მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამე ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის მსგავსად, ნოვაკმა ლონდონის ტურნირის ორგანიზატორთა აქციაში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის სერბმა ჩოგნის, ბურთებისა და საღებავების დახმარებით საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნა.

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამე ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის მსგავსად, ნოვაკმა ლონდონის ტურნირის ორგანიზატორთა აქციაში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის სერბმა ჩოგნის, ბურთებისა და საღებავების დახმარებით საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნა.

"ჩემთვის ლონდონში თამაშის უფლება - უდიდესი პატივია. დაუჯერებელია რამდენი ადამიანი მოვიდა შარშან ჩემპიონატის მატჩების სანახავად. ადრე ასეთი გრძნობა არასოდეს განმიცდია. ჩემი მონაწილეობით ყოველ შეხვედრაზე 15 ათასი კაცი ტრიბუნებს ავსებდა. მოუთმენლად ველი მომენტს, როცა ისევ მომეცემა ასეთი რაოდენობის მაყურებლის წინაშე გამოსვლის საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველ ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ შარშანდელზე უკეთესი შედეგი ვაჩვენო და ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადავლახო", - მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

ავტოპორტრეტების შეღებვა ყველა ჩოგბურთელს მოუწევს, ვინც ლონდონის ტურნირში თამაშის უფლებას მოიპოვებს. გუშინ, შანხაის ტურნირზე მორიგი მატჩის მოგების შემდეგ, წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის საგზური მოიპოვა ენდი მიურეიმ.

ბრიტანელმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ორ სეტში. ამჯერად საათსა და 21 წუთში დაამარცხა 59-ე ნომერი, ფრანგი ჟერემი შარდი - 6:3, 6:4. ენდიმ თითო სეტში თითო ბრეიკი აიღო და ამასთან 9 ეისი შეასრულა. მისი მეტოქე მეოთხედფინალში კიდევ ერთი ფრანგი - ჟო ვილფრიდ ცონგა იქნება.

ჯოკოვიჩსაც ფრანგი მეტოქე ჰყავდა. სერბს დიდი დრო და ენერგია არ დაუხარჯავს რიშარ გასკეს დასამარცხებლად. ჩოგბურთელებმა სულ 58 წუთი დაჰყვეს მოედანზე და ნოვაკმა მეტოქეს თითო სეტში თითი გეიმი დაუთმო - 6:1, 6:1. ჯოკოვიჩმა ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა.

ასევე ორ სეტში მოიგო თავისი შეხვედრა როჯერ ფედერერმა. მან ზუსტად იმ ანგარიშით გაიმარჯვა, როგორც მიურეიმ - 6:3, 6:4. მსოფლიოს მესამე ჩოგანის მსხვერპლი გახდა 26 წლის იტალიელი ანდრეას სეპი. აღსანიშნავია, რომ აპენინელს მეორე სეტის მოგების რეალური შანსი ჰქონდა - 3:1 დაწინაურდა, მაგრამ როგორც გაირკვა ეს დროებითი წარმატება იყო. ცნობისთვის, ეს ჩოგბურთელები მეშვიდედ შეხვდნენ ერთმანეთს და შვიდივე მატჩი ფედერერმა ისე მოიგო, რომ სეტიც არ წაუგია.

როჯერი მეოთხედფინალში რობინ სიოდერლინგს შეხვდება. შვეიცარიელისა და შვედის კორტზე ურთიერთობა საყოველთაოდ არის ცნობილი - ისინი აქამდე 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და როჯერი წინ არის - 13:1 (!).

მერვედფინალს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. "დიდი ოთხეულიდან" მეოთხედფინალში ვერ გავიდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი. ესპანელმა რეიტინგის მე-12 ნომერთან, ავსტრიელ იურგენ მელცერთან წააგო - 1:6, 6:3, 3:6. შეხვედრა ზუსტად ორ საათს გრძელდებოდა და მელცერმა კარიერაში პირველად დაამარცხა ნადალი, უფრო მეტიც პირველად მოუგო რაფას სეტი. ავსტრიელის ანგარიშზე 4 ბრეიკი (12-დან) და 14 ეისი მოდის. ნადალმა თითო ეისი და ბრეიკი ჩაიწერა აქტივში.

"სისწრაფე მაკლდა და თან ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დავუშვი. ეს იმის ბრალია, რომ ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული ვიყავი. მელცერს კარგა თამაშსსა და გამარჯვებას ვულოცავ. მან დაიმსახურა ეს წარმატება", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ნადალმა.

როჯერი ჩინურს სწავლობს

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ჩინური ენის შესწავლა დაიწყო.

"ახლის სწავლა ყოველთვის მაინტერესებდა. ჩინური ენა - მორიგი გამოწვევაა ჩემთვის, - განაცხადა "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონმა "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მე და ჩემმა გუნდმა უკვე დავიქირავეთ რეპეტიტორი და პირველი მეცადინეობაც ჩავატარეთ. სიმართლე გითხრათ, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც გაკვეთილს ბოლომდე გაუძლო და რაღაც დაიმახსოვრა. დანარჩენებმა უბრალოდ მიატოვეს ეს საქმე, თანაც მეცადინეობის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. მე კი გადავწყვიტე ჩინური ენის შესწავლა გავაგრძელო. მინიმუმ მინდა სწორად წარმოვთქვა ამ ენაზე რამდენიმე ფრაზა".

როჯერ ფედერერი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა