ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გენო პეტრიაშვილი: ჩემი მთავარი მიზანი ბოლომდე ბრძოლა იყო

გენო პეტრიაშვილი: ჩემი მთავარი მიზანი ბოლომდე ბრძოლა იყო

საქართველოს ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში განვლილ ტურნირზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გენო პეტრიაშვილის ტრიუმფალურ გამოსვლაზე უკვე ვწერდით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ - 18 წლის ბიჭმა ნახევარფინალში მძიმე წონის ლიდერი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი დავით მოძმანაშვილი დაამარცხა, ფინალში კი უდავოდ ძლიერ გიორგი საკანდელიძეს უბრალოდ კი არ აჯობა, ყოველმხრივ დაჯაბნა.

თავად განსაჯეთ - ერთ პერიოდში 8:1 მოუგო, სამჯერ კი სამქულიანზე გადააგდო! ამ შეხვედრაში გორელ ფალავანს ყველაფერი გამოსდიოდა, თუმცა დაგვეთანხმებით, უვარჯიშებლად და უშრომლად ეს არ ხდება.

ეს იმდენად ბრწყინვალე შეხვედრა იყო, დარბაზში მეორე დღესაც კი ლაპარაკობდნენ მასზე, ხოლო იმ წუთებში მაყურებელთა ოვაციამ კულმინაციას მიაღწია.

ისევ გავიმეორებთ, რომ მსგავსი სილამაზის ორთაბრძოლას ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც ვერ ვნახავთ ხშირად და ის ნებისმიერი რანგის ტურნირს დაამშვენებდა.

იმ პაექრობამ ნათლად დაგვარწმუნა პეტრიაშვილის მრავალნაცადი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ოპტიმიზმში შეგირდის ოლიმპიური ჩემპიონობის შესახებ.

ცხადია, შეგირდი ჯერ არაა ამხელა ტიტულის მოსაპოვებლად მზად, მის ჭიდაობაში კვლავაც ბევრია დასახვეწი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ლაპარაკი 18 წლის მოზარდზეა, რომელიც მხოლოდ ახლა შეუდგა მწვერვალისკენ მიმავალ აღმართს.

მთავარია, რომ მასში ამხელა ტიტულის მოსაპოვებლად საჭირო ნიჭი, ბუნებრივი მონაცემები დევს, დანარჩენი კი შრომისა და მონდომების შედეგია. ის უჩვეულოდ სწრაფია და ტექნიკური. და კიდევ ერთი პლუსი - მაღალსა და ხმელ-ხმელ ბიჭს წონაც ხელს უწყობს და ჯერჯერობით არათუ დაკლება არ სჭირდება, პირიქით, მომატებაც შეუძლია.

ასაკთან ერთად, ის აუცილებლად მოიმატებს წონაში, მაგრამ ამჟამინდელი მასა წონის კორექტირების საშუალებას მისცემს.

მას მომატება კუნთოვანი და არა ცხიმოვანი მასის ხარჯზე შეუძლია, რაც ახლანდელი სისწრაფის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ამასთან, ტექნიკაც მოსდგამს. იმ შეხვედრაში არც დაღლილა. ეს ყველაფერი კი კარგ კომბინაციას მოგვცემს დიდი წარმატებების მოსაპოვებლად.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ეპიზოდი იმ შეხვედრიდან, რაც კარგად ახასიათებს პეტრიაშვილს - მან წააგო პირველი პერიოდი, როცა საკანდელიძემ ბურთულით ბოძებული შანსი გამოიყენა.

გენო მეორე პერიოდში ხალიჩაზე ბრუნდებოდა, სხირელმა (ის კონსულტანტადაც არ ეჯდა) მსაჯთა სექტორიდან რომ დაუძახა და ხელის ერთი მოძრაობით ანიშნა, ქვევიდან ეჭიდავეო.

სხირელს სიტყვიერად არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჟესტი აჩვენა - დაახლოებით ისე, როგორც ფრენბურთელები ანიშნებენ ხოლმე ერთმანეთს. ეტყობა, მწვრთნელს და შეგირდს ასე უსიტყვოდაც მშვენივრად ესმით ერთმანეთის, რადგან გენო მართლაც ფეხში შესვლებზე გადავიდა და ბენეფისიც მოიწყო...

სხვათა შორის, მოძმანაშვილთან შეხვედრაშიც ეტყობოდა, რომ წინასწარ დასახული გეგმით ჭიდაობდა. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ დამჯერი მოსწავლეცაა და სწრაფად ითვისებს ნასწავლს.

"სხირელი გამოცდილი მწვრთნელია და მართლაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჭიდაობაც მასთან დავიწყე, არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ იქიდან მოყოლებული მავარჯიშებს. სხირელმა ზუსტად იცის, როდის რა ჯობია" - ამბობს გენო.

პეტრიაშვილი თავმდაბალი ადამიანიც ჩანს - ხომ ასე კარგად იჭიდავა, მუდამ მეტოქეებს აქებდა და სულ იმას გაიძახოდა, ისინი ჩემთვის სამაგალითონი არიან, უბრალოდ, ახლა ისე მოხდა, მე გავიმარჯვეო.

"ჩემთვის დიდი სტიმულია ისეთ ფალავნებთან ჭიდაობა, როგორიც დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე არიან. მათთან შეხვედრა ყოველთვის გამიხარდება, რადგან ისინი ჩემთვის სამაგალითონი არიან.

ორმაგად სასიამოვნო და გასახარია, რომ ოქროს მედალი ასეთ ფალავნებთან ჭიდაობაში მოვიპოვე.

მოძმანაშვილის მიღწევები მოგეხსენებათ და საკანდელიძემ ზედიზედ მოიგო ოთხი ტურნირი. თან ერთ-ერთ მათგანში მეც მომიგო.

ამ ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადე და წარმატებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ასეთ კონკურენციაში მაინცდამაინც ოქროს დაგეგმვა ცოტა ძნელი იყო და ჩემპიონობას არც ველოდი.

თან საქართველოს პირველობა ძლიერი შეჯიბრებაა, ხოლო მძიმე წონა ჩვენში ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ფალავნებით, ძველი თაობიდან მოყოლებული.

ჩემი მთავარი მიზანი იყო, ბოლომდე მებრძოლა და მეჭიდავა, რაც ავასრულე კიდეც - არც ერთ შეხვედრაში არ მიფიქრია, რომ უნდა წამეგო.

პირიქით - ყოველ ორთაბრძოლაში წარმატებისთვის გავდიოდი და ვცდილობდი, ბოლომდე გამომეყენებინა შესაძლებლობები. მიხარია, რომ ეს შევძელი" - გვითხრა მან.

მაინც რა გახდა მისი ასეთი კარგი ჭიდაობის მთავარი მიზეზი? პეტრიაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და გვითხრა, რომ ბოლო თვეებში ვარჯიშში განსაკუთრებულად არაფერი შეუცვლია, ძველებურად აგრძელებდა მუშაობას. ახლა კი ისე მოხდა, რომ კონკურენტებზე მეტად გაუმართლა...

შემთხვევით ხომ არაფერი ხდება და მით უფრო - მეტოქეებზე იმხელა უპირატესობის მოპოვება. შემთხვევითი არც ისაა, რომ პეტრიაშვილი ცვლიდა ჭიდაობის სტილს არა მხოლოდ ცალკეულ შეხვედრებში, არამედ თვით კონკრეტული ორთაბრძოლისასაც.

თამამად შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ მძიმე წონაში მაღალი დონის ფალავანი გამოგვიჩნდა, რომელსაც უმაღლესი მიღწევების მოპოვება ხელეწიფება. თუმცა კიდევ უფრო გასახარია, რომ ამ წონაში უჩვეულოდ გაიზარდა კონკურენცია.

მოძმანაშვილი, პეტრიაშვილი, საკანდელიძე - ამ წონაში სხვებიც არიან კარგი ბიჭები, მაგრამ ეს სამეული უკვე იმ დონეზეა, მათზე არავინ, თვით წამყვანი საჭიდაო ქვეყნებიც არ იტყვიან უარს.

ამ ტრიოდან ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით ტიტულოვანი მხოლოდ საკანდელიძეა, თუმცა სამივე მათგანს დღესვე შეუძლია ნებისმიერ შეჯიბრებაზე მედლის მოპოვება, მათ შორის - ოქროსიც.

ამ წონაში თვით ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან საინტერესო ვითარება იქმნება ევროპის ჩემპიონატის ფონზე.

მოგეხსენებათ, ამ პრესტიჟულ შეჯიბრებას გაისად, 19-24 მარტს თბილისი უმასპინძლებს. დაგვეთანხმებით, ნაკრების ხელმძღვანელობას მძიმე წონაში არჩევანის გასაკეთებლად დიდი თავსატეხი გაუჩნდება.

პეტრიაშვილს, როგორც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, უპირატესობა ექნება, მაგრამ მწვრთნელები შანსს დანარჩენებსაც მისცემენ. უეჭველია, რომ მის გამოსაყენებლად მოძმანაშვილიც და საკანდელიძეც გაათმაგებულად ივარჯიშებენ და კაცმა არ იცის, რა მოხდება მანამდე.

სამაგიეროდ, თამამად შეიძლება გვქონდეს იმედი, დავით გობეჯიშვილის შემდეგ ამ ზეპრესტიჟულ წონაში ისევ მოვიპოვებთ დიდ გამარჯვებებს, რადგან მძიმე წონა ახლა კიდევ უფრო დამძიმდა.

მძიმე უფრო დამძიმდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გენო პეტრიაშვილი - ახალი საქართველოს ახალი ვარსკვლავი

უძლიერესი,ყველაფერში,უფალი შენთან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ