"მინდა გითხრა, რომ მოგებას თქვენ იმსახურებდით", - მომწერა "ფეისბუქზე" ფიჯელმა მეგობარმა ჯიმ ნაივალულევუმ
- მოცე (მისალმებაა ფიჯის ენაზე), მეგობარო, პირდაპირ ეთერში ვნახე საქართველოსა და ფიჯის შორის სარაგბო მატჩი და მინდა გითხრა, რომ მოგებას თქვენ იმსახურებდით, - მომწერა "ფეისბუკქზე" ფიჯელმა მეგობარმა ჯიმ ნაივალულევუმ.

ცხადია, ძმობა ძველი ტრადიციების მიხედვით არ შეგვიფიცავს, მაგრამ ჯიმი (სუვას უნივერსიტეტში ინგლისურის პედაგოგია) ფიჯის ამბებსაც ხშირად მიყვება და ქართულსაც კითხულობს. ოღონდ დრო დასჭირდა ჩემი სადაურობის გასაცნობად.

რომ შეიტყო, "ჯორჯიიდან" ვიყავი, გაუხარდა, ჩემსავით კუნძულელი ყოფილხარო.

ინტერნეტში მაშინვე მოვიძიე კუნძული ჯორჯია და ყინულებით შემოსილი, არგენტინასა და ანტარქტიდას შორის ვიპოვე.

ჯიმს ავუხსენი, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რუსეთის ქვემოთ ვცხოვრობდი და მაშინვე მომწერა:

- გამახსენდა, თქვენსა და რუსეთს შორის ომი რომ იყო. სხვათა შორის, ჩვენს მიმართაც არ არიან დიდი სახელმწიფოები კეთილგანწყობილნი - ფიჯელებს ავსტრალია და ახალი ზელანდია ვიზებს არ გვაძლევენ.

სპორტშიც ვიჩაგრებით: ჩვენს მორაგბეებს ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან ერთ ლიგაში თამაში სურთ, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევენ, - შენიშნა ფიჯელმა და ქართველთა ბედით დაინტერესდა:

- საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან იმდენად კარგად ითამაშა, რომ ნამდვილად საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა ევროპის ექვს ერს შორის, მაგრამ, ალბათ, თქვენც გზღუდავენ...

"სმაილიკის" დახმარებით თავი დავუკარი და ჯიმს ჰაკაზე ვკითხე.

- ჰაკა ზელანდიელებს აქვთ. ჩვენს საბრძოლო ცეკვას ბოლე ჰქვია, რაც ფიჯურად გამოწვევას ნიშნავს. სხვათა შორის, დიდი ხანი არ არის, რაც ბოლემ შეცვალა ციბი, რომელიც ბრძოლის შემდეგ, გამარჯვების აღსანიშნავად სრულდებოდა.

სპორტში ასეთი რიტუალის გადმოღება საბრძოლო განწყობას ამაღლებს. რაგბიც ხომ ბრძოლის ნაირსახეობაა.

როგორც ჯიმი ამტკიცებს, ძველად ფიჯელები ბოლომდე იბრძოდნენ, ვიდრე მეტოქეს მთლიანად არ გაანადგურებდნენ. მიკრონეზიულ ტომებს კი სხვა ტრადიცია ჰქონდათ: ერთმანეთს მედგრად ერკინებოდნენ და როცა ერთი ადამიანი დაიჭრებოდა, ბრძოლა წყდებოდა, დამჭრელი გამარჯვებულად ცხადდებოდა და ტერიტორია მის მფლობელობაში გადადიოდა.

რაგბის დავუბრუნდეთ: ფიჯისა და იაპონიასთან მატჩებს რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველო პირველი რანგის გუნდებში გადაიყვანეს.

ასე რომ, ქართველები მსოფლიოს 17 საუკეთესო ნაკრებს შორის არიან და ტესტ-მატჩების დაგეგმვისას ჩვენს გუნდს ელიტური გუნდები ერგება.

შეიძლება ეს იყოს როგორც ფიჯი, ავსტრალია, საფრანგეთი და ა.შ...

ბოლო დროს საქართველოში რაგბიმ ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ კალათბურთელებიც თამაშობენ.

დააკვირდით: მეტოქეს რომ ბოჭავს, გიორგი ცინცაძეა, ხოლო მარჯვნივ - ვიქტორ სანიკიძე.

ფოტოპარალელი

დღევანდელ "თაიმლაინში" დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ, ვახსენეთ ანტარქტიდასთან მდებარე კუნძული ჯორჯია, ფიჯი, მიკრონეზია...

ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი კუნძული აბურთავა ლეო მესიმ - ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ ფოტოზე არგენტინელი ფეხბურთელი ბურთის ნაცვლად გლობუსს კენწლავს.

მესის შემყურეთ უთუოდ გაგახსენდებოდათ ჩარლზ ჩაპლინი ჰიტლერის როლში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილტონ ჰეიგი: მოთმინებით აღიჭურვეთ და გვენდეთ

საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა