ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იტალია. სერია A. XIV ტური: რომაულ კლუბში რასიზმს ებრძვიან

იტალია. სერია A. XIV ტური: რომაულ კლუბში რასიზმს ებრძვიან

რომის "ლაციომ" "უდინეზე" უპრობლემოდ დაამარცხა და ლიდერთა ხუთეული შეკრა
სერია A-ს XIV ტური უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, რადგან ოთხ დღეზე გახლდათ გაწერილი და რაც მთავარია, ოთხივე დღეს საინტერესო მატჩები გაიმართა.

შაბათს სიცილიური დერბი ვიხილეთ, კვირას იტალიური ფეხბურთის კლასიკა "მილანის" და "იუვენტუსის" მონაწილეობით, ორშაბათს "ინტერმა" და "ნაპოლიმ" გამართეს პაექრობები, 27 ნოემბერს კი ერთმანეთის პირისპირ ორი ამბიციური გუნდი: "ლაციო" და "უდინეზე" წარსდგა...

ლაციოს ძლიერი მხარე: შუა ხაზი

თავშივე აღვნიშნოთ, რომ "ლაციომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ეგ კი არა, მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ რომაელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, უპირატესობა არა მხოლოდ გამანადგურებელი, კოლოსალური, ან გნებავთ, კატასტროფული იქნებოდა.

"ბიანკოჩელესტემ" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს, კიდევ ბევრი მომენტი გაატანა ქარს და თერთმეტმეტრიანი გააცუდა ჯერ კიდევ სტარტზე.

გოლებს რომ თავი დავანებოთ, "ლაციომ" მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა... ხუმრობა-ხუმრობაში რომაელებმა საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოუყარეს თავი, განსაკუთრებით კი, ნახევარდაცვაში.

სტეფანო მაური გუნდის კაპიტანი, სული და გულია, რომელიც თითქმის ყველა შეხვედრაში ან გოლს იტანს, ან საგოლე პასებს აკეთებს. თუნდაც "უდინეზესთან" პაექრობაში, სტეფანომ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში.

კრისტიან ლედესმა შესანიშნავად ამაგრებს საყრდენ ხაზს და პრაქტიკულად, არ ცდება გადაცემებში - ზუსტი პასების რაოდენობით, გაიტალიელებული არგენტინელი გასულ სეზონში ლიდერთა სამეულში იყო.

დაუმატეთ ამათ ტექნიკური და მებრძოლი გონსალესი, დაუღალავი კანდრევა დაყენებული დარტყმით და ერნანესი მოედნის იდეალური ხედვით, მაღალი ტექნიკით და ლიდერის თვისებებით. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ არაორდინარული ედერსონი, ბრძოლისუნარიანი კრისტიან ბროკი, სწრაფი სენად ლულიჩი და ა.შ.

მოკლედ, "ლაციოს" შუახაზში ყველაფერი რიგზე აქვს და დიდწილად, ამის ხარჯზეა ლიდერთა მარაქაში.

"უდინეზესთან" გამარჯვებით, "ბიანკოჩელესტემ" სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება - ლიდერთა ხუთეულში (იუვენტუსი, ნაპოლი, ფიორენტინა, ინტერი, ლაციო) იმდენად სიმჭიდროვეა, რომ თითოეული მათგანი შეგვიძლია შევრაცხოთ სკუდეტოს მაძიებლად.

ცალკე თემაა, რომ იგივე "ფიორენტინა" ჩემპიონობაზე ნაკლებად ფიქრობს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს მიზნად დასახული.

სკუდეტო იქით იყოს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურებისთვის კი მართლაც უპრეცედენტო ბრძოლაა მოსალოდნელი - ხსენებულ ხუთეულს მეექვსე პოზიციაზე მყოფი "რომა" უნდა დავუმატოთ და არც "მილანის" დავიწყება ივარგებს, რომელიც ცოტა გამოცოცხლდა და თანაც, მაინც "მილანია"...

გოლების აღწერას აღარ მოვყვებით, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ სამი გოლი ამავე თანმიმდევრობით გონსალესმა, კლოზემ და ერნანესმა გაინაწილეს.

აქვე, რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის კომენტარი:

"სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ და შეგირდების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ ასე გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც მთავარია, ვპროგრესირებთ და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. საუკეთესო "ლაციო" ჯერ კიდევ არ გვინახავს, რაც ოპტიმიზმს კიდევ უფრო მიღრმავებს".

"ლაციო" ბენიტო მუსოლინის საყვარელი გუნდი გახლდათ და იმ დროიდან მოყოლებული, "ბიანკოჩელესტეს" გულშემატკივრები რასისტული განწყობით გამოირჩევიან. "ლაციოს" საშინაო თამაშებზე ხშირად ისმის რასისტული სკანდირება, რის გამოც კლუბი არაერთხელ დაჯარიმებულა. გუნდის ყველაზე რადიკალურად განწყობილი ტიფოზები იმ ფერადკანიანი მოთამაშეების მიმართაც გამოხატავენ აგრესიას, რომლებიც "ბიანკოჩელესტეს" ღირსებას იცავდნენ, ან დღესაც იცავენ.

ამ ფორმაციის "ლაციოში" ასეთი აბდულაი კონკო გახლავთ, უკვე წასულებიდან კი არაერთის გახსენება შეიძლება, თუნდაც ფაბიო ლივერანი, ან ჯიბრილ სისე...

"ლაციომ" ევროპის ლიგის გათამაშებაში ბოლო საშინაო შეხვედრა "ტოტენჰემთან" გამართა და მეტოქესთან ქულები გაიყო. ყველაზე უფრო საინტერესო ამბები კი სტადიონს გარეთ დატრიალდა, სადაც "ბიანკოჩელესტეს" ტიფოზები ინგლისელ ფანებს დაეტაკნენ და მასობრივი არეულობაც მოაწყვეს.

როგორც შემდეგ გაცხადდა, იტალიელები "ტოტენჰემის" ფერადკანიან გულშემატკივრებს დაესხნენ თავს, რაც დიდ არეულობაში გადაიზარდა.

ტიფოზები ტრიბუნებზეც არ დაშოშმინდნენ და როცა კი ბურთს "ტოტენჰემის" ფერადკანიანი ფეხბურთელი იღებდა, მაშინვე გამაყრუებლად უსტვენდნენ. ბუნებრივია, მატჩის კომისარმა ეს ამბავი უეფას შესაბამის ორგანოებამდე მიიტანა და ისიც კი ითქვა, რომ "ლაციოს" ამ ტურნირიდან მოხსნა, ანუ დისკვალიფიკაცია ემუქრება.

რომაელებმა მყისვე დაიწყეს თავის მართლება და საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ყოველივე რასისტულს მკვეთრად გაემიჯნენ.

ამასთან, "უდინეზესთან" პაექრობაში "ლაციომ" სპეციალურად შეკერილი მაუსირებით იასპარეზა, რომელიც წარწერით გახლდათ დამშვენებული: NO RACISM.

ამ თემაზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გააკეთა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ სტუმართმოყვარე ქალაქში, როგორიც რომია, ინგლისელი ფანები პრობლემებს გადააწყდნენ. ვეჭვობ, რომ აქ მხოლოდ ერთი მხარე არ იყო დამნაშავე და პასუხისმგებლობა ალბათ თვითონ ბრიტანელებსაც ეკისრებათ.

რაც შეეხება რასიზმს, სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბრით უკვე დავიღალე. კლუბი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ რასისტულ გამოვლინებას და ამ მიმართულებით, პროპაგანდისტულ კამპანიაშიც ვართ ჩართული.

სამწუხაროდ, შეუძლებელია გავაკონტროლოთ რომის თითოეული მოქალაქე და თუნდაც "ლაციოს" ყველა გულშემატკივარი. კლუბი არ უნდა აგებდეს პასუხს ნებისმიერი ტიფოზის უხამს ქმედებაზე. ჩვენ ვებრძვით რასიზმს და ეს "უდინეზესთან" პაექრობისას სპეციალური აქციით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ".

იტალია. სერია A. XIV ტური

27 ნოემბერი

ლაციო-უდინეზე 3:0

გოლები: 1:0 გონსალესი (17), 2:0 კლოზე (31), 3:0 ერნანესი (59).

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კავანდა, ბიავა, სიანი, რადუ - კანდრევა (81. ლულიჩი), გონსალესი, ლედესმა (65. ცანა), ედერსონი (46. ერნანესი), მაური - კლოზე.

უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - კოდა (87. ერუ), დანილო, დომიცი (24. ანჯელა) - პერეირა, ვილიანსი (46. რანიჯი), ალანი, ბადუ, არმერო - მაიკოსუელი - დი ნატალე.

გაფრთხილება: ლედესმა, ცანა - კოდა, მაიკოსუელი.

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 8-7(6-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 40 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIV ტური: "ნაპოლი" ზევით, "ინტერი" ქვევით

იტალია. სერია A. XIV ტური: "ბებერი ქალბატონის" ლოგიკური მარცხი

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა

გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან