"ოლიმპმა" "დინამო" ოვერტაიმში ანგარიშით 84:79 დაამარცხა
მიმდინარე სუპერლიგის პირველი ოვერტაიმი. დამატებითი დრო "დინამოსა და "ოლიმპის" დაპირისპირებაში დაფიქსირდა. მატჩის ძირითადი დრო 73:73 დასრულდა, თუმცა "ოლიმპმა", რომელიც თითქმის მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა, გამარჯვება მოიპოვა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თამაშის პირველი მეოთხედი 19:16 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 9 ქულით იგებდნენ.

მესამე მეოთხედში სპორტის სამინისტროს გუნდის უპირატესობამ 12 ქულა შეადგინა, თუმცა დინამოელები არ ნებდებოდნენ. ამერიკელმა ლეგიონერებმა - ლამარ კარიმმა და ფლინ კლეიმანმა, ასევე ქართველმა კალათბურთელებმა - იოსებ ლეჟავამ, თორნიკე ნინიაშვილმა და ბექა ჩიკვილაძემ შედეგიანობას უმატეს და ეს ანგარიშზეც აისახა. დინამოელები "ოლიმპს" ბოლო მეოთხედში 1 ქულით მიუახლოვდნენ - 57:58.

ამ დროს დინამოელთა ლიდერთაგანმა, ბექა ჩიკვილაძემ მე-5 პერსონალური მიიღო და მოედანი დატოვა.

მიუხედავად ამისა, ირაკლი ხოშტარიას გუნდი არ გატყდა და ბოლომდე იბრძოლა. შეხვედრის ბოსოსწინა წუთზე კლეიმანის გარღვევის შემდეგ "დინამო" 2 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მალევე 71:73 ჩამორჩა და იმავ კლეიმანმა საჯარიმოებით წონასწორობა აღადგინა.

"დინამოს" მოგებაც შეეძლო, მაგრამ საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ნინიაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა და თამაში დამატების დროში გადაიზარდა.

ოვერტაიმში "ოლიმპის" მეფარე აკაკი დვალიშვილმა თავისი გუნდის 3 შეტევა წარმატებით დააგვირგვინა და "ოლიმპი 79:73 დააწინაურა.

დარჩენილ დროში ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს. 79:84 "ოლიმპის" სასარგებლოდ.

"დინაოში ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა გამოსახა თავისი მონაგარი ორნიშნა რიცხვით, რომელთაგან საუკეთესო კლეიმანი (18), ლეჟავა (16) და ნინიაშვილი (13) იყვნენ. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, "ოლიმპშიც" ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს: ტუტუსი 14, ფაცაცია 13, მილოშევიჩი 11, დვალიშვილი 11.

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "დიდი მადლობა ჩვენს მეტოქეს ასეთი კარგი მატჩისთვის. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, თავდასხმაში თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დაცვაში გვაქვს ძალიან ბევრი ხარვეზი. მორიგი თამაში გვაქვს შსს აკადემიასთან და ვეცდებით რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ".

ირაკლი ხოშტარია (დინამო): "მივულოცავ მოგებულ გუნდს გამარჯვებას. თამაშის ფავორიტად მაინც ოლიმპი ითვლებოდა, ვფიქრობ დამსახურებულად გაიმარჯვეს. გვქონდა შეცდომები და ვიმუშავებთ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე".

სტენ სოკი (ოლიმპი): "მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. "დინამო" ძლიერი გუნდია და კარგი თამაში შედგა. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. რაც შეგვეხება ჩვენ, დაცვაში სათანადოდ ვერ გავისარჯეთ".

ფლინ კლაიმენი (დინამო): "ჩვენ გვქონდა ბევრი შეცდომა, რამაც განაპირობა წაგება. თუმცა, მე ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, რომელებიც არიან ახალგაზრდა მოთამაშეები. ვფიქრობ ,,დინამომ" დღევანდელ მატჩში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად