ესპანეთის სამეფო თასის 6 მერვედფინალისტი გაირკვა, "მალაგა" კინაღამ საშვილიშვილოდ შერცხვა, ბასკები გავარდნენ

სამშაბათს ესპანეთის სამეფო თასის 6 მერვედფინალისტი გაირკვა. ზოგიერთმა ფავორიტმა იოლად დაძლია ბარიერი, თუმცა იყო სენსაციებიც: პრიმერადივიზიონის ორი გუნდი უკვე ჩამოსცილდა ასპარეზობას; შერცხვენასთან ახლოს იყო "მალაგაც"...

რაიო - ისევ მეკარის გარეშე

"რაიო ვალეკანო", ლა ლიგის წარმომადგენელი სეგუნდა ლიგის მერვეადგილოსანმა "ლას პალმასმა" გააგდო. პირველი შეხვედრა კანარისკუნძულელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული. საპასუხოში, მადრიდში მათ შესანიშნავი დაცვითი თამაში შესთავაზეს მეტოქეს, რომელსაც მსაჯმა 69-ე წუთზე მეკარე რუბენი გაუძევა.

სხვათა შორის, პირველ შეხვედრაშიც "ელვებს" მეკარე გაუძევეს - მაშინ დანი ხიმენესმა მე-5 წუთზევე მიიღო წითელი ბარათი. ახლაც ქრისანტუსის შესაჩერებლად მეკარე რუბენი საჯარიმოს გარეთ გამოვარდა და ხელით ითამაშა.

საბოლოოდ ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში 20 წლის ესპანიოლელი (რომელიც "ლას პალმასში" იჯარით თამაშობს) ტიევი ბაფუმას გოლი გამოდგა გადამწყვეტი.

15 წელიწადია, "ლას პალმასს" ასეთი წარმატება არ ჰქონია "სამეფო თასზე" - 1997 წელს ამ გუნდმა ნახევარფინალს უწია, სადაც "ბარსასთან" და რონალდოსთან ვერაფერი გააწყო. "ლას პალმასის" მეტოქე მერვედფინალში "ბეტისია".

ნავარული შურისძიება

მიუხედავად იმისა, რომ შერეული შემადგენლობით ითამაშა, ლა ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა მაინც შეძლო ორ-მატჩიანი დუელის შემობრუნება, 2:0 დაამარცხა ხიხონის "სპორტინგი" და მერვედფინალში გავიდა.

ასტურიელებს არც სეგუნდა დივიზიონში ულხინთ, თუმცა ნავარაში სანდოვალის გუნდი 1-გოლიანი უპირატესობით ჩავიდა, მის შემადგენლობაში კი კიდევ დარჩნენ პრიმერაში თამაშით გამოცდილი ფეხბურთელები, მაგალითად, სანგოი, დე ლას კუევასი და გრეგორი.

გადამწყვეტი მეორე ტაიმის 5-6-წუთიანი მონაკვეთი გამოდგა, როცა ჯერ ხოსება ლორენტემ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი რუბენმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მენდილიბარის გუნდს უკვე 4 თამაშია, არ წაუგია.

"სპორტინგის" გოლკიპერის, ივან კუელიარის კარგი თამაში, რომ არა, შედეგი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ასტურიელებს იმაშიც არ გაუმართლა, რომ პირველი ნახევრის მიწურულს სერიოზული ტრავმა მიიღო მარცხენა მცველმა, ალექს მენენდესმა.

ბასკური ფიასკო

ბასკურმა "რეალ სოსიედადმა" ოპტიმალური და შემტევი შემადგენლობა გაიყვანა სეგუნდა დივიზიონის ცხრილის შუაში გაჩხერილი "კორდობას" წინააღმდეგ, მაგრამ 2-გოლიანი ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრა და მერვედფინალის საგზური მეტოქეს დაუთმო.

მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მეკარე საისარის სახით გაუვალ კედელს შეეჯახნენ: "ჩორი" კასტრო, ესტრადა და რუბენ პარდო ამაოდ ცდილობდნენ ამ ზღუდის აღებას, სანამ საქმეში ფრანგი ანტუან გრიზმანი არ ჩაერთო. გრიზმანმა რუბენ პარდოს პასი მიიღო და საისარს აჯობა, თუმცა ამ შემთხვევაში საეჭვოა, იყო თუ არა ფრანგი შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, ანდალუსიელები კიკო ოლივასის და დიუბარბიეს გოლებით დაწინაურდნენ და გადაწყვიტეს კიდეც ამ რაუნდის ბედი. აგირეჩეს გოლმა 17 ათას გულშემატკივარს შვება ვეღარ მოჰგვარა. "კორდობამ" კი მერვედფინალში "ბარსელონასთან" რანდევუ დაიმსახურა.

ტალანტის დაბრუნება

"რეალის" დამარცხების შემდეგ "ბეტისმა" "ვალიადოლიდთან" 0:1 3:0-ად აქცია და მერვედფინალში გავიდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებმა შერეული შემადგენლობით ითამაშეს და რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მთავარი სევილიელთა ტალანტის, ალვარო ვადილიოს დაბრუნება იყო - 18 წლის გარემარბს შარშან, ოქტომბერში სერხიო რამოსი შეეჯახა და უმძიმესი ტრავმა მიაყენა. ამის გამო ვადილიოს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მილანის" ვარიანტები ჩაეშალა.

და აი, ის დაბრუნდა და ბურთის პირველივე შეხებით რუბენ კასტროს გაატანინა 62-ე წუთზე (მანამდე "ბეტისი" ამაიას გოლით იგებდა). შემდეგ კი თავადვე გაიტანდა, ვალიადოლიდელ რუედას საკუთარ კარში რომ არ ჩაეჭრა ბურთი. მოკლედ, დაბრუნება ვადილიოს ბრწყინვალე გამოუვიდა.

წაგება და თან ვისთან!

"მალაგამ" კინაღამ საშვილიშვილო სირცხვილი ჭამა - ანდალუსიური კლუბი კინაღამ რანგით მესამე დივიზიონის საშუალო წარმომადგენელმა, "კასერენიომ" გააგდო. მანუელ პელეგრინის საამაყო მაინც არაფერი აქვს, მისმა გუნდმა ესტრემადურელ მოყვარულებთან შინ მაინც წააგო - 0:1.

პირველ შეხვედრაში "მალაგას" 4:3 ჰქონდა მოგებული, საპასუხოს წინ მოეშვა და კინაღამ დაისაჯა კიდევაც. მატჩის ერთადერთი გოლი ტაიმის მიწურულს სტუმარმა ჩაპიმ გაიტანა. მეორე ტაიმში ერთხელ დემიკელისმა გამოიტანა კარიდან ბურთი, ერთხელ კი თანამსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ჩეკას გოლი არ ჩაუთვალეს.

საბოლოოდ, 4:4 ორი მატჩის ჯამში და "მალაგა" სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაძვრა მერვედფინალში. "ლა როსალედაზე" ამ შეხვედრას მხოლოდ 10 ათასი ფანი დაესწრო.

რუსის დებიუტი

ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ ამაზე კარგი შანსი ახალგაზრდების გამოცდის არ ექნებოდა, ასე რომ, "ალკოიანოსთან" შემადგენლობაში ადანი, ხოსე როდრიგესი, ნაჩო და რუსი დენის ჩერიშევი მოხვდნენ.

"რეალს" პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული, ამიტომ საინტერესო მხოლოდ ახალი სახეების საქმეში ნახვა იყო, როგორ გაამართლებდნენ ისინი. "რეალის" ფანებისთვის სამწუხაროდ, სანამ ჩერიშევის ნაცვლად ანხელ დი მარია არ შევიდა და მეტოქეს კაცი არ გაუძევეს, "სამეფო კლუბმა" ვერაფერი გააწყო სუსტ მეტოქესთან. მატჩის მიწურულს, ხოსე კალეხონმა დუბლი გაახერხა და "რეალმა" ორი მატჩის ჯამში 7:1 მოიგო.

ეს ჟოზე მოურინიოს მე-400 გამარჯვება იყო სამწვრთნელო კარიერაში, თუმცა პორტუგალიელს არ ულხინდა - სამხრეთის ტრიბუნიდან, სადაც "რეალის" ყველაზე ერთგული ფანები სხედან, მას უსტვინეს. თუმცა როგორც ადრე, ახლაც გამოჩდნენ, ტრიბუნებზე მოურინიოს მომხრე გულშემატკივრებიც. აიტორ კარანკამ მატჩის შემდეგ განაცხადა:

"სათადარიგოთა სკამზე ათას რამეს გაიგონებ ტრიბუნებიდან. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ".

ამ შეხვედრაში კაპიტნის სამკლაური რაულ ალბიოლს ეკეთა, თუმცა მისთვის ყველაფერი მალევე დასრულდა - პირველივე წუთებზე მან კოჭი დაიზიან და შესაცვლელი გახდა. ამის მერე კაპიტანი მეკარე ანტონიო ადანი გახდა. ალბიოლს კი ერთ თვემდე დასვენება მოუწევს.

კოპა დელ რეი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

ვალეკანო-ლას პალმასი 0:0 (0:1)

რაიო ვალეკანო (4-4-2): რუბენი - სუელიტონი, ლაბაკა (62. ლეო კარილიო), გალვესი, კასადო - ლ. ბანგურა, ადრიანი, აბუ (54. ტრაშორასი), არანა - დელიბაშიჩი, ბილე ნილსენი (70. კობენიო).

ლას პალმასი (4-4-2): ბარბოსა - პინიოლი, დ. გარსია, დეივიდი, კორალესი - ალემანი (91. ვეგა), ვ. გომესი, ერნანი, მომო (79. ს. სუარესი) - ტიევი, ხ. გერერო (68. ქრისანტუსი).

გაძევება: რუბენი (69)

ოსასუნა-სპორტინგი 2:0 (0:1)

გოლები: 1:0 ხ. ლორენტე (70), 2:0 რუბენი (76)

ოსასუნა (4-4-2): რიესგო - ბერტრანი (70. სისი), ლოლო, რუბენი, ეჩაიდე - ლამა (63. არმენტეროსი), ანანი, ტიმორი, რ. ტორესი - ომვუ, ხ. ლორენტე (81. ნანო).

სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - პედრო, გრეგორი, ბ. ლოპესი, ალექსი (46. ლ. ერნანდესი) - რ. ლეონი, ბარერა (78. ხარა) - დე ლას კუევასი (53. ტრეხო), მუნისი, ვიეირა - სანგოი.

სოსიედადი-კორდობა 2:2 (0:2)

გოლები: 1:0 გრიზმანი (20), 1:1 კიკო (65), 1:2 დიუბარბიე (72), 2:2 აგირეჩე

რეალ სოსიედადი (4-3-3): ზუბიკარაი - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ანხელი - ილარამენდი (68. იფრანი), პარდო, ზურუტუზა (49. ჩაბი პრიეტო) - გრიზმანი (77. ველა), აგირეჩე, გ. კასტრო.

კორდობა (4-2-1-3): საისარი - ფუენტესი, გასპარი, ფერნანდესი, კიკო - ლოპეს გარაი, კაბალიერო (75. ალბერტო) - დიუბარბიე - ლოპეს სილვა (68. კრისტიანი), პატინიო (80. ვიკო), აბელი.

ბეტისი-ვალიადოლიდი 3:0 (0:1)

გოლები: 1:0 ამაია (26), 2:0 რ. კასტრო (62), 3:0 რუედა (86 ს.კ.)

ბეტისი (4-4-2): კასტო - ჩიკა, ამაია, დორადო, ნაჩო - აგრა (60. ვადილიო), ნოსა (46. ბენიატი), რ. პერესი, კემპბელი (76. ნონო) - რ. კასტრო, მოლინა.

ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - ვ. პერესი, რუედა, პენია (87. ვალიენტე), ბალენსიაგა - ბარახა, სასტრე - პენია (69. ლოლო), ნეირა (64. ომარი), ბუენო - გერა.

მალაგა-კასერენიო 0:1 (4:3)

გოლი: 0:1 ჩაპი (37)

მალაგა (4-4-2): კამენი - გამესი, ონიევუ, ველიგტონი (46. დემიკელისი), ა. პორტილიო - სება ფერნანდესი, რესიო (65. ხუანმი), იტურა, დუდა (83. ნაჩო კამაჩო) - ბუონანოტე, სანტა კრუსი.

კასერენიო (4-4-2): ფუენტესი - პალერო, ფერერი, კარისოსა, ტონი - სანტი ამარო, ჩეკა (82. ელიასი), გასპარი, ჩაპი - ვალვერდე (61. რივერა), ესტევე (73. საადი).

რეალი-ალკოიანო 3:0 (4:1)

გოლები: 1:0 დი მარია (71), 2:0 კალეხონი (89), 3:0 კალეხონი (92)

რეალი (4-2-3-1): ადანი - ალბიოლი (7. ფ. კოენტრაო), ვარანი, რ. კარვალიო, ნაჩო - მოდრიჩი, ხოსე როდრიგესი - კალეხონი, იოზილი, ჩერიშევი (60. დი მარია) - მორატა (69. ბენზემა).

ალკოიანო (4-2-3-1): მურსია - ა. პერესი, სელვასი, ო. ლოპესი, დევესა - ლარა, პერეირა - ტორტოსა (62. დე დიოსი), ომარი, დ. ფერნანდესი (40. პიერა) - დ. ტორესი (77. ედუ სილვა).

გაძევება: სელვასი (71)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა