"ატლანტა ჰოქსმა" ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში მეორე პერიოდი ჩააგდო (23:35) და მატჩის წაგების მიზეზიც ეს გახდა. "უიზარდსმა" "ქორები" 107:92 დაამარცხა...

"ატლანტა ჰოქსმა" ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში მეორე პერიოდი ჩააგდო (23:35) და მატჩის წაგების მიზეზიც ეს გახდა. "უიზარდსმა" "ქორები" 107:92 დაამარცხა.

ჯორჯიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ წაგების მთავარ მიზეზად დაცვა დაასახელა, მეტოქის იერიშების შესანარჩუნებლად ენერგია არ გვყოფნიდაო. სეზონის მესამე მარცხს შეიძლება სხვა მიზეზიც მოეძებნოს - "ატლანტას" მთავარი მწვრთნელი ექსპერიმენტებს ატარებს, ოპტიმალურ სქემასა და შემადგენლობას ეძებს. ამიტომ წამყვან კალათბურთელებს ბოლომდე არ ტვირთავს, თავის გამოჩენის საშუალებას ახალწვეულებს აძლევს.

საგამოფენო მატჩების დაწყებამდე ამერიკელი ჟურნალისტები წამყვან მოთამაშეთა შორის ზაზა ფაჩულიასაც ასახელებდნენ. მან "ვაშინგტონთან" 15 წუთი ითამაშა და თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა. მისი შრომის ნაყოფი რომ შევაჯამოთ, მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობას მივიღებთ: 7(ქულა)+6(მოხსნა)+2(პასი)=15(წუთი). სხვათა შორის, მაშინ, როცა "უიზარდსი" თამაშის ბედს წყვეტდა, ზაზა მოედანზე არ იყო. ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამზე მეორე პერიოდის დასაწყისში დაჯდა (30:34) და მესამე თორმეტწუთეულის ბოლოს დაბრუნდა (58:76).

"ატლანტა" მეოთხე საგამოფენო შეხვედრასაც სტუმრად ჩაატარებს. ამჯერად "ნიუ ორლეანს" ესტუმრება. მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება.

უიზარდსი-ატლანტა 107:92

ზაზა ფაჩულია: 15 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:30 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

02:27 ორქულიანი: არაზუსტი

01:28 ფოლი: 1

00:35 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:25 საჯარიმოები: 2/1ქ (23:25)

II პერიოდი

11:08 ფოლი: 2

10:31 ორქულიანი: 3ქ (28:30)

08:39 ტომასმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

04:57 ზაზამ სმიტი შეცვალა

04:33 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

04:27 შეცდომა: 1 (ბურთი დაკარგა)

04:16 ფოლი: 3

03:17 პასი: 1 (პაუელი 2ქ, 63:80)

02:46 ორქულიანი: 5ქ (65:80)

02:26 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

01:51 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

00:24 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

IV პერიოდი

11:27 ორქულიანი: არაზუსტი

10:18 ორქულიანი: 7ქ (71:87)

09:23 პასი: 2 (კროუფორდი 3ქ, 74:91)

08:59 მოხსნა: შეტ-1, დაც-5

08:27 ტომასმა ზაზა შეცვალა

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს