ლიონის "ოლიმპიკმა" მარსელელი თანაკლუბელები გაანადგურა და ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიბრუნა
ბაფეტიმბი გომისის ჰეთ-თრიქის და სტიდ მალბრანკის სეზონში მეორე გოლის წყალობით, ლიონის "ოლიმპიკმა" მარსელელი თანაკლუბელები გაანადგურა და ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიბრუნა.

სტუმრებს ზედ შეხვედრის დაწყების წინ, ტრავმის გამო იოან გურკუფი გამოაკლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახევარდაცვის ტრიომ (გონალონი, მალბრანკი, გრენიე) შესანიშნავად ითამაშა და მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობა.

"მარსელის" მხრიდან განსაკუთრებით ცუდად ნიკოლას ნკულუ გამოიყურებოდა, რომელიც უამრავ შეცდომას უშვებდა.

რემი გარდის გუნდმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე სტივ მანდანდამ გომისი საჯარიმოში წააქცია, რასაც პენალტი მოჰყვა, რომელიც თავად დაზარალებულმა გაიტანა. მოგვიანებით კი მანვე დუბლი დაბოს პასის და ნკულუს შეცდომის შემდეგ შეასრულა.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა, როდესაც სტიდ მალბრანკმა ტაბლოზე დიდი ანგარიში დააფიქსირა.

ერთადერთი დადებითი რამ, რაც ამ შეხვედრაში მასპინძლებისთვის მოხდა, ლოიკ რემის მოედანზე დაბრუნება გახლავთ, რომელმაც თავი უმალვე გოლით გამოიჩინა და "ლიონს" მარსელში, ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვების საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ 1:4 და "ლიონმა" დაიბრუნა პირველი პოზიცია, რომელიც წინა ტურის შემდეგ ტულუზში განადგურების გამო დათმო.

ელი ბოპი (მარსელი): "საშინელი საღამო გამოვიდა. გარდა იმისა, რომ დიდი ანგარიშით წავაგეთ, მომავალი მატჩისთვის როდ ფანიც დავკარგეთ. გოლი ძალიან ადრე გავუშვით და შემდეგ გათანაბრება ვერ მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი საგოლე შანსები გვქონდა.

მეორე და მესამე გაშვებული ბურთების შემდეგ კი შეხვედრამ აზრი დაკარგა. ამ თამაშზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ, რადგან აქამდე ცამეტი საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ.

ახლა მთლიანად "ბრესტთან" დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ და იქიდან მნიშვნელოვანი ქულების წამოღება ვცადოთ".

ბაფეტიმბი გომისი (ლიონი): "ბედნიერი ვარ, რადგან დღეს კარგად ვითამაშეთ და უძლიერესი მეტოქე ისე დავამარცხეთ, რომ ერთი შანსიც არ დავუტოვეთ.

დღევანდელი დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ლიგა 1-ში პირველი ჰეთ-თრიქი შევასრულე. ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და "მონპელიესთვის" სათანადოდ განვეწყოთ".

მარსელი-ლიონი 1:4

გოლები: 0:1 გომისი (3-პენ), 0:2 გომისი (34), 0:3 მალბრანკი (48), 0:4 გომისი (72), 1:4 რემი (78).

მარსელი: მანდანდა - ფანი, დიავარა, ნკულუ, მორელი - კაბორე (აბდულა 57), ბარტონი (რემი 46), შეირუ - ვალბუენა (აბდალა 82), ჯ. აიუ, ა. აიუ.

ლიონი: ვერკუტრი - რევეიე, ბიშევაცი, უმტიტი, დაბო - გონალონი, მალბრანკი, გრენიე - ლაკაზეტი (მ. ბასტოსი 74), გეზალი (ბენზია 82), გომისი.

გაძევება: ფანი (81).

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიონი 14 8 4 2 27-15 28

2. პსჟ 14 7 5 2 23-10 26

3. მარსელი 14 8 2 4 18-15 26

4. სენტ ეტიენი 14 7 4 3 24-10 25

5. ბორდო 14 6 6 2 18-11 24

6. ვალანსიენი 14 6 4 4 27-16 22

7. ტულუზი 14 6 4 4 23-16 22

8. რენი 14 7 1 6 18-17 22

9. ლილი 14 5 5 4 16-15 20

10. ნიცა 14 4 7 3 19-19 19

11. ლორიანი 14 4 6 4 22-27 18

12. მონპელიე 14 4 5 5 19-18 17

13. ბრესტი 14 5 2 7 14-18 17

14. ბასტია 14 5 2 7 21-33 17

15. რეიმსი 14 4 4 6 13-14 16

16. აიაჩო 14 4 5 5 15-19 15

17. ევიანი 14 4 3 7 16-22 15

18. სოშო 14 4 2 8 13-20 14

19. ტრუა 14 1 5 8 14-29 8

20. ნანსი 14 1 4 9 9-25 7

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები

12 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), გომისი (ლიონი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 6 - ცვიტანიჩი (ნიცა), ერდინჩი (რენი), გუფრანი (ბორდო), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...