ყველაზე ქართულმა ფრანგულმა გუნდმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", ისევე, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ევროთასზეც, "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" ბრძოლაშიც წარმატებული სტარტი აიღო...

ყველაზე ქართულმა ფრანგულმა გუნდმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", ისევე, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ევროთასზეც, "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" ბრძოლაშიც წარმატებული სტარტი აიღო.

"მონპელიემ", რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად გუნდის ახალწვეულები და იმედისმომცემი ახალგაზრდა მოთამაშეები იყვნენ სტუმრად ინგლისურ "ექსეტერს" მოუგო - 20:13. ამ მატჩში ქართველებიდან მხოლოდ ჩხაიძემ და შველიძემ ითამაშეს.

მომდევნო, მეორე ტურის შეხვედრას მონპელიელები დღეს გამართავენ. ამჯერად შინ კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, ჯონი ვილკინსონის მშობლიურ "ნიუკუასლს" გაეჯიბრებიან, რომელმაც პირველ ტურში შინ დაამარცხა საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ბურგუენი" - 22:16.

ჩხაიძე ისევ ძირითად შემადგენლობაშია და ამჯერადაც რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. შველიძის ნაცვლად კი მწვრთნელებმა, ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ გიორგი ჟღენტის დაყენება გადაწყვიტეს. ისევ ისვენებს მამუკა გორგოძე, რომელიც ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მისი ძალ-ღონე და შემართება მონპელიელებს ეროვნულ ჩემპიონატში უფრო სჭირდებათ.

ც ჯგუფი

მონპელიე-ნიუკასლი, ბურგუენი-ექსეტერი

სატურნირო მდგომარეობა

მონპელიე - 4 ქულა, ნიუკასლი - 4, ბურგუენი - 1, ექსეტერი - 1.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე