"ნარშავების" ინგლისელი თავკაცი ენდი რობინსონი, რომელსაც კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული, თანამდებობიდან გადადგა
3 დეკემბერს ლონდონში 2015 წლის მსოფლიოს თასის წილისყრა გაიმართება. ცხადია, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმში ასპარეზობის უფლებას უპრობლემოდ მოიპოვებს და ამიტომ ლონდონურ ღონისძიებას ქართული რაგბის ქომაგი მოუთმენლად ელოდება.

ცხადია, ცნობილია ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეების ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ ერთა თასის გათამაშების ორწლიან ციკლს "ბორჯღალოსნები" პირველ ადგილზე დაასრულებენ, მაშინ ჩვენი მეტოქეები ვერაფრით იქნებიან ფიჯის, კანადისა და იაპონიის ნაკრებები, ვინაიდან ეს გუნდები ჩვენსავით მეოთხე კალათაში იქნებიან განაწილებულნი.

სამაგიეროდ, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე, ისევე, როგორც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, შოტლანდიის ნაკრები იყოს, რომელიც ამჟამად კრიზისშია და სულაც, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

"ნარშავების" ინგლისელი თავკაცი ენდი რობინსონი, რომელსაც კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული, კვირას თანამდებობიდან გადადგა.

მიზეზად წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში წარუმატებელი გამოსვლა და ნოემბრის ტესტებზე ტონგას ნაკრებთან მარცხი დასახელდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მიუხედავად იშვიათი გამონათებებისა, რობინსონის ხელმძღვანელობით, შოტლანდიელებმა პროგრესი ვერაფრით განიცადეს.

მეტიც, მათ არც ახალ ზელანდიაში გამოუჩენიათ თავი რამით და ჯგუფური ტურნირის დაძლევა ვერ შეძლეს.

მაშინ რობინსონის თანამდებობიდან გაშვება არ შეიძლებოდა, რადგან ახალი ხელშეკრულება სულ რაღაც ერთი თვით ადრე გააფორმა.

კულუარებში ამბობენ, რომ რობინსონს უთანხმოება ჰქონდა ნაკრების წამყვან მოთამაშეებთან. ასეთი მდგომარეობა კი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ინგლისელმა გაცლა ამჯობინა.

ახლა ყველა იმაზე ბჭობს, ვინ უნდა შეცვალოს "სკოტების" თავკაცი. შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე კენი ლოგანი ამ თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად სკოტ ჯონსონს ასახელებს.

"ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ნაჩქარევად არ ივარგებს. ამიტომ, მოდით, გუნდი მომავალი ექვის ერის გათამაშებაში სკოტ ჯონსონმა გაიყვანოს.

მოვიქცეთ ისე, როგორც ეს ინგლისელებმა გააკეთეს სტიუარტ ლანკასტერის შემთხვევაში. ვნახოთ, როგორ შეეწყობიან მას მოთამაშეები და თუ გაამართლებს, ამის მერე კონტრაქტიც გავუფორმოთ" - თქვა კენი ლოგანმა.

შოტლანდიის რაგბის კავშირი კი უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან აპირებს დაიწყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატების განხილვა.

სკოტური რაგბის ხელმძღვანელმა მარკ დოდსონმა რამდენიმე საკმაოდ სახელოვანი სპეციალისტი დაასახელა. ესენია: ნიკ მალეტი, ჯეკ უაითი, ტოდ ბლეკედერი, უეინ სმიტი და ბრაიან რედპეტი.

თუმცა არიან სხვა კანდიდატებიც. ასე მაგალითად, "ნარშავების" ყოფილი თავკაცი ჯიმ ტელფერი ყველაზე სასურველად ჯორჯ გრემს ან პეტ ლამის მიიჩნევს.

ბოლო სიტყვა მაინც რაგბის კავშირზეა და ვინც უნდა იყოს მათი რჩეული, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდ რისკზე წასვლას გადაწყვეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე