"სოხუმმა" ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი 86:75 დაამარცხა
სუპერლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს ერთი კალიბრის გუნდები - "სოხუმისა" და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. მატჩის მთავარი ინტრიგა ის გახლდათ, რომ რომელიმე გუნდი მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდს სურდა, პირველი გამარჯვება მოეპოვებინა და საამისოდ მაქსიმუმი გაიღეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი ტექნიკოსებმა 19:15 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეული 7 ქულით დათმეს და დიდ შესვენებაზე სოხუმელები 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 37:34.

მესამე პერიოდში სოხუმელთა ცენტრი ვახტანგ ქადარია გააქტიურდა, რომელსაც უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძეც დაეხმარა და ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. ბოლო პერიოდის წინ სოხუმელები 12 ქულით დაწინაურდნენ.

დარჩენილ 10 წუთში ზურაბ ტომარაძე და მისი გუნდის წევრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ "სოხუმთან" მიახლოება ვეღარ მოახერხეს. კვარაცხელიას გუნდმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სტუ-სთვის მოგების გემო ჯერაც უცხოა. 75:86 "სოხუმის" სასარგებლოდ.

"სოხუმის" შემადგენლობაში 24 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახდა, ხოლო ქადარიამ 19 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუ-ში 17 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო გიორგი პირველაშვილი იყო, 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ვაჟა ჯანაშიამ, ხოლო გიგა კვეტენაძემ 11 მოინაგრა.

სუპელიგის მე-8 ტური 7 და 8 დეკემბერს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "კალენდრის მიხედვით, ეს ჩვენი მეხუთე თამაში იყო და უნდა მოგვეგო, სხვა გზა არ გვქონდა, ეს მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა. ვიცოდით, რომ ძნელი იქნებოდა მაგრამ გამარჯვება საჭირო იყო".

გია ტეტელაშვილი (სტუ): "პირველ რიგში მივულოცავ ,,სოხუმს", ჩვენ ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, თუმცა მეტოქე გუნდი ვერ შევაფასეთ სათანადოდ, რაც შედეგზეც აისახა. საჯარიმოების პროცენტულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ის არის, რომ სტუ-ს სავარჯიშო დარბაზში არასათანადო ფარებია".

ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი): "ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, ბიჭებმა ძალიან მოვინდომეთ. დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს, ჩვენი მხრივ შევასრულეთ მოცემული დავალებები და შესაბამისად შედეგიც მივიღეთ".

გიგა კვეტენაძე (სტუ): "მოსაგებად ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. დღევანდელ მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ".

superleague.ge

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა