"გაზპრომის" ხელმძღვანელის იდეამ, სსრკ-ის ჩემპიონატის მსგავსი ტურნინის შექმნასთან დაკავშირებით, დიდი ინტერესი გამოიწვია
ამას წინათ "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი დსთ-ის ერთიანი საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნის წინადადებით გამოვიდა და მას შემდეგ არამხოლოდ რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსშიც აქტიურად მსჯელობენ ამ იდეის შესახებ.

სსრკ-ის ჩემპიონატის ნოსტალგია ადრეც არაერთგზის მოძალებიათ როგორც დიდ რუსეთში, ისე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში და ერთიანი ჩემპიონატის შექმნაზე მსჯელობაც არაერთგზის გამართულა, თუმცა "გაზპრომის" სიტყვას აშკარად მაინც სხვა ფასი ჰქონია...

და აი, 29 ნოემბერს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე "გაზპრომის" ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

"სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ერთიანი საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნის იდეას.

ამჟამად თანამეგობრობის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში მრავლად არიან გუნდები, რომლებმაც აღიარება არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვეს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო კლუბების ერთ ჩემპიონატში მოქცევა თანამეგობრობის სახელმწიფოებში ფეხბურთის დონეს არამხოლოდ საკლუბო, ეროვნული ნაკრებების მხრივაც აამაღლებს.

ჩვენ ადრეც გამოვდიოდით ასეთი ინიციატივით და ახლა, როცა ამ იდეის რეალიზაციისთვის ნიადაგი არსებობს, კიდევ უფრო დარწმუნებულნი ვართ, რომ ის დსთ-ის სხვა წევრების ფეხბურთის ფედერაციებისგანაც მიიღებს მხარდაჭერას.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს მათ აქტიური დიალოგისკენ და თანამშრომლობისკენ, რათა დსთ-ის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი უახლოეს მომავალში ჩატარდეს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც championat.com აქვეყნებს.

ცნობისთვის, სხვადასხვა წრეში თემის განხილვისას საუბარი არამხოლოდ დსთ-ის წევრ ქვეყნებს შეეხება და საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე საქართველოც ახსენეს.

aleqsi
კავკასიის ჩემპიონატი მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ კავკასიასი არსებული პოლიტიკურის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ ეგ შეუძლებელიააააა
aleqsi
ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თორემ რუსეთისა და უკრაინას არაფერში სჭირდება ეს ჩემპიონატი.....
gizog
იდეა ყველას შეიძლება ჰქონდეს და ამაზე ასეთი მძაფრი გამოხმაურება გადაჭარბებულად მეჩვენება. უკეტესი იქნება ჩვენგან უფრო კარგი იდეები გაჟღერდეს. პირადად მიმაჩნია, რომ თუ ვცდით კავკასიის ტურნირი მოწყობას უკეთესი იქნება.ხოლო ვისაც დსთ-ში ინდა თამაში იმის იქითაც წასულა.
damrtkmeli
ცხოვრების უნახავებო,სპორტისგან რა გინდათ.ჩემი წლოვანების ადამიანებმა კარგად ვიცით როგორი ჩემპიონატიც იყო.ეს ფეხბურთელების და გულშემატკივრის საქმეა ითამაშებენ თუ არა.რაც შეეხება სომხებს,საერთოდ ბურთი არ უნდა დაანახო.
vep1963
ხოლო ჩვენ თუ არც თავმოყვარეობა,არც სინდის ნამუსი და არც ჩვენი გაწირული გმირების ხსოვნის პატივისცემა აღარ შეგვრჩა მაშინ დსთ ში კი არა და რუსეთს ვულოკოთ პირდაპირ.
vep1963
სომხებს სხვანაირად ფეხბურთის და საერთოდ არაფრის განვითარების შანსი არა აქვთ და ამ სიტუაციაში იმიტომ არიან.ხოლო ჩვენ რაც შეგვეხება.პირველ ეტაპზე შეიძლბა ფეხბურთის დონემ აიწიოს კიდეც მაგრამ აქ ფეხბურთი კი არა ეროვნული თავმოყვარეობა და სინდის ნამუსია საკითხავი
გიორგი
ეს ლიგა საკმაოდ სოლიდური პროექტი გახდება....რუსი რაცაა ქართველებმა სხვებზე კარგად ვიცით მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ დ.ს.თ. ლიგა ევროპაში 5-6 გახდება თავისი დონით და შეიძლება უფრო სახალისოც ვიდრე საფრანგეთის ან იტალიის ლიგებია
Maxo
თუ დსთ-ს პირველობაზე ვითამაშებთ, მაშინ იბადება კითხვა - საერთოდ რად გვინდოდა ეროვნული ჩემპიონატი? ჩემი აზრით, ჯობია ქართულმა ფეხბურთმა, ისევე როგორც ქვეყანამ, სრული დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და საკუთარი რესურსებითა და ბიზნესის მოზიდვით განავითაროს საკუთარი ჩემპიონატი. ჩვენ ქართველებს ეს შეგვიძლია, იმიტომ, რომ უნიკალური საფეხბურთო ნიჭი გვაქვს გენებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობები მოყვეს და ვერც კი გავიგებთ, ისე აღმოვჩნდებით "თავისუფალ ერთა კავშირში"... თუ ეს გვინდა, მაშინ ვითამაშოთ დსთ-ს პირველობაზე. დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობას არ უნდა.
eqsperti
გაზპრომის იდეები არ გვინდა!!!! ეხლა შევიდეთ სნგ ჩემპიონატში და იქ ვიყაროთ რუსებზე ჯავრი. . ამ პათოსით დაგვმოძღვრავენ "დიდი: ადამიანები და "საზოგადო მოღვაწეები". და რომ კითხო ჩემპიონატის თამაშებზე ბოლოს როდის იყვნენ გეტყვიან ჩემთვის "ფუტბოლი" მოსკოვის სპარტაკი და ერევნის არარატი იყო და წალენჯიხა მარტვილის თამაშებზე ვერ ვივლიო. აი ასეთი "საამაყო" მოღვაწეები გვყავს. ჟურნალ ათიანში წავიკითხე სტატია სადაც ერთ ერთი გამოჩენილი გულშემატკივარი ახმიანებდა ზუსტად ამ ფრაზას.
ss
კუმაც ფეხი გამოყო სნგ რამდენი ლიგა უნდა შეიქმნას სომხურმა გუნდმა რომ ითამაშოს 1ლიგაში (18გუნდი) 11რუსული,6უკრაინა,1 ბელორუსი.
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე