ლონდონის 2012 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორის, დარია პიშჩალნიკოვას "ბ" დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა
ლონდონის 2012 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორის, რუსი მძლეოსნის, დარია პიშჩალნიკოვას "ბ" დოპინგ-სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

ისევე, როგორც პირველ სინჯში, ამჯერადაც აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატის - ოქსანდროლონის კვალი.

პიშჩალნიკოვას სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის.

27 წლის რუსს დოპინგ-სინჯი 20 მაისს, 2012 წლის ოლიმპიადის მზადების პროცესში ჩამოართვეს.

თავდაპირველად, მან უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ ახალი მეთოდიკით ხელმეორე შემოწმებამ გაარკვია, რომ სპორტსმენმა აკრძალული პრეპარატი გამოიყენა.

ლონდონის ოლიმპიადაზე პიშჩალნიკოვამ მეორე ადგილი დაიკავა ბადროს ტყორცნაში. ახლა ეს შედეგი გაუქმებული იქნება.

თავად სპორტსმენს კი სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის, რადგან ის უკვე მეორედ გამოიჭირეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. 2008 წელს მან ექვს რუს მძლეოსანთან ერთად მიიღო ორწლიანი დასკვალიფიკაცია დოპინგ-სინჯების შეცვლის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...