"მანჩესტერ იუნაიტედი" მეკარეს რომ ეძებს, ცნობილი ამბავია. ბოლო ინფორმაციით სერ ალექს ფერგიუსონის სკაუტთა რაზმი "გლაზგო რეინჯერსის" გოლკიპერით, ალან მაკგრეგორით არის დაინტერესებული...
"მანჩესტერ იუნაიტედი" მეკარეს რომ ეძებს, ცნობილი ამბავია. ბოლო ინფორმაციით სერ ალექს ფერგიუსონის სკაუტთა რაზმი "გლაზგო რეინჯერსის" გოლკიპერით, ალან მაკგრეგორით არის დაინტერესებული. "ოლდ ტრეფორდის" სუპერსკაუტმა ("სანის" გამოთქმაა) მარტინ ფერგიუსონმა, რომელიც სერ ალექსის ძმა გახლავთ, შოტლანდიელი კარის მცველი სამშაბათს "ჰემპდენ პარკზე" ნახა - შოტლანდია ევრო 2012-ის შესარჩევში ესპანეთის ნაკრებს ხვდებოდა. იმ დღეს მაკგრეგორიმ რამდენჯერმე დიდებულად მოიგერია ბურთი.

ერთი სიტყვით, 28 წლის მეკარე "იუნაიტედის" რადარში სერიოზულად მოხვდა და არ არის გამორიცხული ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარი სწორედ მან შეცვალოს.

"სანის" ცნობით ვან დერ სარის შემცვლელებად განიხილავენ აგრეთვე "აიაქსის" გოლკიპერს მარტენ სტეკელენბერგს, მადრიდის "ატლეტიკოს" დავიდ დე ხეას და "შალკეს" კარის მცველს მანუელ ნოიერს. როგორ უნდა განსაზღვროს "იუნაიტედმა" ჩამოთვლილთაგან რომელია უმჯობესი? მოგეხსენებათ, ფეხბურთელის შეძენა ყველაფერთან ერთად ვაჭრობაცაა და თუ ამ კუთხით მივუდგებით, ვნახავთ, რომ უპირატესობა ალან მაკგრეგორისკენ არის - დანარჩენი სამი 20 მილიონი ფუნტი ღირს, სქოთს კი "რეინჯერსი" (რომელსაც 716 მილიონი ფუნტი ვალი აქვს და თანხა სასწრაფოდ სჭირდება) შედარებით ნაკლებად შეელევა.

მაკგრეგორს "აიბროქსზე" 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. გლაზგოელები ცოტა ხნის წინ მას ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ. აღსანიშნავია, რომ გოლკიპერი ახლა რომ არის ასეთ ფორმაში ცხოვრებაში არ ყოფილა. მან ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი - გოლი არც "ბურსასფორთან" გაუშვა და არც "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომლიც ახლა მისი შეძენით ასე ძლიერ გახლავთ დაინტერესებული.

ზემოთ ვახსენეთ, რომ შოტლანდიამ სამშაბათს ესპანეთთან 2:3 წააგო, მაგრამ წაგების მიუხედავად მეკარემ საუცხოოდ ითამაშა. მანვე ჩინებულად ითამაშა რამდენიმე დღით ადრე, 8 ოქტომბერს, ჩეხეთის წინააღმდეგაც - იან პოლაკის ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი. კიდევ, მიმომხილველები იხსენებენ, რომ მაკგრეგორმა ჩინებულად ითამაშა აგვისტოშიც - სქოთებმა სტოკჰოლმში, ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 წააგეს და "რეინჯერსის" კარის მცველი რომ არა, ანგარიში სულ სხვა იქნებოდა.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს