ქართველმა ცენტრმა დასავლეთ კონფერენციისა და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან 19 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა
ზაზა ფაჩულიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "ატლანტას" დასავლეთ კონფერენციისა და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "კლიპერსი" დაამარცხებინა.
ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - ზაზამ შეხვედრა 19 ქულით, 12 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის გასაფორმებლად ფაჩულიას 37 წუთი დასჭირდა.
როგორც ჩანს, ატლანტელთა მწვრთნელმა ოპტიმალურ ხუთეულს ჯერ ვერ მიაგნო და კვლავ როტაციას მიმართავს.
ლარი დრიუმ ფაჩულია ამჯერად ხუთეულში გაამწესა და ქართველმა ცენტრმაც NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მეფარეების წინააღმდეგ შთამბეჭდავად ითამაშა. ალ ჰორფორდთან ერთად ზაზას ბლეიკ გრიფინისა და დეანდრე ჯორდანის წინააღმდეგ უწევდა თამაში.
ფაჩულიამ შესაშური სიზუსტე გამოიჩინა და 9 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 7-დან 5 საჯარიმოც მოაყოლა და 19 ქულით ჯეფ ტიგთან ერთად ატლანტელთა ბომბარდირი გახდა.
ზემოხსენებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან ერთად ზაზას 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
ჰორფორდმა, რომელიც ფაჩულიასთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო, შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, ხოლო კიდევ ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა. კლიპერსელთაგან საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინმა აჩვენა - 22 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი.
შეხვედრის ბოლო მეოთხედი ატლანტელებმა 14 ქულის სხვაობით წააგეს, თუმცა გამარჯვება მაინც მათ დარჩათ, რადგან მეორე და მესამე პერიოდებში მეტოქეს, რომ იტყვიან, "გადაუარეს".
პირველი 12-წუთეულის 21:24 წაგების შემდეგ ატლანტელებმა თამაში გამოასწორეს და ლოსანჯელესურ კლუბს საქმე მალევე მოუთავეს. მე-2 და მე-3 მეოთხედები ფაჩულიას გუნდმა ჯამში 28 ქულით მოიგო და მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. საბოლოოდ მასპინძლებმა 11-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს - 104:93.
ამ გამარჯვებამ ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აღაზევა. ფაჩულიას გუნდს 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. ჯორჯიელების წინ მხოლოდ "მაიამი" და "ნიუ იორკი" არიან. მომდევნო მატჩს ატლანტელები ისევ შინაურ არენაზე 28 ნოემბერს, "შარლოტის" წინააღმდეგ გამართავენ.
ზაზა ფაჩულია კლიპერსთან მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
gbf.ge
rati
გენაცვალე ზაზაააა ძალიან მაგარი კაცი ხარ!!!!
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო