მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლის გადაჭედილ დარბაზში გაიმართა
მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლის გადაჭედილ დარბაზში გაიმართა, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლად (მეორე-მესამე ადგილები) მყოფი "ქუთაისი" და "რუსთავი" დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსადნელი იყო, შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში წინ ქუთაისური გუნდი იყო, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტი პერიოდი ჩააგდეს, რითაც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს და ბოლო წუთებზე ნეით ბოუის შესანიშნავი თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებმა თავიდანვე დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს და შეტევაში ნაკლებად ეფექტურები იყვნენ. მატჩის დაწყებიდან 3 წუთის შემდეგ ტაბლოზე 2:2 იყო დაფიქსირებული.

მალე მასპინძლები გააქტიურდნენ, რიჩარდ მათიაშვილის, გიგი ბარბაქაძის, რევაზ დიდიასა და ზაურ ფაშაევის ზუსტი სროლების შემდეგ ქუთათურები პერიოდის დასრულებამდე 2:25 წამით ადრე 19:10 დაწინაურდნენ. თუმცა, მეოთხედის დარჩენილ დროში კარგად ათამაშდა მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბოუი (19 ქულა), რომელმაც ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო. მალევე გოგა ცეკვავამ თავისი ყოფილი გუნდი სამქულიანით "დასაჯა" და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა (21:19)

მეორე პერიოდის დასაწყისში ქუთაისელებს სამქულიანი სროლები არ წაუვიდათ, თუმცა, ამით სტუმრებმაც ვერ ისარგებლეს და თითქმის 3 წუთის განმავლობაში ბურთი კალათში ვერ მოათავსეს.

ამასობაში ფაშაევის კარგი თამაშის წყალობით ქუთაისი 6 ქულით დაწინაურდა. უკეთ ათამაშდა დავით ბარბაქაძეც, რომელსაც მანამდე სროლები არ მისდიოდა. მიხეილ ბერუაშვილის დროული წუთშესვენების შემდეგ რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს, კაილ ნელსონმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა კვლავ ორ ქულამდე დაიყვანა.

თუმცა, "ქუთაისმა" დიდ შესვენებამდე ერთი ორქულიანის ჩაგდება მოასწრო და ტაიმი 48:44 დასრულდა.

მესამე პერიოდის საწყისი 3:20 წუთი ისე მიილია, რომ გუნდებს მხოლოდ 2-2 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული. ხშირი იყო ორმხრივი შეცდომები და არაზუსტი სროლები.

სიტუაციიდან პირველად მასპინძლები გამოერკვნენ, რევაზ დიდიას და გიგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანების შემდეგ ისინი 9 ქულით დაწინაურდნენ (48:39).

კარგად თამაშობდა ქუთაისელთა აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი, რომელმაც 16 ქულას 6 შედეგიანი გადაცემაც მიაყოლა და მასპინძელთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა. დავით უსტიაშვილის შეგირდებმა მოპოვებული 9 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ცეკვავას კარგი თამაშის წყალობით რუსთაველებმა სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს - 48:44.

გადამწყვეტი პერიოდი უაღრესად დაძაბული გამოდგა. კარგად ათამაშდნენ რუსთაველთა ლეგიონერები ჟულივეტ ტუჯანი და ნეით ბოუი. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი გამოირჩა, რომელმაც ამ პერიოდში 10 ქულა მიითვალა...

რუსთაველებმა მატჩის დასრულებამდე 2:5 წუთით ადრე სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს - 58:57. ქუთაისელთა უშედეგო შეტევის შემდეგ ცეკვავამ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა 58:58.

ქუთაისის სპორტის სასახლეში მრელვარებამ და ემოციებმა პიკს მიაღწია. 1:39 წამით ადრე ბოუიმ სტუმრები წინ პირველად გაიყვანა, ქუთაისლებმა საპასუხო შეტევაში ბურთი დაკარგეს და ბოუიმ კიდევ ერთი ორქულიანი მიითვალა -58:60 ბოლო წამებში "ქუთაისმა" კი გაიბრძოლა, მაგრამ "რუსთავს" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანა.

30 ნოემბერი, ქუთაისი

ქუთაისი-რუსთავი 60:67

ქუთაისი 21 14 13 12

რუსთავი 19 12 13 23

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი

30 ნოემბერი, ბათუმი

ბათუმი-სამედიცინო 82:73

ბათუმი 19 24 23 16

სამედიცინო 17 22 17 17

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. რუსთავი 7 6 1 539/468 13

2. შსს აკადემია 6 6 0 515/392 12

3. ქუთაისი 7 5 2 543/486 12

4. არმია 5 4 1 431/288 9

5. ოლიმპი 5 4 1 476/352 9

6. ბათუმი-რსუ 7 2 5 469/544 9

7. დინამო 5 3 2 380/338 8

8. თსუ 6 2 4 383/475 8

9. სამედიცინო 6 0 6 351/533 6

10. სოხუმი 5 0 5 363/453 5

11. სტუ 5 0 5 282/403 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია