მოლდოვური "ზიმბრუდან" წამოსულ 32 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაფორმებას ბოლო დეტალების შეთანხმებაღა აკლია
სავსებით შესაძლებელია, კიშინიოვის "ზიმბრუდან" წამოსული ლევან კორღალიძე მალე რუსთავის "მეტალურგში" ვიხილოთ.

გამოცდილმა ნახევარმცველმა მოლდოვურ კლუბთან კონტრაქტი 7 ნოემბერს გაწყვიტა. მაშინ კიშინიოვის "ზიმბრუს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

კორღალიძემ ამის მიზეზად ქართული კლუბების მიწვევა დაასახელა:

"რამდენიმე ქართული და სხვა ქვეყნის კლუბიც მიწვევს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. გამორიცხული არც ის არის, მოლდოვის სხვა კლუბში ვითამაშო. მოდით, ამ ამბავს ჩემს პატარა საიდუმლოდ შევინახავ".

დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ 32 წლის ნახევარმცველს საქართველოში დაბრუნება საჩხერის "ჩიხურამ" და რუსთავის "მეტალურგმა" შესთავაზეს. დიდი ალბათობაა, კორღალიძე ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ვიხილოთ.

როგორც გვითხრეს, ფაქტობრივად, მოლაპარაკება დასრულებულია, კონტრაქტის გაფორმებას კი ბოლო დეტალების შეთანხმებაღა აკლია.

თავად ლევანთან დაკავშირება შევძელით, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, "მეტალურგში" ჩავირიცხები თუ სხვაგან, მალე შეიტყობთო. თუმცა, ინფორმაცია სარწმუნოა.

ჩვენი ცნობით, ლევანს მოლდოვურ კლუბთან კონტრაქტი 1 თვეში უმთავრდებოდა, პირველი ეტაპის დასრულებამდე 3 მატჩი იყო დარჩენილი და ტრავმის გამო, გუნდს რადგან ვერ ეხმარებოდა, წამოსვლა სურდა. სწორედ ამ დროს შესთავაზა გადასვლა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა და "ზიმბრუსთან" კონტრაქტი ვადამდე ადრე გაწყვიტა.

ლევანი "ზიმბრუში" 2011 წლის დეკემბერში გადავიდა, მაგრამ მაშინაც საქართველოში სურდა თამაში, რაც იმ დროს ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ კორღალიძე 1999 წლიდან თამაშობს უცხოეთში: მისი პირველი უცხოური კლუბი იყო ლატვიური "სკონტო" (1999-2005), შემდეგ ასევე ლატვიური "დინაბურგი" (2007), ორჯერ ჩაირიცხა კიშინიოვის "დაჩიაში" (2008-2009, 2010-2011) და იქ ჩატარებული ბოლო სეზონის შემდეგ უეფას ვებგვერდმა მოლდოვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

დიდ ფეხბურთში დებიუტი 15 წლის ასაკში ლანჩხუთის "გურიაში" (1996) ჰქონდა, სადაც მამამისის, ოთარ კორღალიძის გვერდით თამაშობდა.

ამას გარდა, საქართველოში გამოდიოდა "დინამო 2"-ში (1997), თბილისის "არსენალში" (1998), ქუთაისის "ტორპედოში" (2006), ბოლნისის "სიონში" (2006), "ზესტაფონში" (2009-2010).

კიშინიოვის "ზიმბრუში" კი 2012 წლის დასაწყისში ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა. 2004 წელს ლევან კორღალიძემ საქართველოს ნაკრებში 3 შეხვედრა ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა