ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კალათბურთელთა სუპერლიგიდან შავი ზღვის ლიგამდე

კალათბურთელთა სუპერლიგიდან შავი ზღვის ლიგამდე

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამ კალათბურთისადმი ინტერესი მკვეთრად გაზარდა. ეს თავისთავად აისახა შიდა ჩემპიონატზეც - კლუბების მეპატრონეებმა გუნდების ერთი-ორად გაძლიერება სცადეს...
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამ კალათბურთისადმი ინტერესი მკვეთრად გაზარდა. ეს თავისთავად აისახა შიდა ჩემპიონატზეც - კლუბების მეპატრონეებმა გუნდების ერთი-ორად გაძლიერება სცადეს. საბოლოოდ, ვინ რა შემადგენლობით ითამაშებს, 19-24 ოქტომბერს დაგეგმილ დუდუ დადიანის მემორიალზე გამოჩნდება. მანამდე კი, წინასასეზონო ამბებზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვესტუმრეთ.

- ჯერ ჩემპიონატი არ დაწყებულა და ძნელი სათქმელია, რომელი გუნდი რა ძალის იქნება, თუმცა ზოგადი ფონი დადებითია: კლუბებში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და თუ შარშან მეტ-ნაკლებად თანაბარი 4 გუნდი იყო, წლეულს ასეთი ექვსია. წინა სეზონთან შედარებით ორი ამერიკელით და ფარღალავათი გაძლიერდა "სოხუმი", შსს შარშანდელზე უკეთესი გუნდი იქნება, ასევე ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი არმიის ახალჩამოყალიბებულ გუნდში. სერიოზულ ძალას წარმოადგენენ თსუ და რუსთავი, ისევე, როგორც "ქუთაისი" და "აგრარული". ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველის.

- მთავრობის ახალი ინიციატივა გუნდებს ძალიან წაადგებათ...

- ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო - უნივერსიტეტებმა საკალათბურთო კლუბებისთვის 200-200 ათასი ლარი უნდა გამოჰყონ. თუ აქამდე სასწავლებლები გაცილებით დაბალი ბიუჯეტით წარმატებით თამაშობდნენ, ამიერიდან უფრო გაძლიერების საშუალება მიეცემათ, რაც საქართველოს ჩემპიონატს წაადგება.

- სუპერლიგაში რამდენი საუნივერსიტეტო გუნდი იქნება?

- ჩემპიონატში ოთხი თბილისური სასწავლებლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თსუ, "აგრარული" სტუ და "სამედიცინო". "ქუთაისსა" და "ბათუმს" ადგილობრივი უნივერსიტეტები ეხმარებიან. მათ ქალაქის მერიებიც მხარში უდგანან.

- სუპერლიგის სისტემაზე რას იტყვით?

- ვფიქრობ, ოპტიმალური ფორმატია. გუნდები რეგულარულ ეტაპს ორ წრედ ჩაატარებენ, შემდეგ პლეი ოფებს ითამაშებენ. პირველი წრე 2010 წელს დასრულდება, იანვარში ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი გაიმართება. გაზაფხულზე სუპერლიგის პარალელურად ჩატარდება ვარსკვლავთა მატჩი, ხოლო სეზონს სუპერთასი დაასრულებს.

- დადიანის მემორიალი შსს-ს დარბაზში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე რამდენი გუნდი ჩაატარებს საშინაო მატჩებს საკუთარ არენაზე?

- შსს პოლიციის აკადემიის დარბაზში მხოლოდ მემორიალს უმასპინძლებს, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს სპორტის სასახლეში ჩაატარებს. შინ რეგიონის გუნები ითამაშებენ - "ენერჯი", "ბათუმი", "ქუთაისი". სამწუხაროდ, დარბაზების ფართო არჩევანი არ გვაქვს, სუპერიგის შეხვედრები სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო ახალგაზრდულ ჩემპიონატებს სპორტის დეპარტამენტის დარბაზი უმასპინძლებს, რომელშიც სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

- წლეულს საქართველოს ჩემპიონატისადმი მეტი ინტერესი ალბათ ეროვნული ნაკრების დამსახურებაა...

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ კალათბურთისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. აქამდეც იყო არაერთი პროექტი, რომელთა განხორციელება ვერ მოხერხდა. წლეულს კი სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა იანვრის წილისყრას ველით, საინტერესოა, ევროპის ჩემპიონატზე ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე... მართალია, ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ევროკალათბურთში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

- კიდევ ერთ ახალ პროექტზე გკითხავთ - შავი ზღვის ლიგის ჩამოყალიბება როდიდან იგეგმება?

- გეგმის მიხედვით, ეს ლიგა მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა შეიქმნას, თუმცა, როგორ წარიმართება სამუშაო პროცესი, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინიდან ზარს ველი, დამირეკავენ, ჩავალ და ყველაფერზე კონკრეტულად ვილაპარაკებთ.

- შავი ზღვის ლიგაში რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ითამაშებს?

- ჩვენ გარდა ამ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ბელარუსმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და უკრაინამ. ყოველი ქვეყანა 2-2 კლუბით იქნება წარმოდგენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა