ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში ლატვიასთან 12 ოქტომბრის მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის ამ წლის ბოლო თამაში იყო. ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ნოემბრამდე გალიდერებასთან, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის გამო პოზიციების დათმობამ მოგვიწია...

ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში ლატვიასთან 12 ოქტომბრის მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის ამ წლის ბოლო თამაში იყო. ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ნოემბრამდე გალიდერებასთან, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის გამო პოზიციების დათმობამ მოგვიწია. მიუხედავად, ამისა, რიგაში ჩატარებულ მატჩში ჩვენი ნაკრები უფრო უკეთ წარმოჩნდა, ვიდრე 4 დღით ადრე თბილისში, მალტასთან შეხვედრაში. ამან გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა. უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიას ხელში ჩვენი ნაკრები პროგრესს განიცდის. სხვა თუ არაფერი, ამის დასტურად შედეგებიც გამოდგება - 4 მატჩში 6 ქულა გვაქვს. ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე - გასული შესარჩევის 10 შეხვედრაშ გვქონდა. თუმცა ამან ეიფორია არ უნდა შეგვყაროს, რეალისტებად უნდა დავრჩეთ.

საქართველოს ნაკრების მატჩის ჩვენეული და სპეციალისტების შეფასება გასაგებია, მაგრამ, არანაკლებ საინტერესოა სხვების თვალით დანახული ჩვენი ეროვნული. მით უმეტეს, თუ იმ "სხვისთვის" კარგად ნაცნობი მეტოქე ვართ. ვნახოთ, რას წერენ ლატვიელი მიმომხილველები საქართველოსთან სამშაბათის მატჩის შემდეგ...

ლატვიური ვებგვერდების გადათვალიერებისას ერთი რამ აშკარად თვალში საცემია. ბალტიისპირელების უმრავლესობა გახარებულია ქართველებთან მიღწეული ფრით. ორი წლის წინ, თბილისში ალექსანდრს სტარკოვსის გუნდთან 1:3 რომ წავაგეთ, იმდროინდელი განწყობა გავიხსენოთ ჩვენი ქომაგების - ეს რა უბედურებაა, ლატვიასთან შინ უკვე ორი ბურთით ვაგებთ... მაშინ ეს ტენდენცია იყო გამეფებული.

"12 ოქტომბრის მატჩში აშკარა იყო, რომ საქართველოს ნაკრები უკვე სხვა გუნდია. დიახ, ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც სტარკოვსის ასისტენტმა ვლადიმირ სერბინმა თბილისში მალტასთან მატჩში ნახა. თემურ ქეცბაიამ (რომელიც ქართველთა ყველაზე ძლიერი თაობის ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი იყო) ჩვენი ნაცნობი მეტოქე თვალსა და ხელშუა შეცვალა. სათამაშო დისციპლინა, მატჩის ბოლომდე ბრძოლა, მეტი ორგანიზებულობა... ეს ის ფაქტორებია, რომლითაც საქართველოს ნაკრები იმ გუნდისგან განსხვავდებოდა, რომელსაც ორი წლის წინ თბილისური მატჩის საწყის 30 წუთში 3 "მშრალი" გოლით ვუგებდით და მხოლოდ მატჩის მიწურულს გაგვიტანა კალაძემ პრესტიჟის გოლი" - წერს სპორტაცენტრს.ცომ.

საიტი ზინას.ნრა.ლვ-ს აზრი კი ასეთია: "ვერპაკოვსკისი რომ გვყოლოდა, ქართველებს კიდევ ერთხელ მოვუგებდით. მეტოქეს ისეთი დანაკლისი არ ჰქონდა, როგორც - ჩვენ. თუმცა ვერპაკოვსიკის გარეშეც კარგად გაუმკლავდა სტარკოვსის გუნდი მაღალი კლასის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ მეტოქეს - კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, ასათიანი, სალუქვაძე... მათ გარდა, მეტოქეს ანანიძეც ჰყავდა, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, საკვანძო ფიგურად წარმოჩნდა. როგორც ჩანს, 18 წლის ანანიძე დაიღალა და მოედნიდან მისი გაყვანით ჩვენს ნაკრებს მეტი შანსი მიეცა, უფრო მწვავედ შეეტია, რამაც ცაუნიას გოლიც მოგვიტანა. ასე გადავარჩინეთ ქულა...

რიგაში დვალიშვილის თამაშსაც ელოდნენ, მაგრამ ქეცბაიას გუნდმა ლადოს გარეშეც კარგად ითამაშა. ქართველებს ლატვიაში ნათამაშები კიდევ ერთი ფეხბურთელი ჰყავთ - მენთეშაშვილი, რომელიც რიგის მატჩის განაცხადში არ იყო".

"სტარკოვსის ფლანგის მოთამაშეებმა - ჟიგაევსმა და ცაუნიამ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს ქართველებთან ქულის გადარჩენა. სამშაბათის მატჩში უქულოდ რომ დავრჩენილიყავით, ჯგუფიდან გასვლის შანსი დასამარდებოდა. ჟიგაევსი და ცაუნია პერიოდულად ფლანგებს უცვლიდნენ ერთმანეთს. ეს ალბათ გამოცდილი კალაძის ფაქტორითაც იყო განპირობებული, რომელიც დაცვის გარდა შეტევაშიც ხშირად მონაწილეობდა. მეტოქეს სხვა კოზირებიც ჰქონდა - დიდი სამუშაო გასწიეს კობიაშვილმა, იაშვილმა და ჭაბუკმა ანანიძემ. ამჯერად, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქე საქართველოს ნაკრები მშვიდად, დამაჯერებლად, ორგანიზებულად და უფრო მწვავედ თამაშობდა, ვიდრე წინა მატჩებში. თუმცა სტუმრებს მაინც გაუჭირდათ გოლის გატანა", - უნიტყ.ლვ-სა და დიენა.ლვ-ს შეფასებები. ბოლოს კი ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრს სტარკოვსის კომენტარიც:

"ვფიქრობ, რომ თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შანსებით და შედეგიც ლოგიკურია, მაგრამ, ორივე გუნდს მოგება უნდოდა და ეს შედეგი არცერთ გვაწყობდა. თუმცა ფრე წაგებას ნამდვილად სჯობს... ამაზე მე და ქეცბაიამ უკვე ვისაუბრეთ... არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაგებდით, ბოლო წუთებზე გადავარჩინეთ ქულა და ეს მატჩი ჩვენთვის მაინც ჯილდოა მოთმინებისთვისა და ნაკრებში ჩატარებული სამუშაოსთვის. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. მაღალი კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიწია თამაშმა, ასეთები კი საქართველოში ყოველთვის იყვნენ... მათთვის ადრე მოგვიგია, მაგრამ დღევანდელი გუნდი სხვა იყო. ქართველებს ამჟამად ახალგაზრდა, თუმცა მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავთ, რომლის ხელწერა გუნდს უკვე ეტყობა - სათამაშო დისციპლინა, მეტი ორგანიზაცია, მწვავე შეტევები და სათანადო ტაქტიკა. ამჯერად საქართველო "კერკეტი კაკალი აღმოჩნდა".

zaza
ქეცბაიას უნდა ვაცადოტ
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე