ხვალ დაღესტნურ ხასავიურტში, ჰამიდ ჰამიდოვის სახელობის დარბაზში საკონტინენტთაშორისო თასი გათამაშდება თავისუფალ ჭიდაობაში.
ხვალ დაღესტნურ ხასავიურტში, ჰამიდ ჰამიდოვის სახელობის დარბაზში საკონტინენტთაშორისო თასი გათამაშდება თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირში ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე (ორივე - 120), გუნდს კი დავით ხურცია უხელმძღვანელებს.

როგორც ვხედავთ, გუნდი მეტად ახალგაზრდულია და გადახალისებული, რაც ოლიმპიური ნაკრების ფორმირების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია - გაისად ამათი უმეტესობა მყარად დამკვიდრება ნაკრებში, თუმცა რამდენიმე წონაში ლიდერებიც შეინარჩუნებენ ადგილს. მაგრამ ყველაზე მძაფრი კონკურენცია მაინც მძიმე წონაშია, სადაც ორი უშუალო კონკურენტი ახლაც იჭიდავებს, მომავალ უქმეებზე კი ამათ უფროსებში მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ბერიანიძე და გიორგი ნიკურაძეც დაემატებიან და ოთხივე ერთად ერევანში იჭიდავებს.

რაც შეეხება საკონტინენტთაშორისო თასს, ეს გუნდური ტურნირია. გამარჯვებული ნაკრები 50 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 30 000-ს, მესამე პრიზიორი - 20 000-ს. მონაწილეთა შესახებ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე არაფერი წერია (!), რუსეთის ჭიდაობის საიტის ცნობით კი მასში ამერიკის, თურქეთის, სამხრეთ კორეის, აზერბაიჯანის, რუსეთის, დაღესტანის და სპორტკლუბ ცსკ-ს გუნდები გამოვლენ. ოღონდ ეს რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა, თავს ვერ დავდებთ, რადგან ჩამონათვალში საქართველო საერთოდ არაა ნახსენები და თან რუსული საიტები დიდი სიზუსტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. იქაური საიტები არც რუსული გუნდების შწემადგენლობებზე წერენ რაიმეს, აზერბაიჯანელებმა კი ადრე გამოცხადებული შემადგენლობა ცოტათი შეცვალეს.

მათგან თვალში უმთავრესად ევროპის წლევანდელი დისკვალიფიცირებული ჩემპიონის - მაჰმუდ მაგომედოვის (55) შემადგენლობიდან ამოგდება მოგვხვდა. შეგახსენებთ, რომ ეს დაღსტნელი მოჭიდავე აზერბაიჯანელებმა ევროპის პირველობაზე უნებართვოდ აჭიდავეს, რისთვისაც რუსთა პროტესტის საფუძველზე საერთაშიროს ფედერაციამ მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელებმა ის ამ ტურნირის განაცხადში მაინც შიყვანეს, თმცა, ეტყობა, ახლა განმეორებითი და ბევრად საშიში სანქციების შეეშინდათ და მის ნაცვლად ხასავიურტში მაჰმუდ მაგერამოვი წაიყვანეს, სხვა წონებში კი ხაიბულა შაალოვი (60), ემინ აზიზოვი, რუსლან დიბირგაჯიევი (66), აგილემ გულიევი (74), შარიფ შარიფოვი (84), ასლანბეკ ალბოროვი (96) და ალი ისაევი (120) იჭიდავებენ. ამათგან ბოლო დრეებსი დამატებულნი დიბირგაჯიევი და გულიევი არიან, ისაევზე კი მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ წინა კვირას გროზნოში რამზან კადიროვის სახელობის საკმაოდ ძლიერ ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა.

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს