მასპინძლებმა "სოხუმს" ანგარიშით 87:65 აჯობეს
სუპერლიგის მე-6 ტურში რუსთაველებმა "სოხუმს" 87:65 აჯობეს. რუსთავში გამართული შეხვედრა 2 განსხვავებულ ნაწილად შეიძლება დავყოთ.

პირველ ტაიმში მოედანზე თანაბარი და დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა სოხუმელთა წინააღმდეგობა გატეხეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველები 40:35 იგებდნენ. მესამე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა სოხუმელებმა ზედიზედ 2 შეტევა წარმატებით დააგვირგვინეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 39:40.

ამის შემდეგ მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და მოედანზე დაბრუნებულები სულ სხვანაირად ათამაშდნენ. სწრაფი გარღვევებითა და ზუსტი შორი სროლებით მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ათწუთეული 23:13 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 15 ქულით დაწინაურდა.

ბოლო პერიოდში სოხუმელებს მოწადინება არ აკლდათ, მაგრამ გამართულად მოთამაშე რუსთაველებისთვის რამე პრობლემების შექმნა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ მასპინძლებმა 22 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილს ხვალამდე, სანამ მე-6 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართებოდეს, სათავეში ჩაუდგნენ.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო ნეით ბოუი,13 ქულა ჰქონდა კაილი ნელსონს, ხოლო გოგა ცეკვავას ანგარიშზე 12 დაგროვდა. "სოხუმში" 20-ქულიანი ზღვარი ორმა მოთამაშემ გადალახა - ვახტანგ ქადარიამ (21 ქულა, 13 მოხსნა) და დავით დეკანოიძემ (20).

მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

ვაჟა კვარაცხელია, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი:

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი გუნდის კალათბურთელების გარჯით უკმაყოფილო ვარ. რუსთაველები თავიდანვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს უპირატესობა ბოლომდე გამოიყენეს. ბევრი შეცდომები დავუშვით, რაც იმის მანიშნებელია, რომ საკუთარ თავზე საკმაო სამუშაო გვაქვს. ვეცდებით, მომავალში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ".

მიხეილ ბერუაშვილი, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი

"პირველ რიგში რუსთაველებს გიორგობას მივულოცავ. რაც შეეხება თამაშს, კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით. ყველამ მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. "რუსთავი" თამაშის ხარისხს აუმჯობესებს. ვცდილობთ, მომავალზე ვიფიქროთ. შემდეგი მატჩი ქუთაისში გველის, სადაც ძალიან რთული ბრძოლა იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ".

superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა