ესპანელი ჩოგბურთელი 2013 წლის სეზონის "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე ითამაშებს
ესპანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი რაფაელ ნადალი ითამაშებს 2013 წლის სეზონის "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამის შესახებ პრესას განუცხადა ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტაილიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიშები. 2012 წელს ნადალმა მუხლის ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გამოტოვა.

ამ მიზეზით მან ვერ ითამაშა ლონდონის ოლიმპიადაზე, ამერიკის ღია პირველობაზე, წლის შემაჯამებელ ტურნირსა და დევისის თასის ფინალში, რომელიც ესპანეთმა ჩეხეთთან წააგო.

სულ ესპანელის ანგარიშზე "დიდი სლემის" ჩემპიონატებში 11 გამარჯვება მოდის. 2012 წელს მან მოიგო როლან გაროსი; აგრეთვე, ფინალში ითამაშა ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

რაფას ავსტრალიაში ერთხელ აქვს მოპოვებული მთავარი პრიზი - 2009 წელს.

ავსტრალიის ღია პირველობა, ტრადიციულად, იანვარში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...