"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ "იუვენტუსთან" მათ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი უსამართლო იყო
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღიარა, რომ იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში ტურინის "იუვენტუსთან" მათ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი უსამართლო იყო.

მასპინძლებმა ჩემპიონატის ლიდერი "ბებერი ქალბატონის" ძლევა სწორედ პენალტიდან, რობინიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით შეძლეს.

"პირით ხაზიდან მართლაც შეიძლება მოგჩვენებოდათ, რომ პენალტი იყო, თუმცა გამეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ იმ ეპიზოდში ხელით თამაში არ ყოფილა.

"მილანმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ. ეს თამაში კი არა, ნამდვილი ომი იყო.

აღსანიშნავია, რომ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად ვმოქმედებდით და "ბიანკონერის" შანსი არ მივეცით. ჩვენ "იუვეს" კარის მიმართულებით სულ ერთხელ დავარტყმევინეთ მაშინ, როცა თავად 4-5 საგოლე მომენტი შევქმენით.

ბიჭებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ვმოქმედებდით, როგორც ერთი მთლიანი, რაც დადებითი ნიშანია.

მართალია, ელ-შაარავის არ გაუტანია, მაგრამ სტეფანი ბრწყინვალე თვისებებს ფლობს. ყველაზე სასარგებლო კი მაშინაა, როდესაც ფლანგიდან უტევს", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Football Italia.

წესით, ლიდერთან გამარჯვებამ გარკვეულწილად უნდა დააშოშმინოს ისინი, ვინც მილანელთა თავკაცის გადაყენების მოთხოვნით გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ ალეგრის სავარაუდო შემცვლელად "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა სახელდება.

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIV ტური: "მილანმა" "იუვენტუსი" წააქცია [VIDEO]

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა