისის "ლოკომოტივში" ლაშა გაფრინდაშვილთან იზრდებოდა. მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის: მას შემდეგ, რაც გუნდის მეპატრონე ლექსო თოფურია გახდა, "ლოკომოტივმა" ბევრი ტიტული ვერ მოიპოვა, უმაღლესი ლიგიდანაც გავარდა და ახლა პირველში გამოდის, მაგრამ ქართული ფეხბურთის მომავლისა და ნიჭიერი თაობების გასაზრდელად იმდენი გაკეთდა, რაც ძალიან ბევრ გუნდს არ გაუკეთებია.

მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში 6 ფეხბურთელი "ლოკომოტივიდან" იყო.

ახლახანს თოფურიამ გუნდში ესპანელი სპეციალისტები მიიწვია, რომლებიც გელა სანაიასა და გუნდის სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელების სწორად გაზრდაში ეხმარებიან. მცირე ხნის წინ კი ჩამოიტანეს ვიდეო-აპარატურა, რომელიც 3 კამერაზე გადაღებულ მასალას აანალიზებს, ადგენს მოთამაშეთა და გუნდის ტექნიკურ-ტაქტიკური მაჩვენებლებს, ვინ რამდენი კილომეტრი ირბინა, რა სისწრაფით, რა მანძილებია მცველებს შორის, ვინ რა სამუშაო შეასრულა და ა.შ.

მსგავსი აპარატურა დღემდე არც ერთ ქართულ კლუბს არ გამოუყენებია და ესეც გვაფიქრებს, რომ "ლოკომოტივში" მართლა სერიოზული მუშაობენ.

საეროდაც, ლექსო თოფურია ქართულ ფეხბურთში "ნოუ-ჰაუს" დანერგვით არის ცნობილი და ვფიქრობთ, მკითხველს მასთან ინტერვიუ დააინტერესებს.

- "ლოკომოტივში" რამდენი ფეხბურთელია ნაკრების კანდიდატი?

- კახა კაჭარავამ 19-წლამდელთა ნაკრებში სამი მოთამაშე მიიწვია, მეკარე მიქავა, ჭანტურია და მთივლიშვილიც, მაგრამ ამ უკანასკნელს ავადმყოფობის გამო ერთი თვე გაუცდა და ხორვატიაში ვერ წაიყვანა. გიორგი დევდარიანმა 17-წლამდელებში პატარკაციშვილი, აგრეთვე, 35-ე სკოლიდან ჩვენთან გადმოსული მესხი და ზარანდია აიყვანა.

15-წლამდელებში კი 7 მოთამაშე გვყავს. გარდა ამისა, ჩვენთან თამაშობს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, მეკარე დავით ლეგაშვილი. მოკლედ, ასაკობრივ ნაკრებებში 15-დე წევრი და კანდიდატი გვყავს.

- ნიჭიერი ბავშვები, საგურამოში მშვენიერი ბაზა და სავარჯიშო პირობები დამაიმედებელია, მაგრამ უმაღლესი ლიგიდან ფინანსური პრობლემების გამო გავარდით - ახლა ამ კუთხით "ლოკომოტივის" მდგომარეობა როგორია?

- მაღალი ხელფასები არ გვაქვს, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ფეხბურთელები კვალიფიციური მწვრთნელების ხელში იზრდებიან, ვცდილობთ კარგი შეკრებების მოწყობას და ძლიერ ტურნირებში მონაწილეობას. მაგალითად, შარშან ბარსელონას ტურნირზე ვითამაშეთ, წლეულს შეკრება ავსტრიაში გვქონდა, იანვარში კი - თურქეთში დავგეგმეთ.

- უმაღლეს ლიგაში გადასვლას აპირებთ?

- ასეთი მიზანი არ გვქონია, იმიტომ, რომ ძნელია, 17 წლის ბიჭებს გამარჯვება მოსთხოვო, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ფეხბურთელების გაზრდაზე უფრო ვფიქრობთ, ვიდრე უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე.

მიმაჩნია, რომ ბავშვებს კარგ პირობებში ვარჯიშის საშუალება უნდა მიეცეთ, 18 წლამდე სწორად რომ გაიზარდონ. ამ ასაკამდე ყველაზე დიდი სამუშაო არის ჩასატარებელი, რაც საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ამიტომ, აუცილებელია, ბავშვებმა ტურნირებზე იარონ და იცოდნენ, მათი თანატოლები რა დონეზე თამაშობენ. მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივში" მართლაც ნიჭიერი ბავშვები არიან, უკეთ არიან მომზადებულები, ვიდრე 23-24 წლის ბევრი ქართველი ფეხბურთელი და დიდი პერსპექტივაც აქვთ.

- ნიკა ჭანტურიას "არსენალში" გადასვლაზე რაიმე სიახლე ხომ არ არის? თითქოს, მას სხვა კლუბებიც იწვევს.

- "ფრაიბურგიც" სერიოზულად არის დაინტერესებული. არიან მენეჯერები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ნიკას გადაყვანის სურვილი აქვთ ესპანურ და ფრანგულ კლუბებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემოთავაზება აგენტისგან მოდის თუ კლუბისგან და ვცდილობთ, მოლაპარაკება მხოლოდ სერიოზული ინტერესის შემთხვევაში წამოვიწყოთ. გერმანელები ჯიქიას და ჭანტურიას ისევ იწვევენ, ჭანტურიასადმი ინტერესს "არსენალიც" ინარჩუნებს. მაგრამ ყველაფერი ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.

- ახლა ქართული საფეხბურთო სამყაროს გარკვეული ნაწილი რიგგარეშე არჩევნების გამართვას ითხოვს. რას ფიქრობთ, ეს საჭიროა?

- ზოგადად იმ აზრს ვემხრობი, რომ ფედერაციის საქმიანობაში არავინ უნდა ჩაერიოს და პრეზიდენტმა ვადა დაასრულოს.

მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხს გაუჩნდეს განცდა, რომ საფეხბურთო პოლიტიკა სწორად მიდის, დრო არ იკარგება და პროცესები გამჭირვალეა. მე ვიცი, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც ასე ფიქრობს და ასეც იქნება.

ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ეს ზვიად სიჭინავას გადასაწყვეტია. თუ ის ჩათვლის, რომ ახალ გარემოში ვერ იმუშავებს და გადადგომა აუცილებელია, სხვა საქმეა.

- ფეხბურთი კვლავ სახელმწიფოს სტრუქტურებზეა დამოკიდებული.

- ცალსახაა, რომ სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი კლუბების არსებობა ნონსენსია. მაგრამ ამ აზრის მოწინააღმდეგეები საკითხს ასე აყენებენ - საკმარისად არ არიან ის ბიზნესმენები, რომელთაც ჩვენი ფეხბურთი აინტერესებთ. მე კი მგონია, რომ ეს არასწორი შეხედულებაა.

მეორე საკითხი კი სახელმწიფოს სახსრების განკარგვაა: ის თანხები, რომელიც კონკრეტულ კლუბებს ხმარდებოდა, ყველაზე რომ გადანაწილდეს, უფრო სამართლიანიც იქნება და ლოგიკურიც. რაგბიში ასეა, თანხას კერძო კლუბებსაც აძლევენ და ეს ყველა კლუბის მეპატრონისთვის სტიმულია. მოკლედ, აქ ლაპარაკია სახელმწიფოს სახსრების სამართლიან გადანაწილებაზე.

- პროფლიგის აღდგენაზე რას ფიქრობთ?

- საჭირო და აუცილებელია, რადგან ლიგამ ფეხბურთის კომერციალიზაციაზე უნდა იზრუნოს, რაც მთელს მსოფლიოში აპრობირებული წესია. მაგრამ აუცილებელია, საშეჯიბრო კომიტეტი მთლიანად პროფლიგის დაქვემდებარებაში გადავიდეს - ადრე მოქმედი ლიგის დროს, ეს ასე არ ყოფილა და სულ იყო პრობლემა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანურ "მალაგაში" 14 წლის ქართველი ტალანტი ვარჯიშობს

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის