გასულ უქმეებზე სამთო მოთხილამურეებმა ჩრდილოეთ ამერიკის კურორტებზე მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი გამართეს
გასულ უქმეებზე სამთო მოთხილამურეებმა ჩრდილოეთ ამერიკის კურორტებზე გააგრძელეს ურთიერთობის გარკვევა - გაიმართა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი.

მამაკაცები კანადის კურორტ ლეიკ ლუისში ჩქაროსნულ დისციპლინებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ეტაპის ტრიუმფატორი გახდა ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი, რომელმაც ორი დღის განმავლობაში მოიგო სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი.

სუპერგიგანტი მჭიდრო შედეგებით გამოირჩეოდა, მაგრამ ასე იყო მანამდე, სანამ ტრასაზე სვინდალი არ გავიდა. ნორვეგიელმა ბრწყინვალედ გაიარა მთელი დისტანცია: იდეალურად შედიოდა ვირაჟებში და ამასთან, მაქსიმალურად შესაძლებელ სიჩქარეს ინარჩუნებდა. საბოლოოდ, ნორვეგიელმა თავის კონკურენტებს თითქმის წამი მოუგო და ლეიკ ლეისში ზედიზედ ორ გამარჯვებას მიაღწია.

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ადრიენ ტეუ, რაც სავსებით კანონზომიერი შედეგი იყო. სამაგიეროდ, სენსაციად მოინათლა ნაკლებად ცნობილი ავსტრიელის, იოახიმ პუხნერის მესამე ადგილი. სწორედ მისი დრო იყო დიდი ხნის განმავლობაში ორიენტირი, სანამ ტრასაზე ტეო და სვინდალი არ გავიდნენ.

ლეიკ ლუისის ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში 200 ქულით სვინდალი დაწინაურდა. მისი უახლოესი მდევარია ამერიკელი ტედ ლიჯეტი, რომელიც სუპერგიგანტში მეოთხე მივიდა ფინიშთან.

სუპერგიგანტი

კაცები

1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 1:34.96; 2. ადრიენ ტეუ (საფ) - +0.85; 3. იოახიმ პუხნერი (ავსტრია) - +0.90; 4. ტედ ლიჯეტი (აშშ) - +0.91; 5. ვერნერ ჰელი (იტა) - +1.10; 6. მატიას მაიერი (ავსტრია) +1.19...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა