საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "ზესტაფონი" ძველებურად ვეღარ "ბრწყინავს", იმერული გუნდი აუტსაიდერ "კოლხეთთან" უპირობო ფავორიტად ითვლებოდა.

ზესტაფონელი გულშემატკივრები იოლი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ, თუმცა, ბევრისათვის მოულოდნელად, მოქმედ ჩემპიონს სამი ქულის აღება ძალიან გაუჭირდა.

მატჩის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და მათ აქტიურობას მალე გოლიც მოჰყვა. ჯემალ გაბუნიამ ფლანგიდან ბურთი მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, სადაც მცველებს ილია პავლიაშვილმა დაასწრო და როინ კვასხვაძეს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

გაშვებული გოლის შემდეგ ზესტაფონელები გარკვეული ხანი გონს ვერ მოვიდნენ. "კოლხეთი" კვლავ ფლობდა უპირატესობას. ფოთელები რამდენჯერმე კვასხვაძის კარსაც დაემუქრნენ, თუმცა რეალური ხიფათი ამჯერად აღარ შეუქმნიათ.

ზესტაფონელთა პირველი სახიფათო იერიში მილხრაუმის ძლიერი დარტყმით დასრულდა. ბურთი მცირედით ასცდა მოწინააღმდეგის კარს. შემდეგ შოთა ბაბუნაშვილს მიეცა გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა, თუმცა მან მეკარე ლევან ბუბუტეიშვილის შეცდომით ვერ ისარგებლა და ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მცველს გაარტყა.

ამ დროს უკვე ინიციატივა ზესტაფონელთა მხარეს იყო და ბურთსაც ისინი აკონტროლებდნენ, მაგრამ ერთ ეპიზოდში კოლხებმაც საკმაოდ მწვავედ შეუტიეს. გიორგი კილასონიას უხერხული დარტყმა მეკარე კვასხვაძემ გაჭირვებით მოიგერია.

დამატებაზე კვანტალიანი ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ზღვისპირელთა გამოკვეთილ ფორვარდს გიორგი კაჭკაჭიშვილმა დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ პირველი ტაიმი სოსო ფილიას გუნდს უნდა მოეგო, მაგრამ ტაიმის უკანასკნელ წუთზე ალექსი ბენაშვილმა დაახლოებით 27 მეტრიდან შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

თუ პირველ ტაიმში ძირითადად თანაბარი თამაში იყო, შესვენების შემდეგ "ზესტაფონი" მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ფოთელებს დაღლა დაეტყოთ და შეცდომებსაც უხშირეს; იმერლებმა კი შეტევები გაამწვავეს და მეტოქე კარებს მიაჯაჭვეს.

მასპინძელთა ხანგრძლივი "შტურმისას" გოლის გატანის შანსები ჰქონდათ თევდორე გრიგალაშვილს, ზურაბ მენთეშაშვილს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და შეცვლაზე შესულ ბოტი გოას, თუმცა მათ წარმატებამდე მცირედი დააკლდათ.

კარგად ჩაერთო თამაშში ლევან შარიქაძე. მან ჯერ შორეული დარტყმით "შეაწუხა" მეკარე ბუბუტეიშვილი, სულ მალე კი იღბლის წყალობით გოლის ავტორადაც მოგვევლინა.

თეიმურაზ ღონღაძის ჩაწოდების შემდეგ ზესტაფონელთა ძალზე აქტიური გერმანელი ლეგიონერი პატრიკ მილხრაუმი კარისკენ შეუჩერებლივ ურტყამდა, თუმცა ბურთი აეჭრა, შარიქაძეს მოხვდა და მეტოქის კარში აღმოჩნდა.

შარიქაძეს მატჩის მიწურულს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი მაინდამაინც ბუბუტეიშვილს დაუმიზნა და 100-პროცენტიანი საგოლე შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში ფოთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცემიათ. ზესტაფონმა რთული, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. "კოლხეთი" კი 16 ტურის შემდეგაც მოგების გარეშეა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური

24.11. ზესტაფონი. "დ. აბაშიძე". 800 მაყურებელი

ზესტაფონი-კოლხეთი 2:1

გოლები: 0:1 პავლიაშვილი (15. გაბუნიას პასით) 1:1 ბენაშვილი (45), შარიქაძე (74. მილხრაუმის პასით)

Video

ზესტაფონი - კოლხეთი 2:1

ზესტაფონი კოლხეთი

4-1-4-1 4-1-4-1

რ. კვასხვაძე ბუბუტეიშვილი

ღონღაძე გ. კილასონია

კაჭკაჭიშვილი ფარულავა

თევ. გრიგალაშვილი ტყეშელაშვილი

ელიავა გაბუნია

მენთეშაშვილი კრასოვსკი

ბენაშვილი გოგონაია

გორგიაშვილი პავლიაშვილი

ბაბუნაშვილი კობერიძე

მილხრაუმი ცხადაია

წინამძღვრიშვილი კვანტალიანი

მწვრთნელები:

დ. მუჯირი ს. ფილია

ზესტაფონი

60. წინამძღვრიშვილი-ბოტი გოა

66. გორგიაშვილი-შარიქაძე

83. ბაბუნაშვილი-იელიჩი

სათადარიგოები: მამალაძე, თორ. გრიგალაშვილი, კობახიძე, შარვაძე

კოლხეთი

46. ცხადაია-პ. დათუნაიშვილი

74 პავლიაშვილი-ზ. ჩხეტიანი

82. კილასონია-ბუხაიძე

სათადარიგოები: ხარშილაძე, ცხვიტარია, ქორჩილავა, მოსიაშვილი

გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (84)

არბიტრი: თ. ხუჭუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"