"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში მადრიდული დერბის მოლოდინზე ისაუბრა
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ესპანეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში მადრიდულ დერბიში "რეალთან" მხოლოდ გამარჯვებას იმედოვნებს.

"როხიბლანკოსები" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ და მესამეზე მყოფ "სამეფო კლუბს" 8 ქულით უსწრებენ.

"ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიან და წინდაწინ ფრეზე თანახმა არც მე ვარ.

მართალია, უშუალოდ მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამ შედეგმაც დაგვაკმაყოფილოს, თუმცა მიზნად ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ.

ასე რომ, ფრე არ შეიძლება კარგ შედეგად მივიჩნიოთ და შესაბამისად, ჩვენი სურვილი, მოვიგოთ და უკან ჩამოვიტოვოთ კონკურენტები, სავსებით ბუნებრივია", - თქვა ფალკაომ.

ფორვარდი დარწმუნებულია, რომ დერბის დღეს სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება გამეფებული.

"არაერთ დერბიში მითამაშია და ასეთ მატჩებში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. თუმცა, ფეხბურთელებმა ამის გამო კონცენტრაცია არ უნდა დაკარგონ".

"ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი 2 დეკემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: ნოემბერში დაკარგული ტიტული? [VIDEO]

რადამელ ფალკაო: ჩემპიონთა ლიგისა და მუნდიალის მოგება მინდა

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო