ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ "ატლანტა ჰოუქსმა" 1 დეკემბერს, გამთენიისას, შინ "კლივლენდთან" წააგო
ზაზა ფაჩულიას გუნდმა წარმატებული სერია დაასრულა. ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ "ატლანტა ჰოუქსმა" 1 დეკემბერს, გამთენიისას, შინ "კლივლენდთან" წააგო.

მარცხი განსაკუთრებულად დასანანი იყო, რადგან "კლივლენდი" აუტსაიდერთა კატეგორიას განეკუთვნება, თანაც "ატლანტა" შინ თამაშობდა და ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდა. მასპინძლებმა ვერ შეინარჩუნეს მოპოვებული ლიდერობა და 111:113 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრისთვის ეს იყო ერთ-ერთი უშედეგო თამაში მიმდინარე სეზონში. ფაჩულია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 21 წუთი ითამაშა.

ზაზამ 5 ოქრულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 2 მოხსნით 1 პასით და 1 დაფარებით დაასრულა. ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 42 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი მოაგროვა - 15 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

ატლანტელებს 9 მოგების წილ 5 მარცხი გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე არიან.

11 მოგებითა და 4 მარცხით მეორე საფეხურზე იმყოფება თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომელმაც დღეს, გამთენიისას, გასვლაზე "ორლანდო" 98:86 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა.

gbf.ge

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა