როგორც ძველ დროში - "ბაიერნი" უკვე შემოდგომის ჩემპიონია, "ბაიერი" - პირველი, მაგრამ უიმედო მდევარი
ბუნდესლიგის მე-14 ტურმა შემოდგომის ჩემპიონი ნაადრევად გამოავლინა: სეზონის პირველი ნახევრის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე "ბაიერნი" პირველი წრის გამარჯვებულია.

ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ამ ტურში. მოვლენები კი დორტმუნდის "ბორუსიას" მოულოდნელმა წაფორხილებამ დააჩქარა.

ამასობაში მეორე ადგილზე უკვე "ლევერკუზენია".

სამი ჰიიპია (და საშა ლევანდოვსკი)

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - 14 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე ლევერკუზენის "ბაიერია"!

სამი ჰიიპიას და საშა ლევანდოვსკის მწვრთნელთა დუეტმა მოახერხა და "ვიცეკუზენი" აიყვანა იქ, სადაც ამ გუნდის ადგილია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონში "ბაიერნის" ჩემპიონობა გარდაუვალია.

მართალია, "უნტერჰახინგი" ბუნდესლიგაში არ თამაშობს, მაგრამ "ლევერკუზენისთვის" "უნტერჰახინგებს" რა გამოლევს...

"ბაიერის" პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ფანები "ჰიიპია-ჰიიპიას" სკანდირებენ ხოლმე. არადა, ათასჯერ ითქვა, რომ ფინელს და ლევანდოვსკის თანაბარი უფლებები აქვთ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე კი უმეტესად ლევანდოვსკი დადის ხოლმე...

ტიმ ვიზე და მარკუს ბაბელი

ყველაფრის ტიმ ვიზეზე გადაბრალება ძალიან ადვილია, არასპორტული საქციელიცაა და თანაც, ასე ძალიან ხშირად ხდება. ამიტომაც ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიტყვით: თუკი ჰოფენჰაიმელთა მხრიდან ვინმეზე შეიძლება ითქვას, გამარჯვებულიაო, მხოლოდ ვიზეზე!

ტიმი ჯერ მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა მოკვეთა, მერე მენეჯერმა მიულერმაც თქვა, კარში დგომას არ იმსახურებსო. ვიზეც დივანზე წამოწვა და მშვიდად უყურა, როგორ გაუშვა მისმა შემცვლელმა კოენ კასტეელსმა ნიურნბერგში 4 გოლი.

ამით დადასტურდა, რომ "ჰოფენჰაიმის" მთავარი პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ და არა კარში.

სხვათა შორის, მიულერმა მატჩის შემდეგ აღიარა, მეკარისა და კაპიტნის მოკვეთით ძალიან სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდითო, რაშიც ცამდე მართალია.

ეჭვი გვაქვს, ამ სიტუაციას ბაბელი შეეწირება.

დიდ ბაიერნთან პატარა ფრაიბურგს...

"ბაიერნთან" მატჩის შემდეგ "ფრაიბურგის" თავკაცმა, 47 წლის კრისტიან შტრაიხმა ემოციებზე კონტროლი დაკარგა და "სკაის" რეპორტიორს კინაღამ მიკროფონი დაუღეჭა. პრინციპში, მიზეზიც ჰქონდა - მეტ-ნაკლებად.

"ამ მატჩის არცერთი სცენის ნახვა არ მინდა! ორ კვირაში ერთხელ ამაზრზენი სცენების ყურება მიწევს იმის შესახებ, როგორ მოქმედებენ მსაჯები სადავო ეპიზოდებში ჩვენს წინააღმდეგ.

არაფერსაც არ ვიტყვი, გასაგებია? ჩვენ, უბრალოდ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, როგორც ლომები და ვნახოთ, გავარდება თუ არა "ფრაიბურგი".

ყვითელი ბარათი, წითელი ბარათი - იცით, რას გეტყვით? ამაზე კომენტარი სხვებმა გააკეთონ. დღეს "ბაიერნთან" მაგრად ვიბრძოლეთ და ასე იქნება ბოლო ტურამდე.

მნიშვნელობა არა აქვს, რა და როგორ იქნება, ჩვენ ასე ვიბრძოლებთ ბოლო ტურამდე და ვნახოთ, დაქვეითდება თუ არა "ფრაიბურგი" მეორე ბუნდესლიგაში", - ღრიალებდა შტრაიხი.

რამ გააცოფა ბრაისგაუელთა თავკაცი? პენალტმა, რომლითაც თომას მიულერმა ანგარიში გახსნა? ვერ ვიტყვით, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო.

დიანიეს გაძევებამ? ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ეს უკანასკნელი წითელ ბარათს არ იმსახურებდა.

იქნებ იმან, რომ ხავი მარტინესს რეკორდმაისტერის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა? ამ ეპიზოდისთვის "ბაიერნის" კარში პენალტის დანიშვნა ნამდვილად შეიძლებოდა.

შტრაიხს არ უთქვამს, ვის არ უნდა, რომ "ფრაიბურგი" ელიტაში თამაშობდეს.

ფრანკ რიბერი და ჯეი-ჯეი ოკოჩა

როგორც ჩანს, ფრანკ რიბერის ხელში 1994/95 წლების სეზონის ვიდეოჩანაწერები ჩაუვარდა, რადგან მისი სოლორეიდის მცდელობა "ფრაიბურგის" უკანა ხაზის წინააღმდეგ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჯეი-ჯეი ოკოჩას საუკუნის გოლს, რომელიც ნიგერიელმა მაშინ ოლივერ კანის "კარლსრუეს" გაუტანა.

თუმცა ფრანგმა ბურთი დაკარგა და ისტორიაში ვერ შევიდა.

შალკეს კრიზისი

"შალკე" ჰამბურგში 1:3 დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ კრიზისშია, რადგან ჰუუბ სტევენსის ბიჭებმა ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ოთხ ქულას მოუყარეს თავი და გელზენკირხენულ პუბლიკასაც უკვე დაავიწყდა ის, რომ გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო. შესაბამისად, ჰოლანდიელი მწვრთნელი საშინელ ხასიათზეა.

კითხვაზე, რატომ დამარცხდა "შალკე" ჰამბურგში, სტევენსმა ასე უპასუხა: "იმიტომ, რომ "ჰამბურგმა" სამი გოლი გაიტანა, ჩვენ - ერთი."

ამას მოჰყვა ჟურნალისტის მეორე კითხვა იმის შესახებ, ნერვიულობს თუ არა სტევენსი: "მე რომ არ ვინერვიულო, თქვენ ხომ მაინც ინერვიულებთ..."

ფაქტია, რომ ჰოლანდიელს ბევრი საფიქრალი და სანერვიულო აქვს. ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი მეკარეა - 22 წლის ლარს უნერშტალი ბოლო დროს ბევრ შეცდომას უშვებს, "ჰამბურგთან" შეხვედრაში კი მის სინდისზე პირველი გოლი იყო. შესაბამისად, გაღვივდა დისკუსია იმის შესახებ, რომ უმჯობესია, "შალკეს" კარი ტიმო ჰილდებრანდმა დაიცვას.

გარდა ამისა, კრიტიკოსები "შალკეს" ტაქტიკა-სტრატეგიას უსისტემოს უწოდებენ. ფაქტია ისიც, რომ რაც უფრო ხშირია წარუმატებლობები, მით უფრო საეჭვო ხდება გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაართან ახალი კონტრაქტის გაფორმება და თანაც, ბოლო დროს სტევენსს ბევრი სათადარიგო ფეხბურთელი გაუნაწყენდა.

პირველ რიგში, ეს ახალწვეულ ბარნეტას ეხება - შვეიცარიელი უკმაყოფილოა იმით, რომ მუდმივად სათადარიგოთა სკამს ხეხავს.

ხუან არანგო

მე-14 ტურის შემდეგ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ისედაც დაფასებული გარემარბი ხუან არანგო კიდევ უფრო მეტად დაფასდა, რადგან კიდევ ერთხელ გაიტანა ისეთი გოლი, როგორიც ყოველთვის გვახსენებს ხოლმე, რატომ გვიყვარს სპორტის ეს სახეობა.

50-მეტრიანი პასის შემდეგ საჯარიმოს კუთხიდან ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა და რომ არა კასტროს დუბლი, უდავოდ ტურის გმირის წოდებას დაიმსახურებდა.

XIV ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით (4-2-2-2)

ადლერი (4) (ჰამბურგი)

კასტრო (ლევერკუზენი), დანტე (5) (ბაიერნი), ნოვესკი (3) (მაინცი), აოგო (ჰამბურგი)

კიოტაკე (2) (ნიურნბერგი), ნორდტვეიტი (ბორუსია /მ/), ბადელი (2) (ჰამბურგი), არანგო (3) (ბორუსია /მ/)

პარკერი (მაინცი), იბიშევიჩი (2) (შტუტგარტი).

XIV ტურის გმირი: გონსალო კასტრო (ლევერკუზენი)

დღეს უკვე ვხვდებით, რამდენს კარგავდა ბუნდესლიგა ადრე, როცა ლევერკუზენის მწვრთნელები გონსალო კასტროს მუდმივად მარჯვენა, ან მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდნენ.

მართალია, შიგა და შიგ ძველი დამრიგებლებიც ამწესებდნენ ნახევარდაცვაში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა "ლევერკუზენს" შუა ხაზში უჭირდა.

ახლა კი საშა ლევანდოვსკისა და სამი ჰიიპიას დუეტმა კასტროს ადგილი მუდმივად ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა და სწრაფი და ტექნიკური კასტროც ისე ათამაშდა, რომ მთელი საფეხბურთო გერმანია გაოცებულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ფეხბურთელი "ლევერკუზენისთვის" აქამდე არასდროს ყოფილა ისე ძვირფასი, როგორც დღესაა.

კასტროს უკვე ხუთი გოლი აქვს გატანილი, "ვერდერთან" 4:1-ზე მოგებულ მატჩში კი დუბლი შეასრულა.

დიდი შანსია, რომ კასტრო გერმანიის ნაკრებშიც მალე დაბრუნდეს.

საუკეთესო ფეხბურთელები

XIV ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშ. შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 9 2.00

2. რენე ადლერი ჰამბურგი 14 2.18

3. კევინ ტრაპი აინტრახტი 14 2.21

4. აარონ ჰანტი ვერდერი 14 2.39

5. თომას მიულერი ბაიერნი 13 2.46

6. სებასტიან როდე აინტრახტი 14 2.50

7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 12 2.55

8. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 14 2.57

9. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 13 2.63

10. ფაბიან გიფერი ფორტუნა 14 2.68

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. თომას მიულერი ბაიერნი 13 8 8 16

2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 13 9 3 12

3. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 14 8 3 11

4. აარონ ჰანტი ვერდერი 14 6 4 10

5. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 12 3 7 10

6. ტონი კროოსი ბაიერნი 14 5 5 10

7. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 12 9 1 10

8. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 14 9 1 10

9. მარკო როისი ბორუსია (დ) 14 5 5 10

10. ფრანკ რიბერი ბაიერნი 9 4 6 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური: სენსაცია - "ფორტუნამ" დორტმუნდიდან ქულა წაიღო!

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?