იმ ჩოგბურთელების შესახებ, რომლებმაც კორტთან ერთად კინოეკრანების დაპყრობა სცადეს
კინობუმმა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა, გვერდი ვერ აუარა საჩოგბურთო სამყაროს, რომელშიც ყოველთვის იყვნენ ქარიზმატული და არაორდინალური პიროვნებები.

ზოგიერთი მათგანი ხელიდან არ უშვებდა ეკრანზე გამოჩენის შანსს და უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენდა.

საჩოგბურთო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი იყო ბილ ტილდენი, მეტსახელად, "დიდი ბილი". ამერიკელი დომინირებდა კორტზე გასული საუკუნის 20-იან წლებში და შვიდი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ.

ბილი ბავშვობიდან იყო გატაცებული ხელოვნებით და როცა პოპულარული მოიპოვა, ჩარლი ჩაპლინს დაუმეგობრდა. ტილდენი თავად იყო ბროდვეიზე სამი დადგმის პროდიუსერი და მსახიობი, მაგრამ ჰოლივუდში მიწვევას ვერ ეღირსა.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, გარდა ამისა, ის მოხსენიებულია ნაბოკოვის ცნობილ რომანში - "ლოლიტაში", რომელშიც მთავარი გმირი საჩოგბურთო გაკვეთილებს იღებს ტილდენისგან.

რეალურ ცხოვრებაში ჩოგბურთელი მართლაც დიდი სიამოვნებით უზიარებდა თამაშის ხელოვნებას სხვებს, მათ შორის იყვნენ ლეგენდარული მსახიობები - გრეტა გარბო და კეტრინ ჰეპბერნი.

დაახლოებით ორი წლის წინ, საჩოგბურთო ვარსკვლავი და ქალების ერთ-ერთი საყვარელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მომღერალ შაკირას ვიდეოკლიპში გამოჩნდა.

მასში რაფა ვნებიან მზერას აპყრობს კოლუმბიელ მომღერალს და შემდეგ მკლავებში მოიქცევს მას. საეჭვოა, ნადალს ამ როლით "ოსკარზე" გამოეცხადებინა პრეტენზია, სამაგიეროდ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა - ჩოგბურთელები სიამოვნებით თანხმდებიან კორტის გადასაღები მოედნით შეცვლას, თუნდაც ამისთვის შესაბამისი ნიჭი არ ჰქონდეთ.

სახელგანთქმულმა ანა კურნიკოვამ კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა მას შემდეგ, რაც რომანი გააბა ენრიკე იგლესიასთან და მის კლიპში ითამაშა. ამ ვიდეოში ანა და ენრიკე ისე ბუნებრივად კოცნიან ერთმანეთს, რომ ეჭვი არავის ეპარება მათ გრძნობებში.

მაგრამ ცხოვრებამ თავისი კორექტივები შეიტანა და დღემდე გაუგებარია, რა სტატუსი აქვს კურნიკოვასა და იგლესიასის ურთიერთობას, თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი სამხრეთ ფლორიდაში გადაბარგდა, სადაც 20 მილიონ დოლარად ვილა შეიძინეს.

ყოფილ საჩოგბურთო ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი გამოცდილი მსახიობია ჯონ მაკინროი, რომელიც ორ ათეულ სერიალსა თუ ფილმში იღებდა მონაწილეობას, სადაც ის, ძირითადად, საკუთარ თავს ასახიერებდა. ორჯერ მისი პარტნიორი იყო ადამ სენდლერი, ერთხელ კი თვით ჯეკ ნიკოლსონთან ერთად მოხვდა გადასაღებ მოედანზე.

სხვათა შორის, მაკინროი 1979 წელს გამოჩნდა ფილმში "მოთამაშეები", მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა არანაკლებ ლეგენდარულ პანჩო გონსალესს. თავად ფილმი, რომელიც ნაწილობრივ ჩოგბურთზეცაა, მთლიანად ჩავარდა გაქირავებაში და ის ახლა დავიწყებულია, ისევე როგორც, პანჩო.

დები უილიამსმების ტრიუმფამდე მრავალი წლით ადრე, უიმბლდონის პირველი შავკანიანი გამარჯვებული გახდა ალტეა გიბსონი (შორეულ 1957 წელს). ამ ტრიუმფის მიუხედავად, ალტეა სერიოზულად არასოდეს აღიქვამდა ჩოგბურთს და 1959 წელს დაასრულა გამოსვლა.

იმავე წელს, გიბსონი გამოჩნდა დიადი რეჟისორის ჯონ ფორდის ცნობილ ვესტრენში - "კავალერისტები", სადაც მსახურის პატარა როლი ითამაშა, მაგრამ ამით მისი სამსახიობო კარიერა დასრულდა. სხვათა შორის, ამ ფილმის გადაღებისას მისი პარტნიორი იყო თვით ჯონ უეინი - ვესტერნის ჟანრის ლეგენდა.

კინემატოგრაფიისადმი სიყვარული ახასიათებთ ინდოელებს. ამ მხრივ გამორჩეულები არიან ძმები არმიტრაჯები. მათ შორის კინოს სამყაროში უფრო ცნობილი გახდა აშოკი, რომელმაც პროდუსერის რანგში ასზე მეტი ფილმი გადაიღო.

მისი უფროსი ძმა - ვიჯაი უფრო დიდხანს შეყოვნდა საჩოგბურთო კორტზე, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ისიც გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და ეპიზოდური როლი ითამაშა ბონდიანას ერთ-ერთ ნაწილში, ასევე რამდენიმე სერიალში.

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთმა ცნობილმა ინდოელმა ჩოგბურთელმა ლეანდერ პაესმა განაცხადა, რომ სურს თავისი ძალები მოსინჯოს ბოლივუდში და მზად არის ამისთვის სამსახიობო კურსებიც გაიაროს. ეს სწორი ნაბიჯია მისი წინამორბედების ეკრანზე "მიღწევების" გათვალისწინებით.

მსახიობის კარიერაზე ალაპარაკდა უკვე ნახსენები მარია შარაპოვაც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს ხანში რუსმა თავისი წარმატებული საჩოგბურთო კარიერა გადასაღებ მოედანზე გაცვალოს. ადრე მარიას ახსენებდნენ ერთ-ერთ გმირად ფილმში - "უიმბლდონი", მაგრამ ის კადრში ვერ მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა