2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების, ინგლისელთა ბანაკში მითქმა-მოთქმა არ წყდება. "პომების" თავკაც მარტინ ჯონსონის უკმაყოფილო მარტო ყოფილი კაპიტანი, მეორეხაზელი სტივენ ბორტვიკი როდია...

2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების, ინგლისელთა ბანაკში მითქმა-მოთქმა არ წყდება. "პომების" თავკაც მარტინ ჯონსონის უკმაყოფილო მარტო ყოფილი კაპიტანი, მეორეხაზელი სტივენ ბორტვიკი როდია. მასზე ადრე ინგლისური რაგბის ცოცხალმა ლეგენდამ ეროვნული გუნდიდან მგეზავი დენი სიპრიანი დაითხოვა.

ბოჰემური ცხოვრების მოყვარული 22 წლის ინგლისელი ამომავალი ვარსკვლავი ამის გამო მცირე ხნით დეპრესიაშიც ჩავარდა. მხსნელად მას ახალი ავსტრალიური კლუბი "მელბურნ რებლზი" მოევლინა. სიპრიანი პირველი მორაგბე იყო, ვინც ამ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ამ დღეებში ინგლისელს მელბურნში ელოდნენ, მაგრამ ამაოდ.

"ეს წარმოუდგენელია - აღშფოთებას ვერ მალავდა მელბურნელთა მწვრთნელი როდ მაკქუინი - სიპრიანი კლუბის პირველი მორაგბეა, მასთან კონტრაქტი თებერვალში გავაფორმეთ, როგორ შეიძლებოდ,ა ამ დროის განმავლობაში საჭირო დოკუმენტაცია ვერ შეეგროვებინა, რათა სავიზო პრობლემა არ შექმნოდა"

ძნელი სათქმელია, მართალია თუ არა, მაგრამ ავსტრალიაში ჩაუსვლელობის მიზეზად დენიმ სწორედ ეს პრობლემა დაასახელა. თან ისიც განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაშია და იმედი აქვს, რომ ეროვნულ ნაკრებშიც დააბრუნებენ.

"თუ კარგად ვითამაშებ იმედი მაქვს, ინგლისის ნაკრებში ჩემს ადგილს მოვნახავ. ჩემი ცხოვრების მიზანი ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაა. მუდამ ამაზე ვოცნებობ. ახლა ეს ოცნება ცოტა შორსაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფაქტი მაიძულებს, მეტი ვიშრომო.

შემიძლია, საუკეთესო მოთამაშე ვიყო. თუ ამჟამად ნაკრებში მწვრთნელებს არ ვჭირდები, "ზე რაგბის" გათამაშებაში ახალი გუნდის შემადგენლობაში დავამტკიცებ, რომ ეროვნული გუნდისთვის საჭირო ვარ. სამწუხაროა, რომ ექვსი ერისა და "ზე რაგბის" გათამაშების დასაწყისი ერთმანეთს ემთხვევა. ორივე თებერვალში იწყება და, შესაბამისად, ნაკრებში თამაშის საშუალება არ მექნება. არადა, ძალიან მინდა, "პომების" კვართი კიდევ ერთხელ მოვირგო." - თქვა მან ბი ბი სი-სთან საუბრისას.

სიპრიანის მელბურნში მომავალ კვირაში ელოდებიან. ავსტრალიელებს იმედი აქვთ, რომ ინგლისელი ხათაბალას აღარ გადაეყრება.

ამასობაში სიპრიანის ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველა ინგლისის ნაკრების მგეზავმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ ჯონი ვილკინსონმა.

"დენი სიპრიანის დიდი, უდიდესი მომავალი აქვს - თქვა მან "დეილი ტელეგრაფთან" საუბრისას - ის ავსტრალიაში ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენს. დენი ჯერ ახალგაზრდაა. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კარიერა "ზე რაგბის" გუნდ "მელბურნ რებლზს" დაუკავშირა. იქ მას თავბრუდამხვევი თავგადასავალი ელის. განვითარდება, დაიხვეწება და, გარწმუნებთ, კარგ ფორმაში მყოფ სიპრიანის ინგლისის ნაკრებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია."

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"