"რატომ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები ვლადიმერ გუცაევმა, რეზო არველაძემ და გიორგი ნემსაძემ, მათ ჰკითხეთ"
ორგანიზაციამ "ჩვენი ფეხბურთი" ამ დღეებში მიმართვა გაავრცელა, სადაც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე მსჯელობს (იხილეთ ვრცლად).

გვესაუბრება "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი:

- ბატონო მიხეილ, Sportall.ge-ზე თქვენი მიმართვა გამოქვეყნდა. შეიძლება თუ არა, ეს წინასაარჩევნო ბრძოლის დაწყებად მივიჩნიოთ?

- რა თქმა უნდა. ამ მიმართვით გვინდა შევახსენოთ სფფ-ის სუბიექტებსა და საზოგადოებას, ქართულ ფეხბურთში არსებული კრიტიკული მდგომარეობისა და სფფ-ის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის შესახებ, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას.

- მაგრამ მომავალი არჩევნები, წესით, 2015 წელს უნდა გაიმართოს. მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჩაიხედა საკუთარ სინდისში" და არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

- მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რა დაინახა სფფ-ის პრეზიდენტმა, როდესაც "თავის სინდისში ჩაიხედა", ეს მისი პრობლემაა; თუმცა, რიგგარეშე ყრილობისა და არჩევნების ჩატარებას მას არავინ ეკითხება. ეს აღმასკომის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, აღმასკომის წევრები - სფფ-ის სუბიექტების ხელმძღვანელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- იმედი გაქვთ, რომ მხარს დაუჭერენ თქვენს მოთხოვნას?

- ისინი მხარს დამიჭერენ არა პირადად მე, არამედ ქართული ფეხბურთის მომავალს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან. შეიძლება დღევანდელმა პრეზიდენტმაც ისევ იყაროს კენჭი, მაგრამ მჯერა, ამჯერად მაინც ისეთ კანდიდატს აირჩევენ, რომლის საფეხბურთო ხედვაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის განვითარებასთან თანხვედრაში იქნება და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან.

- როგორც წესი, ასე ხდება: მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთა ცვლილებას მთლიანად მენეჯმენტის შემადგენლობის შეცვლა მოჰყვება ხოლმე.

- ყოველთვის არა. ქართულ ფეხბურთს ამ მხრივ გაუმართლა, - რეგიონებში სფფ-ს წარმოადგენენ პროფესიონალები, რომლებსაც გული შესტკივათ საქმეზე. მათ დაფასება და ნდობის გამოცხადება სჭირდებათ და არა მხოლოდ ყრილობაზე საჭირო ხმების მისაღებად ჩამოყვანა.

ასევე, დასაფასებელია კლუბების მფლობელთა საქმიანობა, - ჩვენი ფეხბურთის ძნელბედობის დროს, როდესაც სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო, შემდეგ კი არ სურდა ფეხბურთისთვის დახმარების გაწევა, მათ შეინარჩუნეს კლუბები და ამით ქართული ფეხბურთის განვითარების იმედიც.

- ვთქვათ, ჩატარდა ყრილობაც, არჩევნებიც და თქვენ აგირჩიეს. რის გაკეთებას აპირებთ?

- სხვათა შორის, ყრილობასა და არჩევნებს არც ველოდები, მე უკვე დავიწყე ამ საკითხებზე მუშაობა.

ამ დღეებში ოფიციალურად მივმართავ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს. მათთან არაოფიციალური საუბარი უკვე მქონდა. ამ კომისიაში პროფესიონალებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმუშავებენ.

გარდა ამისა, ვიწყებ შეხვედრებს სფფ-ის სუბიექტების ხელმძღვანელებთან ამ პროგრამაზე მათი აზრის მოსასმენად. ამიტომ, ვფიქრობ, რომც არ ამირჩიონ, გაწეული შრომა მაინც წაადგება ქართულ ფეხბურთს.

- თქვენს მიმართვაში 2005 წლის შემდეგ ყველა პრეზიდენტს დანიშნული და არა არჩეული უწოდეთ, მაგრამ ხომ იყვნენ სხვა კანდიდატებიც? თუმცა, ისინი ხსნიდნენ თავიანთ კანდიდატურებს.

- რატომ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები ვლადიმერ გუცაევმა და რეზო არველაძემ - ერთ შემთხვევაში, ხოლო გიორგი ნემსაძემ (უკვე არჩევიდან ნახევარ საათში) - მეორე შემთხვევაში, ეს თვითონ მათ ჰკითხეთ.

მე ჩემი კანდიდატურის მოხსნას ნებისმიერი ზეწოლის გამოც კი არ ვაპირებ და ყველა ღონეს ვიხმარ, საფეხბურთო ოჯახი დავარწმუნო ჩემს გულწრფელ სურვილში, - ფეხზე დავაყენო ქართული ფეხბურთი.

მაგრამ ამისათვის აუცილებელია ობიექტური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

იხილეთ სრულად

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

ფიფას და ქართული სტანდარტები - ანუ რატომ არ იცვლება საარჩევნო კანონები?

ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები

ლევან ყიფიანი: ერთსულოვნებით ყველა პრობლემას დავძლევთ

თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს

გოჩა ჯამარაული: არ მეგონა, ზვიად სიჭინავა სკამზე გამოკიდებული თუ იქნებოდა

სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები

მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა

უძლევი
პროკურატურა ჯერ არ დაინტერესებულა სფფ-ს საქმიანობით? მაინცდამაინც ვიღაცეები უნდა ციხეში ჩაჯდნენ რომ ვიღაცეებმა შეიგნონ რომ ქართულ ფეხბურთში დიდი კორუფცია არის დაბუდებული? საზოგადოებამ და ფეხბურთის გულშემატკივარმა ხომ იცის გარიგებული შიდა და საერთაშორისო თამაშების შესახებ? მაინცდამაინც ფიფადან და უეფადან უნდა გავირიცხოთ?ვინც საკუთარ შეცდომებს და დანაშაულს არ აღიარებს არის ის ვინც ციხისთვის არის განწირული და ეს მათ იციან. აღარ უნდა ბევრი ლაილაი: ან ციხე ან არჩევნები.
zzz
კარგია მინისტრის ძმაკაცობა? :))) ტუ ლამაზად ჩანს შვეიცარიიდან საქართველო? როდის ცამოვიდა და ერთხელ მაინც წამოაყენა რაიმე ღირებული წინადადება ან პროგრამა და ვინმემ მხარი არ დაუჭირა?! ერთმა პრეზიდენტმსა მაინც ჩაამთავროს თავისი ვადა!!! თან ახლა რა არჩევნებიც იქნება ეს ძიუდოშიც გამოჩნდა, ასე რომ გეყოფათ თვალებში ნაცრის შეყრა!!!!
gio
მჯერა ამ კაციის იმედია გადადგება დომენტიი და აირჩევენ მიხეილს !!!
jkk,nm
მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე ზრუნვა ალაპარაკებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა